სიახლე 

ფოთში საქველომქმედო აქცია გაიმართა 04 09 20

ფოთში ფონდი ,,ქველმოქმედი-2015“ და ქალთა კლუბის ერთობლივი ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სოციალურად დაუცველ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ 30ოჯახს სასკოლო ჩანთები გადაეცათ. აქცია შ.პ.ს ,,ტრანსფორდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში covid-19 – ს საეჭვო სიმპტომებით 2 პაციენტია მოთავსებული 04 09 20

ფოთის სამედიცინო ცენტრში კოვიდ19ის საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტი 38 წლის ქალი და 56 მამაკაცი ფოთიდან იმყოფებიან. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ, უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება 25 წლის ქალს ურეკიდან, მას ,,კოვიდ 19″ არ დაუდგინდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს 04 09 20

ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, ურნების, სასმელი წყლის შადრევნების, და დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა. პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგურის თანამშრომლებს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდა 03 09 20

ფოთის ნავსადგურში თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელზეც ნატოს ჯარების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საქართველოდან, თურქეთიდან და ამერიკიდან. ერთ ერთ თურქეთის მოქალაქეს კოვიდ ინფექცია დაუდგინდა. შეხვედრას 13 პირი ესწრებოდა , მათ შორის იყო ფოთის ნავსადგურის 2 წარმომადგენელი. ინფიცირებული პირი ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას. გთავაზობთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას სატელეფონო კომენტარს.ნავსადგურის ადმინისტრაციაში განმარტავენ ,რომ შეხვედრა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა და ტერიტორიაზე სადენზიფექციო სამუშაოები ჩატარდა.ფოთის საზღვაო ნავსადგურის ორ წარმომადგენელს, რომლებიც თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ესწრებოდნენ, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ზინაიდა…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბავშვთა საფეხბურთო სკოლა გაიხსნა 03 09 20

ფოთში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი ცენტრი გაიხსნა. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა „ფორვარდის“ თანადაფინინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში,მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით. ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები. გახსნის ცერემონიას სფფ-ის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სფფ-ის წარმომადგნლები,  სხვადასხვა თაობის ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ  საზეიმო ცერემონიალზე ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივ სამოყვარულო გუნდ „ჭაბონამას“ სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული სფფ-ის…

იხილე მეტი
სიახლე 

დავით სარსანია დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა 3 09 20

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები აქტიურად ემზადებიან. დღეს ჩვენი ჯგუფი დამოუკიდებელ კანდიდატს ფოთის ყოფილ მერს დავით სარსანიას გაესაუბრა. მან ჩვენთან საუბარში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დებატებში გამოიწვია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში არჩევნებისთვის ემზადებიან 3 09 20

არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია, ის 31ოქტომბერს ჩატარდება. ჩვენი ჯგუფი დღეს ფოთის 70 საარჩევნო ოლქში იმყოფებოდა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას თქმით, საარჩევნო კომისია მზად არის შესაბამისი ვალდებულები დადგენილ ვადაში შეასრულოს. აღსანიშნავია რომ, პროექტის ,,ვესაუბრებით ამომრჩეველს“ ფარგლებში 5და 6 სექტემბერს მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. არჩევნები პროპორციული სისტემით 120/30ზე ჩატარდებ

იხილე მეტი

რა რეგულაციები იქნება კორონა ვირუსის გამო ფოთის სკოლებში 02 09 20

„გაიგეთ მეტი კოვიდ 19-ზე“რა რეგულაციები იქნება კორონა ვირუსის გამო ფოთის სკოლებში , ამ და სხვა საკითხებზე ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია გვესაუბრება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ნაციონალები არჩევნებისთვის ემზადებიან 02 09 20

არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია ის, 31ოქტომბერს ჩატარდება. თუ როგორ ემზადებიან პოლიტიკური პარტიები, რა გეგმები და მოლოდინი აქვთ მათ. ამ საკითხით ჩვენი ჯგუფი დაინტერესდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას თქმით, შტაბი უკვე ფუნქციონირებს და ისინი აქტიურად ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რათა ქვეყანამ წინსვლის პროცესი განიცადოს.

იხილე მეტი