სიახლე 

როგორია ეუკარბონის მოქმედების მექანიზმი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე?

ცხოვრების თანამედროვე სტილმა მრავალი დაავადების წარმოშობა თუ გახშირება გამოიწვია. ერთ-ერთი მათგანია ყაბზობა, იგივე შეკრულობა, რომელსაც 21-ე საუკუნის დაავადებასაც უწოდებენ. ამ დროს ადამიანი უჩივის მუცლის შებერვას, დაუცლელობის შეგრძნებას, ზოგჯერ – საერთო სისუსტეს, თავბრუხვევას, მადის დაქვეითებას, ბოყინს, გულისრევას, რაც ნაწლავში შიგთავსის დაყოვნების გამო ტოქსინების შეწოვითაა განპირობებული. თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს ექიმს, ყაბზობამ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ყაბზობის სამკურნალოდ ძირითადად გამოიყენება საფაღარათო და ანტისპაზმური საშუალებები. სათანადო ჩვენებისას, ასევე შესაძლოა დაინიშნოს ანტიბაქტერიული პრეპარატები, პრებიოტიკები და პრობიოტიკები.

ყაბზობის სამკურნალო და ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა პრეპარატი ეუკარბონი, რომელიც სრულიად ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული.

რას შეიცავს ეუკარბონი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?

ეუკარბონი შეიცავს მხოლოდ მცენარეული და მინერალური წარმოშობის ნივთიერებებს: სენას ფოთოლს, რევანდის ფესვის ექსტრაქტს, ხის ნახშირის ფხვნილს და გოგირდს.

ეუკარბონის შემარბილებელ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნველყოფს მცენარეული ნახშირის უნარი, შეიწოვოს სხვადასხვა ტოქსიკური ნივთიერება, ხოლო სენას ფოთლებისა და რევანდის ექსტრაქტის უნარია, გამოდევნოს ისინი ორგანიზმიდან. გასუფთავებულ გოგირდს კი მსუბუქი საფაღარათო ეფექტი აქვს.

რისთვის გამოიყენება ეუკარბონი?

ეუკარბონი გამოიყენება შემდეგი დაავადებებისა და მდგომარეობების დროს:

  • ყაბზობა და მისი სიმპტომები, როგორებიცაა: ნაწლავის მოქმედების შენელება, ფერმენტაციის და ლპობის პროცესები ნაწლავში, მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები.
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
  • დეტოქსიკაცია.
  • რენტგენის და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის წინ ნაწლავების გასაწმენდად.

ვისთვის არ შეიძლება ეუკარბონის მიღება?

თუ პაციენტი ალერგიულია ეუკარბონის შედგენილობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.

ეუკარბონის მიღება არ არის რეკომენდებული ოკლუზიის დროს, ნაწლავის ანთებისა და უცნობი წარმოშობის მუცლის ტკივილის დროს, ასევე წყლისა და მინერალების ბალანსის მძიმე ფორმის დარღვევის დროს, კუჭის და ნაწლავის წყლულის დროს, აპენდიციტის დროს.

არ შეიძლება პრეპარატის მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ასევე ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

როგორ მიიღება ეუკარბონი?

ეუკარბონი ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის მითითებების შესაბამისად.

პრეპარატი არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 12 წელს ზემოთ მოზარდებსა და მოზრდილებში რეკომედებული დოზებია:

  • მსუბუქი საფაღარათო ეფექტისთვის და შებერილობის შესამცირებლად, ჩვეულებრივი დოზა შეადგებს 1-2 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, კვების დროს ან კვების შემდეგ;
  • უფრო ძლიერი საფაღარათო ეფექტისთვის, დოზირება შეიძლება გაიზარდოს  3-4 ტაბლეტამდე. მაქსიმალურმა დოზამ დღეში 8 ტაბლეტს არ უნდა გადააჭარბოს.

რა შეიძლება გამოიწვიოს ეუკარბონის დოზის გადაჭარბებამ ან გამოტოვებამ?

ეუკარბონის დოზის გადაჭარბების ერთადერთი ნიშანი შეიძლება იყოს ფაღარათი. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

რაც შეეხება ეუკარბონის დოზის გამოტოვებას, თუ თქვენ შემთხვევით დოზა გამოტოვეთ, არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად.

მსგავსი სტატიები