სიახლე 

ფოთში 7 საჯარო სკოლა სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 20 05 21

ფოთში, 11 საჯარო სკოლიდან დისტანციური სწავლება 7 სკოლაში 31 მაისის ჩათვლით გაგრძლდება. ამის შესახებ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დირქტორმა გოჩა ქორქიამ ჩვენთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით სამ სკოლაში კორონავირუსით ინფიცირების, შედარებით მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. დანარჩენ 4 სკოლაში კი, მშობლების 60%-ზე მეტმა, დირექციას ონლაინ სწავლების მოთხოვნით მიმართა,რაც შეეხება კოვიდ შემთხვევის მატებას ქორქიას განცხადებით პირველ, მეორე, მესამე სკოლებში კოვიდ-19ის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ინტერვიუ გახანგრძლივდება თუ არა სწავლა ფოთის სკოლებში დისტანციურ რეჟიმში, სასწავლო წლის დასრულებამდე, ეს 31 მაისის მონაცემების შემდეგ გახდება ცნობილი.

მსგავსი სტატიები