სიახლე 

ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში ,,ჩარეტის ფესტივალი”-ს ფარგლებში შეხვედრა გაიმართა 04 04 22

,,ფოთის საზღვაო საწვრთნელ ცენტრში” ,,ჩარეტი”-ს ფესტივალის ფარგლებში, კულტურის სტრატეგიის მომზადებაში ჩართული მოქალაქეების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა,რომელზეც კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. პროექტის დირექტორის ნინო გვასალიას განცხადებით:ამ დროისთვის სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მასში ჩართულია არასამთავრობო, საჯარო და კერძო ორგანიზაციები ამასთან, ადგილობრივი პროფესიული , ორგანიზაციები და კულტურული ასოციაციები.აღსანიშნავია რომ კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ხანძარი იყო ფოთში, ვაჩნაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. 04 04 22

ხანძარი იყო ფოთში ვაჩნაძის ქუჩაზე.4-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-4 და მე -3 სართულზე მდებარე ბინები სრულად დაიწვა.ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, სახანძრო -სამაშველო სამსახურის და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებოდნენაღსანიშნავია,რომ შემთხვევისს შედეგად არავინ დაშავებულა. ქალაქის მერის,ბექა ვაჭარაძის განცხადებით დაზარალებულია 4 ოჯახი,რომლებიცმერიის პროგრამის ფარგლებში, დროებითი საცხოვრებლით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,ნეიროგანვითარების ცენტრი” გაიხსნა 04 04 22

ფოთში, ნეიროგანვითარების ცენტრი გაიხსნა, რომელიც კლინიკა ,,ლაზიკამედის’’ ბაზაზე ფუნქციონირებს. ცენტრში შესაძლებელია რამდენიმე ტიპის მომსახურების მიღება: ნეიროფსიქოლოგის კონსულტაცია, მეტყველების თერაპია, ქცევითი თერაპია და ფიზიკური თერაპია. დაწესებულება, განვითარების სხვადასხვა დარღვევის (ფიზიკური, გონებრივი, ქცევითი) მქონე პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული. აღსანისნავია,რომ ფოთში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი იზრდება,კერძოდ,სპეციალური პროგრამით მოსარგებლე 41 ბავშვს, თვეში 12 თერაპიული სეანსი დაუფინანსდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ პარკში ,,ჩარეტის ფესტივალი” გაიმართა 04 04 22

ფოთის ,,კულტურის სტრატეგიის” მომზადების ფარგლებში, ცენტრალურ პარკში ,,ჩარეტის ფესტივალი” გაიმართა, რომელშიც ფოთში არსებული არასამთავრობო, საჯარო და კერძო ორგანიზაციები , ადგილობრივი პროფესიული ორგანიზაციები და კულტურული ასოციაციები მონაწილეობდნენ.ფესტივალი, პირველად ჩატარდა და მისი მიზანია ,ფოთის როგორც საფესტივალო ქალაქის წარმოჩენა .აღსანიშნავია რომ კულტურის სტრატეგიის შექმნის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, რომელსაც გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ახორციელებს. პროექტის პარტნიორები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი და სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო არიან.

იხილე მეტი

ფოთში, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 01 04 2022

ფოთის ფოლკლორის ცენტრში, საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს რომელსაც, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებიც ესწრებოდნენ, წინ ფოტოკოლაჟი და ვიდეო მასალა უძღოდა. მაყურებელმა ზვიად გამსახურდიასა  და მერაბ კოსტავას ლექსები მოისმინა.სამეგრელო -ზემო სვანეთის რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი მამულიშვილის, პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის შესახებ და ეროვნულ -გამათავისუფლებელ მოძრაობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია,რომ ღონისძიება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

იხილე მეტი

ფოთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს 01 04 21

ფოთში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სარეზერვო ფონდიდიან გამოყოფილი თანხით პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთების და მედიკამენტების შეძენა გაცორციელდა. ფოთმა პირველ ეტაპზე უკრაინაში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტი საქართველოს რეგიონებში შეგროვილ 150 ტონაზე მეტ ჰუმანიტარულ ტვირთან ერთად გააგზავნა, რომელიც დანიშნულების ადგილზე უკვე ჩავიდა.

იხილე მეტი
სიახლე 

USAID საქართველოს დირექტორმა და ფოთის მერმა, საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი 31 03 22

ფოთში 31 მარტს, USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, ქ.ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის და შპს ტრანსფორდის თანამშრომლობის ფარგლებში გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორიბის მიზანია, ადამიანური რესურსების განვითარების მხარდაჭერა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფეროში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის მოდელის შექმნის გზით. კერძოდ, USAID-ის პროგრამის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის დაფინანსებით, შპს ტრანსფორდი, ბათუმის საზღვაო აკადემიასთან და ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრთან ერთად განახორციელებს ორი მოკლევადიანი სასწავლო კურსის პილოტირებას მძღოლ ოპერატორებისა და დოკერებისათვის. პილოტირების ფარგლებში, ინოვაციური მოდელის მხარდასაჭერად, კომპანია ტრანსფორდი უზრუნველყოფს მსურველების სასწავლო კურსის დაფინანსებას და ასევე მოახდენს…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ, უკრაინელი მოსწავლე მიიღო 31 03 22

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, ვერ ახერხებენ უკრაინის სკოლებში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და გამოხატავენ სურვილს, რომ სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.  აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ფოთის პირველმა საჯარო სკოლამ უკრაინელი მოსწავლე აკაკი პანაიოტი მიიღო.ის წარმოშობით ხარკოვიდანაა და შექმნილ ვითარების გამო უკრაინაში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ფოთის პირველი საჯარო სკოლის დირექტორის ნონა ჟვანიას განცხადებით უკრაინელი მოსწავლის ჩარიცხვა უახლოესი დღეების განმავლობაში მოხდება. შეგახსენებთ რომ უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველო სთავაზობს საჯარო და კერძო სკოლებში სწავლას როგორც სახელმწიფო, ასევე, სხვა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთის სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა 31 03 22

გუშინ ფოთის კოლხეთის სტადიონზე საქველმოქმედო მატჩი გაიმართა,რომელშიც ერთმანეთს ფოთის კოლხეთი და ,,გელას მეგობრები” დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2 :2დასრულდა. ცნობისათვის, ,,ფოთის კოლხეთი”‘ ყოფილ ფეხბურთელს, 38 წლის გელა კოკაიას , ცხვირ-ხახის არადიფერენცირებული კარცენომა, დაუდგინდა, რის გამოც სასწრაფოდ ესაჭიროება ისრაელში მკურნალობის გაგრძელება. აღსანიშნავია,რომ 30 მარტი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაარსების საიუბილეო თარიღია,რომლის გახსნითი მატჩი დინამო თბილისსა და ფოთის კოლხეთს შორის ფოთის კოლხეთი 1913-ის გამარჯვებით დასრულდა.

იხილე მეტი