სიახლე 

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს 10 02 21

წყალმომარაგების კომპანია ფოთში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს: პირველი ეს არის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც , მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს რეგიონში და მეორე წყალარინების ქსელის მოწყობა ქალაქში.წყალარინების გამწმენდის ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია სამუშაოების დაახლოებით 80 % შესრულებულია,თუმცა რეაბილიტაციის პროცესში არის მცირე ხარვეზები ,რომლებიც თებერვლის ბოლოსათვის აღმოიფხვრება. სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას.ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 55 მილიონი ლარია გამოყოფილი. პროექტებს აზიის განვითრების ბანკი აფინანსებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 09 02 21

არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გამოიღვიძე”-ს დამფუძნებელი ანა იოსავა ჩვენს გადამღებ ჯგუფს დაუკავშირდა. ის ქალაქის გზებზე არსებულ პრობლემებს აპროტესტებს.მისი თქმით ფოთში მხოლოდ მერის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ასფალტის საფარი დაგებული,გზის დარჩენილი ნაწილი კი მოუწესრიგებელია და შესაბამისად მოსახლეობასაც გადაადგილება უჭირს. როგორც ანა იოსავა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე,თუ როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია.ჩვენ ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტული პროექტების მართვისა და ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ლევან სონგულიას დავუკავშირდით როგორც მან აღნიშნა : კონკრეტული ვადა როდის დასრულდება გზების რეაბილიტაცია ჯერჯერობით უცნობია,თუმცა,სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია პაატა ცაგარეიშვილი 09 02 21

გასული წლის სტატისტიკის მიხედვით სანტრასპორტო საკონტეინერო გადაზიდვები 20 პროცენტით შემცირდა,ამ საკითხთან დაკავშირებით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულად დაინიშნა.

განათლება:1987-1994 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტისპეციალობა – სამართალმცოდნე2021 წლის 9 თებერვლიდან – სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული2020 წლის აგვიტოდან, 2021 წლის 9 თებერვლამდე – სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი2020 წლის 6 აპრილიდან სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე2019 წლის აგვისტო – 2019 დეკემბერი – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო ზემო სვანეთის მთავარი სამართველოს უფროსი2019 წლის იანვარი – 2019 აგვისტო – სამეგროელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე2017-2019 წლებში – შპს „მანგანუმ ლოჯისტიკი“, თანამდებობა – დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში2017-2019 წლებში – შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, თანამდებობა – ქონების დაცვისა და ეკონომიკური უსაფრთხოების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში COVID19 – ის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 09 02 21

ბოლო 24 საათში კი საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 829 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 95. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდ პაციენტი,..ფოთის ჰოსპიტალში 32 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 6 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 33 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 19 . აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 15 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 31 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 57 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 51 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელი ნინო ლეფსაია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება 09 02 21

ფოთში სამხატვრო სასწავლებლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება .შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და იმ ნაგებობათა შორისაა, რომელიც გერმანელ არქიტექტორ ფრიკის მიერ არის დაპროექტებული. შენობა სრულად რეაბილიტირდა და დაუბრუნდა პირვანდელი სახე, აღდგა ის არქიტექტურული დეტალები, რომელიც მას უნიკალურობას სძენდა. სარემონტო სამუშაოები ამ წლის გაზაფხულზე დასრულდება. პროექტს ფონდი “ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

რამდენად მისაღებია კოვიდ ვაქცინა ფოთელი მოსახლეობისთვის 09 02 21

წელიწადზე მეტია რაც მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. ერთადერთი გზა პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინაციაა.საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კოვიდვაქცინის ეროვნული გეგმა. ჯანმოს მიერ ავტორიზირებული ვაქცინის პირველი დოზები თებერვლის ბოლომდე შემოვა და გეგმის შესაბამისად პირველ რიგში მედპერსონალი და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოქალეები აიცრებიან,შემდეგ კი მოსახლეობის სხვა ჯგუფები.საქართველო მზად არის ვაქცინააციისთვის,თუმცა რამდენად მზად არის მოსახლეობა და რას ფიქრობენ ისინი,ამის გასარკვევად ჩვენ ფოთელი მოსახლეობის ნაწილი გამოვკითხეთ.აზრი არაერთგვაროვანია: გამოკითულთა უმეტეს ნაწილს ვაქცინაცია მთავარ გამოსავლად მიაჩნია,თუმცა არიან ისეთებიც ვისაც ეჭვი ეპარება ვაქცინის სანდოობაში.

იხილე მეტი

„კურსორის„ სტუმრებია ბაჩუკი სულამანიძე და ელგუჯა გოგია 08 02 21

13 თებერვალს თბილისში საქართველოს ჩემპიონატი იმართება შერეულ ორთაბრძოლაში,შეჯიბრის მონაწილეები ჩვენი თანაქალაქელები : ელგუჯა გოგია და გურამ კვარაცხელია არიან. აღნიშნულ საკითთან დაკავშირებით კურსორის სტუმრები არიან : ბაჩუკი სულამანიძე და ელგუჯა გოგია,

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქისრდა 08 02 21

ფოთში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში კი საქართველოში, ვირუსით ინფიცირების 688 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან სამეგრელო ზემო სვანეთში 69. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 58 კოვიდ პაციენტი,..ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტია მათ შორის მძიმე 5 . სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 34 პაციენტი, მათ შორის მძიმე 5. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში – 25 მათ შორის მძიმე 3. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 9 პაციენტი. სენაკი ლაზიკა მედში – 25 პაციენტი. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 88 ადამიანი,ხოლო საკარანტინე სივრცეში იმყოფება 58 ფოთში არსებულ ვითარებაზე უფრო ვრცლად საზოგადოებრივი ჯანდაცვის…

იხილე მეტი