ფოთის N1 საჯარო სკოლა უკვე მეორე წელია ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტში, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სასკოლო კულტურის განვითარებაა. დემოკრატიული კომპეტენციების განვითარების მიზნით , ამ ეტაპზე საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეების მიერ ხორციელდება პროექტი: „მე შენი მსგავსი ვარ“. თანატოლთა განათლება, მოსწავლეთა ინიციატივების განხორციელება, გენდერული თანასწორობის შესახებ სწორი ინფორმაციის მიღება და სასკოლო კულტურაში დემოკრატიული კომპეტენციების განვითარება- პროექტის მიზანია. პროექტის პირველ ეტაპზე გაიმართა საინფორმაციო ტიპის შეხვედრები. მოსწავლეებმა შეიმუშავეს აქტივობები, დაგეგმეს კვლევის საკითხები. „კურსორის“ სპეციალური გამოშვების სტუმარია ნუცა ლეფსაია , რომელიც თავის სკოლაში, აღნიშნული პროექტის მიმდინარეობის შესახებ გვესაუბრება
იხილე მეტი