სიახლე 

ფოთში გამოწვევა ,,გახდი ელფერი” მიმდინარეობს 28 12 20

24 დეკემბრიდან ნათია კაკულიას ორგანიზებით, ” ფოთი -ქალაქის ხმასთან” ერთად გამოწვევა ,, გახდი ელფერი” დაიწყო. რომლის მიზანია ახალი წელი დღესასწაულად აქციოს იმ ადამიანებთვის, რომელთაც თანადგომა სჭირდებათ. ნათია კაკულია მოუწოდებს ფოთელებს ჩაერთონ გამოწვევაში და გახდნენ “ელფერები”. აქცია 31დეკემბერს დასრულდება.

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვებაში გერმანიიდან გვერთვება სოფო კორტავა 25 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჩვენი კოლეგა, ჟურნალისტი სოფო კორტავა რომელიც გერმანიაში სასწავლო კურსით იმყოფება რომელსაც რამოდენიმე დღის წინ “კოვიდ-19” დაუდასტურდა. ის მკურნალობას სახლის პირობებში გადის.

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდმა “ქველმოქმედი 2015” ფოთში 30 ოჯახს საახალწლოდ პროდუქტები გადასცა 25 12 20

დღეს ფოთში ფონდი ,,ქველმოქმედი2015″-ს, “გალერეა34″-ს და სამაუწყებლო კომპანია ,,მეცხრე ტალღას” ორგანიზებით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ და საოციალურად დაუცველ 30ოჯახს საკვები პროდუქტები და სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი გადაეცათ.აღნიშნული აქცია ყოველწლიურად მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ბრაკონიერობის წინააღმდეგ ახალი კანონპროექტის მზადებაში ფოთელებიც აქტიურად ჩაერთვნენ 25 12 20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში მეთევზეებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მეთევზეებს, გაერთიანებებისა და ფედერაციის წარმომადგენლებს დეპარტამენტის ის ინიციატივები გააცნეს, რომლებიც ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადდა. ინიციატივები თევზჭერის წესში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ისეთი ცვლილებების შეტანას გულისხმობს, რამაც უკანონო თევზჭერის აღკვეთა უნდა უზრუნველყოს. ცვლილებების მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულები ფოთელი მეთევზეებიც, კერძოდ კლუბ „ფაზისის“ წარმომადგენლები მხარეები ცალსახად შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი სახის თევზჭერა უნდა იყოს რეგულირებული, უნდა ემორჩილებოდეს გარკვეულ კანონებსა და წესებს

იხილე მეტი
სიახლე 

“საქართველოს რკინიგზა” მოქალაქეებს ონლაინბილეთების საფასურს დაუბრუნებს 25 12 20

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში სამგზავრო გადაყვანები უნდა განახლებულიყო თუმცა, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, შეზღუდვების შემსუბუქება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს არ შეეხება. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდშიც საქართველოს რკინიგზის მიერ მგზავრთა მომსახურება ვერ განხორციელდება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზის სამსახურის წარმომადგენელს ირინე ხიზანიშვილს დავუკავშირდით

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახალწლო ნაძვის ხე გაანათეს 25 12 20

ფოთში მთავარი ნაძვის ხე აინთო. ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წელს ფოთი ახალ წელს განსხვავებულად ხვდება. არსებული პანდემიის გამო საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 25 12 20

ფოთში კორონავირუსის 29 ახალი შემტხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.დღეს საქართველოში კოვიდ-19ის 1881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 121 კოვიდ პაციენტი გადის. მათ შორის 70 საშუალო სიმძიმისაა, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 8 მძიმე. ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში – 25 პაციენტია მოთავსებული , მათ შორის 7 მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 255.რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 47 ადამიანი. იმყოფება.

იხილე მეტი