ფოთში მოვაჭრეებმა სავალი გზა გადაკეტეს 01 06 21

დღეს ფოთის აგრალური ბაზრის მოვაჭრეებმა , საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილების გამო,საპროტესტო აქცია გამართეს, კერძოდ სავალი გზა გადაკეტეს.

მოვაჭრეები საზოგადოებრივი ტრანსპორტის  გადმოყავანს ფარნავაზ მეფის ქუჩიდან მეგრელიშვილის სანაპიროზე ითხოვენ,იქ  სადაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი იყიდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ფოთის აგრალური ბაზრის დირექტორს ნოდარ კორსანტიას ვესაუბრეთ, რომელმაც აღნიშნულ პრობლემაზე პასუხისმგებლობა ფოთის მერს გოჩა კურდღელიას დააკისრა და  ადგილობრივ  თვითმმართელობას კითხვებით მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ მომენტისთვის ,ფარნავაზ მეფის ‘’ქუჩაზე  მოძრაობს, მოვაჭრეების მთავარი მოთხოვნა კი მათი ,,მეგრელიშვილის სანაპიროზე ‘’გადმოსვლაა.

მსგავსი სტატიები