სიახლე 

ეპიდვითარება ფოთში 06 04 22

საქართველოში კოვიდინფიცირების 376 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ფოთში გასული 24 საათის განმავლობაში 7 შემთხვევა ფიქსირდება. ფოთის ეპიდემიოლოგის ნინო ჭანტურიას განცხადებით საქართველოში კოვიდ-19-ის შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო რაც ძალიან სასიხარულოა თუმცა აქვე აღნიშნა რომ ვაქცინაცია დღემდე უპირობოდ მნიშვნელოვანი რჩება კოვიდ- 19-თან ბრძოლაში. აღსანიშნავია რომ საქართველოში ფაიზერის ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა. კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ,აპრილის თვეშიც გაგრძელდება200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები კი „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს ჩემპიონატი კრივში დაიწყო 06 04 22

6-10 აპრილს, ქალაქ ფოთის ხელბურთის დარბაზში , საქართველოს ჩემპიონატი 2006-2007 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოკრივეთა შორის გაიმართება. ჩემპიონატში მონაწილეობას 146 მოკრივე მიიღებს , მათ შორის 139 ვაჟი და 7 გოგო.აღსანიშნავია რომ საქართველოს ჩემპიონატი კრივში ყოველ წლიურად იმართება. გამარჯვეული და საპრიზო ადგილზე გასული მოკრივეები, სიგელებით მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

სააღმზრდელო გაერთიანებასა და ,,სოციალური რეფორმებისათვის”შორის მემორანდუმი გაფორმდა 05 04 22

,,ქალაქ ფოთის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებასა” და კოალიცია “სოციალური რეფორმებისათვის” შორის, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის “ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის”განხორციელებასთან დაკავშირებით,ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი გულისხმობს: საქართველოში მოქმედიკანონმდებლობის ფარგლებში, ა(ა)იპ თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების მხარდაჭერას და თანამშრომლობას კოალიციასთან. აღსანიშნავია რომ 2022 წლის 1 აპრილიდან, საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს ორგანიზაციის კომპეტენტური და უფლებამოსილი პირების, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტების ვიზიტი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ა(ა) იპ-თვითმმართველი ქალაქ ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ლეიბორიტული პარტიის“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს 05 04 22

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის სრულმასშტაბიანი ომის მომსწრე გახდა, რომელმაც პირდაპირი და ირიბი ნეგატიური გავლენა იქონია საქართველოზეც, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით ლეიბორიტული პარტიის, ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ხორავას თქმით: ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს საბაჟო გამშვები პუნქტები მომზადებული შეხვდა,მოლოდინი იმისა რომ ტვირთბრუნვა კიდევ გაიზრდება დიდია. ის შემოსავლების სამსახურს მოუწოდებს, მებაჟეებისთვის ხელშეწყობის მიზნით უკვე მზა დეკლარაციების მიწოდება უზრუნველყონ, რათა ტვირთბრუნვა არ შეფერხდეს შეგახსენებთ რომ უკრაინაში არსებული მძიმე საომარი მდგომარეობისა და შემცირებული იმპორტის ფონზე, საქართველოში გარკვეულ პროდუქტებზე ფასების მატება შეინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ,,ჩარეტის ფესტივალი”-ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 04 04 22

,,ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში” ,,ჩარეტი”-ს ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სტრატეგიის მომზადებაში ჩართული მოქალაქეების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა,რომელზეც კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის დირექტორის ნინო გვასალიას განცხადებით:ამ დროისთვის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მასში ჩართულია არასამთავრობო, საჯარო და კერძო ორგანიზაციები ამასთან, ადგილობრივი პროფესიული , ორგანიზაციები და კულტურული ასოციაციები.აღსანიშნავია რომ კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხანძარი იყო ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. 04 04 22

ხანძარი იყო ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე.4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 და მე -3 სართულზე მდებარე ბინები სრულად დაიწვა.ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, სახანძრო -სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენაღსანიშნავია,რომ შემთხვევისს შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქის მერის,ბექა ვაჭარაძის განცხადებით დაზარალებულია 4 ოჯახი,რომლებიცმერიის პროგრამის ფარგლებში, დროებითი საცხოვრებლით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,ნეიროგანვითარების ცენტრი” გაიხსნა 04 04 22

ფოთში, ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა, რომელიც კლინიკა ,,ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული. აღსანისნავია,რომ ფოთში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება,კერძოდ,სპეციალური პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში ,,ჩარეტის ფესტივალი” გაიმართა 04 04 22

ფოთის ,,კულტურის სტრატეგიის” მომზადების ფარგლებში, ცენტრალურ პარკში ,,ჩარეტის ფესტივალი” გაიმართა, რომელშიც ფოთში არსებული არასამთავრობო, საჯარო და კერძო ორგანიზაციები , ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციები და კულტურული ასოციაციები მონაწილეობდნენ.ფესტივალი, პირველად ჩატარდა და მისი მიზანია ,ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენა .აღსანიშნავია რომ კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს. პროექტის პარტნიორები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო არიან.

იხილე მეტი

ფოთში, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 01 04 2022

ფოთის ფოლკლორის ცენტრში, საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს რომელსაც, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებიც ესწრებოდნენ, წინ ფოტოკოლაჟი და ვიდეო მასალა უძღოდა. მაყურებელმა ზვიად გამსახურდიასა  და მერაბ კოსტავას ლექსები მოისმინა.სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილის, პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ და ეროვნულ -გამათავისუფლებელ მოძრაობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია,რომ ღონისძიება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი

ფოთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს 01 04 21

ფოთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდიან გამოყოფილი თანხით პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთების და მედიკამენტების შეძენა გაცორციელდა. ფოთმა პირველ ეტაპზე უკრაინაში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტი საქართველოს რეგიონებში შეგროვილ 150 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ ტვირთან ერთად გააგზავნა, რომელიც დანიშნულების ადგილზე უკვე ჩავიდა.

იხილე მეტი