სიახლე 

ფოთში ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა 17 08 20

15-16 აგვისტოს ფოთში საქართველოს ჩემპიონატი აკადემიურ ნიჩბოსნობაში ჩატარდა.სპორტსმენები ერთმანეთს 14, 16, 18, 23 და დიდების ასაკობრივ კატეგორიებში , 1000, 1500 და 2000 მეტრ დისტანციებზე დაუპირისპირდნენ. ერთადგილიან ნავებში ვაჟთა შორის ჩემპიონობა სხვადასხვა ასაკში გიორგი კანთელაძემ, ნოდარ მარტოლეკმა, საბა ქველაძემ, გიორგი გაბელაიამ, ლუკა კვერნაძემ მოიპოვეს, გოგონათა შორის კი ლორა ჩორგოლაშვილმა, ქეთევან ჩხაიძემ და მარიამ კუხალეიშვილმა იმარჯვესმამაკაცებს შორის ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი ნავებით სხვადასხვა ასაკში ჩემპიონობა მოიპოვეს: ნოდარი მარტოლეკი/ოთარ მოთიაშვილის, გიორგი ბურდული/საბა ქველაძის, გიორგი გვახარია/ლუკა კვერნაძის და შოთა სართანია/გიორგი ხოშტარიას წყვილებმაგოგონათა შორის კი საუკეთსოები დალი ჩივაძე/ლოლა ჩორგოლაშვილის და მარიამ კუხალაშვილი/მარიამ ქვარცხავას წყვილები იყვნენშერეული ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „კეფალის ფესტივალი“ გაიმართა 17 08 20

ფოთში, “კეფალის ფესტივალი” გაიმართა. ის “კოვიდ 19″ის გამო განსხვავებულ პირობებში, ონლაინ რეჟმში ჩატარდა. მოსახლეობას “კეფალის ფესტივალის” ფეისბუქ გვერდიდან ჰქონდა საშუალება ენახა ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამართული ღონისძიებები. ფესტივალის ორგანიზატორი, ნანა ტაბიძე, ოქროს ტბაზე შეკრებილ საზოგადოებას კეფალის ფესტივალზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ჩატარდა არაერთი სპორტული აქტივობა . ფესტივალის ფარგლებში, “ქალთა კლუბის” ჩართულობით გაიმართა გარბენი, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა , რის შემდგომაც სოციალურად დაუცველ 10 ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ვიდეოექსკურსიები, მომზადდა ადგილობრივი კერძები, ასევე შედგება მინილექცია event tourism-ზე. კეფალის ფესტივალი ჩვენ ქალაქში უკვე მეოთხე წელია იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

საგზაო საფრთხე და დასავლური პრაქტიკა

ავტორი: თამთა კაკაჩია 10 აგვისტო – მახინჯაურში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის, არასრულწლოვანი ; 7 აგვისტო – კახეთში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა ; 6 აგვისტო – გურამიშვილზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც ; 6 აგვისტო – ანანურთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა და ეს ხუთი დღის არასრული მონაცემია. ამავე პერიოდში იყო სხვა შემთხვევები, რომლის დროსაც ლეტალური შედეგი არ დამდგარა, მაგრამ იყვნენ დაშავებულები. შსს-ს სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის I კვარტალში ანუ სამ თვეში: იანვარი, თებერვალი, მარტში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისას 134 მოქალაქე გარდაიცვალა, მეორე კვარტალში –…

იხილე მეტი
სიახლე 

შრომის ევროპული სტანდარტი ქართულ კოდექსში

საქართველოში მოქმედი შრომის კოდექსი 2010 წლის 17 დეკემბერს იქნა მიღებული და დღემდე მასში 14 ცვლილება განხორციელდა. როგორც კოდექსის განმარტებითი ბარათში ვკითხულობთ, იგი „აყალიბებს ლიბერალურ მიდგომებს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივ რეგლამენტაციასთან მიმართებაში. ამ თვალსაზრისით, აღნიშნული სამართლებრივი დოკუმენტის ამოსავალ პრინციპს წარმოადგენს კერძო ხასიათის სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შესაძლებლობის მინიმუმამდე დაყვანა და ამ სფეროში მხარეთათვის მოქმედების თავისუფლების მინიჭება.“ თუმცა მოსალოდნელმა ცვლილებებმა აღნიშნული მიდგომის ერთგვარი რევიზირება უნდა მოახდინოს, სადაც დაწესდება დასაქმებულის შრომითი უფლებების საბაზისო სტანდარტები და გაიზრდება სახელმწიფოს როლი მისი უფლებების დაცვის კუთხით.  2014 წელს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად,…

