“კურსორის” სპეც.გამოშვების სტუმარია გოგიტა ჩიტაია 23 11 20

დღეს ჩვენს ეთერში დოკ. ფილმის პრემიერა შედგება, რომელიც ხობის რაიონის ერთ-ერთი ულმაზესი სოფელის ,,ბიას“ შესახებ გადაიღო ჩვენმა კოლეგამ, ბლოგერმა ირაკლი შონიამ. ფილმის შესახებ სასაუბროდ კურსორის სპეციალური გამოშვების სტუმარია ფოთისა და ხობის ეპარქიის სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი და რეგიონის კულტურული ძეგლების შესახებ  რამდენიმე წიგნის ავტორი გოგიტა ჩიტაია.

იხილე მეტი

არჩევნების მეორე ტურს ფოთელი პოლიტიკოსები აფასებენ 23 11 20

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ჩვენ დავუკავშირდით ფოთში მოქმედი პარტიების წარმომადგენბლებს და მათ მეორე ტურისა და შექმნილი სიტუაციის შეფასება ვთხოვეთ.  შეგახსენებთ, რომ მეორე ტურში თექვსმეტივე ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა 23 11 20

საქართველოს მასშტაბით  24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 958  შემთხვევა. აქედან, სამეგრელო-ზემო სვანეთში 159 .   გამოჯანმრთელდა 3 531 პირი. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებულთა შემთხვევა არის 18 482.    გარდაიცვალა 36 ადამიანი.  მთლიანად საქართველოში პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა – 108 690-ს შეადგენს,  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა და ის  89 170- ია. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 482.  ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 012 გარდაცვალების შემთხვევა .  რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს მათი რიცხვი  54 167 შეადგენს.  რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში 169 ადამიანი იმყოფება.…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გიორგობა საზეიმო წირვით აღნიშნეს 23 11 20

23 ნოებერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს რომელიც წმინდანის აღსრულების დღეა და 23 ნოემბერი  ბორბალზე წამების დღე. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. დღევანდელ დღეს გიორგობა მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 23 11 20

24 ნოემბერს ფოთში დღის განმავლობაში მოღრუბლული ამინდი გველოდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 ღამით +4 ფიქსირდება. დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ში. ოთხშაბათს 25 ნომებერს  წვიმიანი ამინდი გველოდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ხოლო ღამით +7 გრადუსამდე დაიწევს. დაუბერავს ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ-ით. 26 ნომებერს კი მთელი დღის განმავლობაში წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დრისით +10, ღამით +6 გრადუსი იქნება. დაუბერასვს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ის სიჩქარით.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის “ჭაბონამამ” ხონის გუნდი 3:0 დაამარცხა 23 11 20

22 ნოემბერს ფოთის საფეხბურთო ცენტრის მთავარ მოედანზე მოყვარულთა თასის დასავლეთ საქართველოს ზონის მეოთხედფინალური მატჩების გაიმართა, სადაც 8 გუნდი მონაწილეობდა.  ფოთის ,,ჭაბონამა“ ხონის ,,ხონს“ დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე  ანგარიშით 3-0 დაამარცხა. ბრძოლა დაძაბულად მიმდინარეობდა.  პირველი ტაიმი ჭაბონამამ გიორგი ფარღალავას გოლით მინიმალური ანგარიშით მოიგო. ფოთელებმა მხოლოდ მატჩის ბოლოს შეძლეს სრული უპორატესობის მოპოვება, გიორგი ფარღალავან კიდევ ორჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგის კარი და გუნდ დიდი ანგარიშით გამარჯვება მოუტანა. დანარჩენი მეოთხედფინალები კი ასე დასრულდა. ,,საძმომ“ 3-2 ,,სამეგრელო“ დაამარცხა. ,,მაკვანეთმა“ 2-1 სძლია ,,ბაშს“. ხოლო ,,მეგრის“ და ,,ოდაბადეს“ შეხვედრა ,,მეგრის სასრგებლოდ“ 7-2 დასრულდა. ოთხშაბათს 25 ნოემბერს ნახევარფინალები გაიმართება, ხოლო…

იხილე მეტი

შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი, ფოთი 20 11 20

21 ნოემბერს ფოთში დღის განმავლობაში ,წვიმიანი ამინდი გველოდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 ღამით +6 გრადუსი იქნება. დაუბერავს ქარი 15-20 მ/წმ ის სიჩქარით. 22 ნოემბერს დღისით +12 ხოლო ღამით +5 გრადუსი ფიქსირდება, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 15 – 20 მ-წმ ის სიჩქარით.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთა ტესტირება და ვაქცინაცია დაიწყო 20 11 20

აფხაზეთის მთავრობის მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში კოვიდ 19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩატარდა. ფართო მასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს ზუგდიდიდსა და ჯვარის დევნილთა პოლიკლინიკების სამედიცინო ჯგუფებმა გაუკეთეს. თუ როდის ჩაუტარდება ფოთელებს მსგავსი ტესტირება და ვაქცინაცია ამის გასაგებად ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსს ირაკლი ლეჟავას ვესაუბრეთ. მისი განცხადებით ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უახლოედ დღეებში გავრცელდება .

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელთა აზრი მოსალოდნელ “ლოკდაუნზე” 20 11 20

არის თუ არა საჭირო ლოკდაუნის გამოცხადება და რა შედეგები ექნება ამას მოსახლეობისთვის? – ამ კითხვით დღეს ჩვენ ფოთის მოსახლეობას მივმართეთ.

იხილე მეტი