სიახლე 

ფოთის ჰიდროგრაფიის სამსახურს კორეელმა კოლეგებმა ტექნიკა გადასცეს 23 12 20

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA)-ს პროგრამის ფარგლებში სამხრეთ კორეის ჰიდროგრაფიული სააგენტოს ინჟინრებისა და ექსპერტების ტექნიკურ ჯგუფთან შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილული იქნა 2021 წელს პროექტით დაგეგმილი აქტივობები. სპეციალისტების მიერ დათვალიერებული იქნა საქართველოს ნავსადგურები და გაკეთდა ანალიზი საქართელოში საზღვაო კარტოგრაფიის განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების შესახებ, რის შესაბამისად კორეის მხრიდან ეტაპობრივად განხორციელდება სპეციალური აღჭურვილობების და ტენიკის საქართველოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა. ამ ეტაპზე კორეის მხარემ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურს ჰიდროგრაფიული კვლევებისათვის საჭირო ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა. სამხრეთ კორეის ოფიციალური განვითარების დახმარების (ODA -ს) მხარდაჭერის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 23 12 20

დღეს საქართველოში კოვიდ-19ის 2345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 51. რუხის კლინიკაში 126 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის 85, საშუალო სიმძიმის და 5 მძიმე ფოთის კლინიკაში – 39 კოვიდ პაციენტი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტი. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 29 პაციენტია მოთავსებული , მათ შორის 5 მძიმე. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება56. დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 645.

იხილე მეტი
სიახლე 

გაიგე მეტი COVID 19-ის შესახებ 22 12 20

ეთერშია სპეციალური რუბრიკა „გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“ , რომელსაც სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ჟურნალისტიკის რესურსცენტრთან ერთად იუნისეფის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს. რუბრიკის სტუმარია ექიმი დერმატო-კოსმეტოლოგი გიკა შავიშვილი რომელიც გვესაუბრება თუ როგორ მუშაობს ესთეტიკური ცენტრები “კოვიდ19”-ის პირობებში.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა 23 12 20

დღეს იუსტიციის სახლთან ,,სიკეთე გადამდებიას” ფარგლებში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საკვები პროდუქტები 50 ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გადაეცემა. აქციის ორგანიზატორის მარიამ ჯოლოგუას განცხადებით მოქალაქეთა ჩართულობა საკმაოდ მაღალია. აქტივობა მეორე წელია მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაღებში პროდუქტების დარიგების პროცესი დაიწყო 22 12 20

ფოთში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების და საახალწლო საჩუქრების გაცემა დაიწყო.საკვები პროდუქტები 15 საბავშვო ბაღის 1800-მდე აღსაზრდელს გადაეცემა,რომლის პროცესს „სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება“ უზრუნველყოფს. კორონავირუსის პანდემიის გამო, სააღმზრდელო პროცესი ფოთის საბავშვო ბაღებში შეჩერებულია, კვებისთვის განკუთვნილი თანხით კი აღსაზრდელებისთვის გადასაცემი სასურსათო პროდუქტის შეძენა მოხდა

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალ იუსტიციის სახლთან საქველმოქმედო აქცია გაიმართება 22 12 20

ხვალ იუსტიციის სახლთან მარიამ ჯოლოგუას ინიციატივით სიკეთე გადამდებიას ფარგლებში საქველმოქმედო აქცია, გაიმართება რომელიც 12 საათზე დაიწყება. საკვები პროდუქტები 50 ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს გადაეცემა. აღნიშნული აქტივობა მეორე წელია მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 22 12 20

ფოთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია 3 064 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 740 პირი. გარდაიცვალა 42 ადამიანი. მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 212 526-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის 188 408- ია. ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 2 182 გარდაცვალების შემთხვევა გვაქვს . რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში – 59 პაციენტი იმყოფება. რუხის კლინიკაში – 132 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის85 საშუალო სიმძიმის , 5 კი მძიმე. სენამედის კლინიკაში – 39 კოვიდ…

იხილე მეტი
სიახლე 

ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს 22 12 20

ფოთელებისთვის ცნობილი შენობა, რომელიც ზღვის პირას მდებარეობს ისევ ავარიულ მდგომარეობაშია. თუმცა, გეგეჭკორების სამსულიანი ოჯახი აქ ისევ განაგრძობს ცხოვრებას. ოთხი ოთახიდან დარჩენილი მხოლოდ ორი , ჩამონგრეული ჭერი და ჯანმრთელობისთვის საშიში გარემო. ოჯახი დახმარების მოლოდინშია . აღსაღნიშნავია, რომ ამ პირობებში ფოთის საამაყო მოკრივე აღიზარდა , რომელმაც უკვე მრავალი მედალი მოიპოვა და დღემდე აქტიურად განაგრძობს კრივში ვარჯიშს. შეგახსენებთ, რომ ოჯახში არავინ მუშაობს და ისინი მხოლოდ ბებიის პენსიის და სოციალური დახმარების იმედად არიან დარჩენილები.

იხილე მეტი

„კურსორის“ სპეც.გამოშვების სტუმარია საქართველოს კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ნადირაძე 22 12 20

“კურსორის” სპეციალური გამოსვების სტუმარია კანოეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა ნადირაძე, რომელიც მოგვიყვება თუ რა ვითარებაა ფედერაციაში ამჟამად, როგორ განაგრძობენ სპორტსმენები ვარჯიშს და რა იგეგმება გადადებულ შეჯიბრებთან დაკავშირებით.

იხილე მეტი