სიახლე 

,,კურსორის” სტუმარია თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი 18.02 21

სათეატრო ხელოვნების განვითარებაში რა როლი აკისრია?! მუნიციპალიტეტებს რეგიონში და რას გულისხმობს ?! ,,საქართველოს შავიზღვის ქალაქების და სათეატრო ფესტივალების კვლევა’’ -აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ ,,კურსორის’’ სტუმარია თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი.

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმრები არიან:ნანა ლემონჯავა და ივანე ჩხეიძე 18.02.21

ფოთში ევექსის კლინიკების განახლებულ პოლიკლინიკაში ადგილობრივ ექიმებთან ერთად კონსულტაციებს მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ.,,კურსორის’’ სტუმრები არიან ევექსის ფოთის პოლიკლინიკის მენეჯერი ნანა ლემონჯავა და იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი- ივანე ჩხეიძე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჭადრაკის ტურნირი დასრულდა 17.02.21

16 თებერვალს საჭადრაკო კლუბ “ნანა” – ს სატურნირო დარბაზში ფოთის ჩემპიონატი დასრულდა . ჩემპიონატში 50 ფოთელი მოჭადრაკე მონაწილეობდა.საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს ა თასებთან ერთად და საქართველოს ჩემპიონატის საგზურები გადაეცათ.ჩემპიონატი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 17.02.21

ბოლო 24 საათში საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 486 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 60.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 45 კოვიდ პაციენტი გადის მათ შორის 3 მძიმეფოთის ჰოსპიტალში 34 კოვიდპაციენტია მათ შორის 4 მძიმე.სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს 25 პაციენტი გადის, მათ შორის 3 მძიმე . ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 15 მათ შორის 2 მძიმე . აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 9 პაციენტი.სენაკი ლაზიკა მედში – 17 პაციენტი.ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 64 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში 93 იმყოფება .ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში განახლებული ევექსის პოლიკლინიკა მომხმარებლებს ახალ სერვისებს სთავაზობს 17.02.21

ფოთში ევექსი კლინიკების პოლიკლინიკა განახლდა.კლინიკაში ახალი სამედიცინო აპარატურით არის შესაძლებელი სხვადასხვა სახის გამოკვლევების ჩატარება.ლაბორატორიული ანალიზები იგზავნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ თბილისის ცენტრალურ ლაბორატორიაში.ევექსის ფოთის პოლიკლინიკაში პროფესიონალ ადგილობრივ ექიმებთან ერთად კონსულტაციებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები ატარებენ

იხილე მეტი
სიახლე 

მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა 17.02.21

მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება დასუფთავება გეგმიურად ხორციელდება და მას სისტემატური ხასიათი აქვს,გუშინ სანაპირო სამეურნეო და არასამეურნეო ნარჩენებისგან დასუფთავდა . სერვისების ცენტრის დასუფთავების სამსახურმა აღნიშნული ტერიტორიაზე დამატებითი ურნებიც განათავსა.ბაზრის დირექტორის, ნოდარ კორსანტიას განცხადებით მიმდებარე ტერიტორიაზე დაბინძურების ბევრი ფაქტი დაფიქსირდა,რის გამოც ის შესაბამის სამსახურებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს.აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი იურიდიული თუ კერძო პირი საქმიანობს,სწორედ ამიტომ აუცილებელია მათი ჩართულობა ტერიტორიის სისუფთავისა და წესრიგის დაცვაზე, და რაც მთავარია თითოეული ფოთელის მხრიდან სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სუპერმარკეტი კარფური გაიხსნა 17.02.21

„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანია „ემ პე დეველოპმენტმა“ მორიგი სავაჭრო ცენტრი ფოთში გახსნა. ქალაქის ისტორიულ ცენტრში, მშვიდობის ქუჩა #2-ში განთავსებული მიმზიდველი არქიტექტურისა და დიზაინის მქონე Poti Mall -ი 3000 კვადატულ მეტრს მოიცავს და საკუთარ სივრცეში მულტინაციონალურ და ადგილობრივ ბრენდებს აერთიანებს. „ვისოლ ჯგუფმა“ ფოთში სავაჭრო ცენტრის გახსნით ჯამურად 150-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლის დასაქმების შესაძლებლობა შექმნა. კარფურის ახალი ფილიალი, ფოთი მოლში მდებარეობს და ის მომხმარებლებს ყოველდღე, 9:00 დან ღამის 19:30 – საათამდე მოემსახურება. ბრენდის გაფართოებამ, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე, კიდევ უფრო გაუსვა ხაზი მის მზადყოფნას, გაზარდოს ქართველი მომხმარებლებისათვის განსაკუთრებული, ხარისხიანი პროდუქციის ხელმისაწვდომობა, კომფორტული…

იხილე მეტი