სიახლე 

“დღეში ერთხელ ვჭამ-რასაც ღმერთო მომცემს”-დევნილი მამაკაცი დახმარებას ითხოვს 25 12 20

“დღეში ერთჯერ ვჭამ, ღმერთი რასაც მომცემს იმას”……….ფოთში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ნუკრი რურუა დახმარებას ითხოვს. 55 წლის მამაკაცი, ერთ ოთახში, რომელიც ახლობლებმა ათხოვეს , მძიმე პირობებში ცხოვრობს. არ აქვს გაზი, დენის გამათბობელსაც ეკონომიის გამო არ ხმარობს. მისი ერთადერთი გართობა სახლში ტელევიზორის ყურებაა, რომელიც მეზობელმა აჩუქა. ნუკრი რურუამ ავტოსამრეცხაოში სამსახური პანდემიის გამო გაკარგა და ახლა მისი ერთადერთი შემოსავლი დევნილობის და სოციალური დახმარებაა. როცა ამინდი შესაფერისია ნუკრი ანკესს იღებს ხელში და ველოსიპედით ფოთში სხვადასხვა წყალსატევს სტუმრობს, იმ იმედით რომ გაუმართლებს და ვახშმად თევზი ექნება. თუმცა მისი თქმით აცივებასთან ერთად თევზიც ნაკლებად იჭირება და…

იხილე მეტი

გაიგე მეტი “COVID 19” -ის შესახებ 24 12 20

“კურსორის” სპეციალური რუბრიკის სტუმარია ექიმი გასტრო-ენტეროლოგი ზაქარია როჭიკაშვილი, რომელიც პანდემიის პერიოდში გართულებულ მკურნალობისა და რეკომენდაციების დაცვის შესახებ გვესაუბრება. პროექტის ფარგლებში, იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც ვირუსის სიმპტომები ან დადასტურებული დიაგნოზი აქვთ და სახლში თვითიზოლაციის პირობებში რჩებიან, სპეციალური კლიპიც მომზადდა, სადაც ასევე რეკომენდაციებია მოცემული. თქვენ უყურებდით სპეციალურ რუბრიკას „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

იხილე მეტი

საშობაო შეზღუდვები იტალიაში, ხაზზეა მაია ხომერიკი 24 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჩვენი თანამოქალაქე მაია ხომერიკი, რომელიც ემიგრაციაში იტალიაში იმყოფება და ქვეყანაში საშობაოდ დაწესებულ გამკაცრებულ რეგულაციებზე გვესაუბრება

იხილე მეტი

“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია გიორგი ფარეშიშვილი 24 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია გიორგი ფარეშიშვილი, რომელიც “გერონტი კუხალეიშვილის ფონდის” მიერ დაწესებულ პრემია ,,ფაზისის” შესახებ გვესაუბრება. პრემია ჯერჯერობით 2 ნომინაციაში გაიცემა, ესენია: პატრიოტული პროზა და პოეზია და ფოთის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.

იხილე მეტი
სიახლე 

სავაჭრო ობიექტები ფოთშიც გაიხსნა 24 12 20

დღეს ფოთში სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს. ჩვენი ჯგუფი რამდენიმე მათგანს ესტუმრა და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო. როგორც ჩვენთან საუბარში სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლები აცხადებენ იმ პერიოდის განმავლობაში რაც მაღაზიები დახურული იყო, მოქალაქეებს პროდუქციის შეძენა ონლაინ შეეძლოთ. ამჟამად კი საქმიანობა მთავრობის მიერ დადგენილი წესების სრული დაცვით მიმდინარეობს. მოქალაქეები იცავენ დისტანციას და უტარდებათ თერმოსკრინინგი შეგახსენეთ რომ, მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების შესაბამისად 27ნოემბრიდან მაღაზიებმა მუშაობა შეაჩერეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 24 12 20

ფოთში კოვიდის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ საქართველოში კი ინფექციის 1972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 121 კოვიდ პაციენტი გადის, მათ შორის 70 საშუალო სიმძიმის, ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 8 მძიმე. სენამედის კლინკაში მკურნალობის კურსს 39 პაციენტი გადის, მათ შორის11 მძიმე, ზუგდიდის რეფერალურ ფოსპიტალში – 25 პაციენტი, მათ 7 შორის მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 720გამოჯანმრთელდა.სულ საკარანტინე სივრცეში 49 ადამიანი იმყოფება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია ლაშა კილასონია 23 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ლაშა კილასონია. რომელმაც მეგობრებთან ერთად ახალი ინტერნეტ პლატფორმა შექმნა . რომლის გამოყენებაც ყველა პირს საშუალებას აძლევს საკუთრი პროექტი განათავსოს და მოიპოვოს დაფინანსება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის 2021 წლის ბიუჯეტი 20 798 000 ლარი იქნება 23 12 20

ფოთის საკრებულოს 21-ე სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტი და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი დაამტკიცეს.სხდომას ქალაქის მერი გოჩა კურდღელია ესწრებოდა და საკრებულოს წევრების კითხვებს უპასუხა, მან განსაკუთრებული ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ბოლო წლებისგან განსხვავებით 2020 წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა და სოციალური მიმართულებით სასხრების მობილიზებაც წარმატებით განხორციელდა

იხილე მეტი