ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთში COVID 19 -ს 13 შემთხვევა დაფიქსირდა 02 06 21
საქართველოში კორონავირუსის 954 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ამ დროისთვის ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობამ 346 150 შეადგინა.
მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ, განაცხადა.
კომპანია Moderna ნიდერლანდებში საკუთარი ვაქცინის წარმოებას იწყებს, რის შედეგადაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ვაქცინების წარმოებას გააორმაგებს.კომპანია Lonza-სთან ხელშეკრულების დადების შემდეგ Moderna 2021 წლის ბოლოდან წელიწადში დაახლოებით 300 მილიონი დოზის წარმოებას შეძლებს
თამარ გაბუნიას თქმით როგორც კი იქნება შესაბამისი დასკვნები და საკმარისი მტკიცებულებები ბავშვების ვაქცინაციის შესახებ, საქართველოში ამ ჯგუფის აცრა დაიწყება. „კარგია, რომ ჩვენ გვექნება ხელმისაწვდომობა „ფაიზერის“ ვაქცინაზე მალევე და შესაძლებელია მივმართოთ ამ ასაკობრივი ჯგუფისკენ. 12-დან 16-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზეა დღეს საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქტიურად იყენებენ „ფაიზერის“ ვაქცინას და „მოდერნას“. ასევე „ჯონსონი და ჯონსონი“ ატარებს კვლევას ბავშვთა კონტინგენტზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებისა და ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, კორონავირუსის საფრთხე არსად გამქრალა.
„კორონავირუსი კვლავ ძალზე რეალური საფრთხეა“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდა, ერთად იმუშაონ პანდემიის დასრულების მიზნით.
„რეალობა ის არის, რომ ამ პანდემიის დასასრულებლად ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი. გვიხარია, რომ გლობალური მასშტაბით შემთხვევებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი მცირდება, მაგრამ ძალიან დიდი შეცდომა იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის იმის ფიქრი, რომ კორონავირუსის საფრთხე უკან ჩამოვიტოვეთ“, – აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მისი თქმით, ვირუსის შეკავების გზა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომების მუდმივად გამოყენებასა და ვაქცინების სამართლიან განაწილებაზე გადის. ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ქვეყნებს მოუწოდა, მოსახლეობის, სულ მცირე, 10% სექტემბრის ბოლომდე, ხოლო 30% წლის ბოლომდე აცრან.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან:სამეგრელო – ზემო სვანეთი – 88,შემთვევა გამოვლინდა, ამჟამად რუხის კლინიკაში 129 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ფოთის კლინიკაში 39, სენაკის კლინიკა სენამედში 12, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში 20, სენაკი ლაზიკა მედში 53 კოვიდ პაციენტია.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ფოთში კოვიდ 19-ის 13 შემთხვევა დაფიქსირდა.