სტუდია ვაშინგტონი 03 09 20
სტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი„გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“რა რეგულაციები იქნება კორონა ვირუსის გამო ფოთის სკოლებში , ამ და სხვა საკითხებზე ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია გვესაუბრება
იხილე მეტიარჩევნების თარიღი უკვე ცნობილია ის, 31ოქტომბერს ჩატარდება. თუ როგორ ემზადებიან პოლიტიკური პარტიები, რა გეგმები და მოლოდინი აქვთ მათ. ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას თქმით, შტაბი უკვე ფუნქციონირებს და ისინი აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რათა ქვეყანამ წინსვლის პროცესი განიცადოს.
იხილე მეტიკარატე-დოს ფოთის ფედერაცია მუხურში შეკრებაზე იმყოდებოდა, სადაც მონაწილეობა ფოთის სკოლის ათმა მოსწავლემ მიიღო. კარატე დოს ფოთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბაჩუკი სულამანიძეს თქმით, სპორტსმენთა მომზადება ღია სივრცეში მთელი ზაფხულის პერიოდში აქტიურად მიდინარეობდა და „კოვიდ19“ გამო მათ ვარჯიში არ შეუწყვეტიათ. ბაჩუკი სულამანიძის განცხადებით მსგავსი შეკრებები ხელს უწყობს მოსწავლეთა როგორც ფიზიკურ ასევე ტექნიკურ მომზადებას
იხილე მეტიდღეს ფოთში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერებმა ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მანდატისთვის ფოთიდან პედაგოგი თამარ ფაჩულია იბრძოლებს. მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით პარტიის ლიდერები და დეპუტატობის კანდიდატი გამოვიდნენ. მათ შეკრებილებს წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინეს.
იხილე მეტიფოთში კუნძულის სანაპირო ზოლზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 2 000 მეტრიან ზოლზე მოეწყო შიდა კომუნიკაციები, დამონტაჟდა განათების სისტემა, დაიგო საფეხმავლო და საავტომობილო გზები, აშენდება სავარჯიშო ზონები, საჩრდილობლები, დამონტაჟდება სასმელი წყლის შადრევნები, მიმდინარეობს სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობა. პროექტი კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი” ამერიკის ხმისა” და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტიევროპულმა საქართველომ ფოთში,მალთაყვაში „ხელშეკრულება ხალხთან“, წარადგინა რომელიც გაფორმდება საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. ევროპული საქართველოს „ხელშეკრულება ხალხთან“ მოიცავს სხვადასხვა პუნქტს, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შესრულდება. ხელშეკრულებაში შესულია ყველა ის კომპონენტი, რომლის შესრულების ვალდებულებასაც ევროპული საქართველო გამარჯვების შემთხვევაში დეკლარილებულად აპირებს.ხელშეკრულებას ხელს ევროპული საქართველოს თავჯდომარე დავით ბაქრაძე, პარტიის გენერალური მდივანი, გიგი უგულავა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარე, გიგა ბოკერია აწერენ.დოკუმენტი ყველა მოქალაქეს საარჩევნო პერიოდში გადაეცემა.ევროპულმა საქართველომ ასევე წარადგინა ვალდებულებათა ბარათი, რომლის მიხედვითაც პარტია, გამარჯვების შემთხვევაში, გარკვეულ ვალდებულებას იღებს.
იხილე მეტიჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 2სექტემბერს მოსალოდნელი ძირითადად მოწმენდილი ცა ღამით ცვალებადი მოღრუბლულობა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26 ° +28°;ღამით: +22° +24° იქნება. 3 სექტემბერს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +26° +28° ; ღამით: +22° +26°. 4სექტემბერს მოსალოდნელია მოწმენდილი ცა. უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +27° +29° ; ღამით: +23° +25°
იხილე მეტისტუდია ვაშინგტონი”ამერიკის ხმისა” და “საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის” ერთობლივი პროექტი
იხილე მეტი