სიახლე 

ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა 31 03 22

30 მარტს, ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანა ‘’- ში, ფოთის სპორტკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკის, საქართველოს სპორტის დამსახურებული მწვრთნელის, ოთარ ხომერიკის ხსოვნისადმი მიძღვნილი XIX საქალაქო ტურნირი ჭადრაკში დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტურნირი ღია, ელვისებურ ჭადრაკში, ცხრა და შვიდი წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის იმართებოდა და ,მასში სულ 50 მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები მედლებით სიგელებით და თასებით დაჯილდოვდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 30 03 22

თალიბანმა მამაკაცების გარეშე, ქალებს ფრენა აუკრძალა. დაპირების მიუხედავად, არ გახსნილა ქალთა სკოლები; ამერიკაში მეორე ბუსტერ-დოზა დაამტკიცეს; ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ რუსეთის ქმედებები მარიუპოლში „შურისძიებაა“ – ამ და სხვა თემებზე გიყვებით გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი

მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო 30 03 22

გუშინ 29 მარტს მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. როგორც განთლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის 21 მარტს გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული, გამოცდაზე რეგისტრირებულ პირს შესაძლოა რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ამობეჭდილ მდგომარეობით დასჭირდეს, მათ შორის იმ შემთხვევისთვის, თუკი რომელიმე მონაცემის შესახებ საჩივარი ექნება. ფოთის საგანმანათლებლო რესურსს-ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას განცხადებით : ყველა მსურველს უფლება აქვს აირჩიოს მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.  აღსანიშნავია რომ მასწავლებლობის მსურველებისა და მასწავლებლებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩაბარებისთვის რეგისტრაცია 29 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 14 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება.რეგისტრაცია მიმდინარეობს…

იხილე მეტი
სიახლე 

ადგლობრივი თვითმმართველობის წევრებმა, ევექსის ჰოსპიტლის ექიმებს, დღევანდელი დღე მიულოცეს 30 03 22

დღეს ექიმების საერთაშორისო დღეა, რომლის დაარსების ინიციატორები  ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაცია და საერთაშორისო სამედიცინო, ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრების გარეშე“ არიან. აღნიშნული დღის მისალოცად, ფოთის ევექსის ჰოსპიტალში, ადგლობრივი თვითმმართველობის წევრები იმყოფებოდნენ, მათ ექიმებს პროფესიული დღე მიულოცეს და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს. ,,ფოთის ევექსის ჰოსპიტალი’’-ს დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით: ჰოსპიტალს ახალი სერვისი, ემერჯენსის 24 საათიანი გადაუდებელი  დეპარტამენტი დაემატა, რომელშიც განთავსებული იქნება პედიატრიული გადაუდებელი დახმარების განყოფილებაც. ემერჯენსის დეპარტამენტს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,ნინო ჭანტურია უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია რომ ,,ფოთის ევექსის ჰოსპიტალი’’ აღჭურვილია უახლესი აპარატურით,ამასთან  განახლებულია კლინიკის შიდა ინფრასტრუქტურა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი1 აპრილიდან მუშაობას მრავალპროფილური განხრით განაახლებს 30 03 22

,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი” პირველი აპრილიდან, მუშაობას მრავალპროფილური განხრით განაახლებს. კლინიკა ბომონდში, ფუნქციონირებას დაიწყებს: გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი-ემერჯენს განყოფილება, ქირურგიული დეპარტამენტი და თერაპიული სტაციონარი. ადგილზე ხელმისაწვდომი იქნება, 24 საათიანი ამბულატორიული და ქირურგიული მომსახურეობების მიღება.როგორც კლინიკის მენეჯერი მამია ყიფიანი აცხადებს: კოვიდის პარალელურად,,ბომონდში’’ დიალიზისა და სამეანო გინეკოლოგიური განყოფილებები სრული დატვირთვით ფუნქციონირებდნენ . კლინიკა მზადაა, სრული სამედიცინო სერვისით უზრუნველყოს ,როგორც ქალაქში ისე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის, კვალიფიციური და ხარისხიანი მომსახურეობა.აღსანიშნავია,რომ ფოთის ცენტრალური საავადმყოფო-ბომონდი-ში მუშაობა დაიწყო ონკომამოლოგის კაბინეტმა, რომელსაც უკრაინიდან მოწვეული სპეციალისტი, კატერინა პერეპელიცა ხელმძღვანელობს, როგორც ის აცხადებს კლინიკა აღჭურვილია უახლესი აპარატურით,რომელიც აუცილებელია მკერდის კიბოს დადგენისთვის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-17 საბავშვო ბაღში,სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 29 03 22

ქალაქ ფოთის მე-17 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის  ფარგლებში, კაპიტალურად გარემონტდა საბავშვო ჯგუფების ოთახები და საძინებლები.მოპირკეთდება იატაკი და ჭერი. მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გახორციელდა და მისი ღირებულება 209 000 ლარს შეადგენდა . №17 ბაღის გამგისб ნანა კომახიძის თქმით:  რეაბილიტირებული და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფილი საბავშვო ბაღი ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების შესაბამის აღზრდა-განვითარებას და სასკოლო განათლების მისაღებად მათ მზაობას.აღსანიშნავია რომ ფოთში 2018-2021 წლებში, ბუნებრივი აირის გათბობის სისტემით 15-ივე სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება აღიჭურვა, აშენდა ორიб ხოლო მიმდინარე სარემონტო სამუშაოები,ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ანსამბლი ,,ლაზიკა” 25 წლისაა 29 03 22

ქალაქ ფოთის ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა ,,ლაზიკა“-მ დაარსებიდან დღემდე საინტერესო გზა განვლო, თავიდან იყო  პატარა, ცეკვის სტუდია,რომელიც წლებთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალებისა და კონკურსების ლაურეატ ანსამბლად იქცა. როგორც ანსამბლის დამფუძნებელი და  საპატიო წევრი გიგლა თურქია აღნიშნავს, ყველაფერი 1997 წელს, ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ბაზაზე,  მაშინდელი სკოლის დირექტორის, თენგიზ ქილიფთარის ინიციატივიტა და მხარდაჭერით დაიწყო. სკოლაში არსებულმა,ცეკვის სტუდიამ მუშაობა 7 მოსწავლით დაიწყო, მეორე წელს,კი  უკვე დედაქალაქში,იუნესკოს ეგიდით ჩატარებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ,,ლაზ-მებადურთა ცეკვა’’-მ დიდი მოწონება დაიმსახურა და  შემდეგში ანსამბლის წარმატებები განაპირობა. ამ წლების განმავლობაში, იყო კონკურსები,ფესტივალები,გასტროლები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, გრანპრები და აღიარებები,…

იხილე მეტი