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს ფოთში ,,კეფალის ფესტივალის” ფარგლებში მხატვრული პანო გაიხსნა 03 08 20

დღეს ფოთში ,,კეფალის ფესტივალის ფარგლებში მხატვრული პანოს გახსნა გაიმართა. პანო ქალაქის ცენტრში მოიხატა რომელიც, სიმბოლური გამოხატულებაა იმისა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფოთი შავი ზღვის ეკვატორიაში. პანოზე დაკრულია ფერადი თაბაშირის თევზები. ღონისძიებას სხვადასხვა სფეროს წარმომდგენლები ესწრებოდნენ. მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს გამოხატეს აზრი სტრიტ არტის განვითარებაზე ჩვენს ქალაქში. შეგახსენებთ რომ, კეფალის ფესტივალი კოვიდ 19-ის გამო ონლაინ ფორმატში ჩატარდება რაც ნიშინავს იმას რომ, სტუმარი 15 აგვისტოს კეფალის ფესტივალის ფეისბუკ გვერდზე უნდა შევიდეს და უყუროს სხვადასხვა მიმდინარე პროგრამებას. „ფესტივალის ფარგლებში“ მოეწყობა ვიდეოექსკურსიები კოლხეთის პარკის საიდუმლოებებზე, აქტიური კრაფტი და საოჯახო „მხიარული სტარტები“. იქნება არაერთი პირდაპირი ჩართვის…

იხილე მეტი
სიახლე 

ნელი გეგენავა დამარებას ითხოვს 31 07 20

ნელი გეგენავა დახმარებას ითხოვს მისი განცხადებით მოუწესრიგებელი საკანალიზაციო ქსელის გამო ყოველი წვიმის შემდეგ სახლი იტბორება. ჩვენ დავუკავშირდით მელიორაციის სამსახურს, სადაც განაცხადეს რომ აღნიშნულ მისამართზე ჯგუფს გააგზავნიან სიტუაციის შესასწავლად და შემდგომში პრობლემის აღმოსაფხვრელად

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი იამზე მექვაბიშვილი დახმარებას ითხოვს 31 07 20

ფოთელი იამზე მექვაბიშვილი დახმარებას ითხოვს. როგორც თავად ამბობს, მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში წლებია სატრანსფორმატორო პუნქტია განთავსებული რაც მას დისკომფორტს უქმნის, რადგან აუტანელ ხმაურსა და გამოსხივებას წარმოქმნის. მექვაბიშვილი აღნიშნული პუნქტის სხვა ადგილას გადატანას და მოთხოვნის არ შესრულების შემთხვევაში ყოველთვიურ კომპენსაცია ითხოვს. სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა ,, ენერგო-პრო ჯორჯიას“ დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ, აღნიშნულ საკითხს გაეცნობიან და მათი პოზიცია ორშაბათს გახდება ცნობილი

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 31 07 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით. 1აგვისტოს მოსალოდნელი ძირითადად მოღრუბლული ამინდი, დროგამოშვებით წვიმა. დღის დასაწყისში უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +25 ° +27°;ღამით: +22° +24° იქნება. 2აგვისტოს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა ხანმოკლე წვიმა ასევე ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23° +25° ; ღამით: +21° +23°. 3 აგვისტოს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი უმეტესად უნალექოდ ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24° +26° ; ღამით: +20° +22°იქნება.

იხილე მეტი

„კურსორის“ სტუმარია ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძე 30 07 20

,, კურსორის” სტუმარია ფოთის საკრებულოს თავჯდომარე ბექა ვაჭარაძე, რომელმაც ფოთის საკრებულოს მუშაობაზე და ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე ქალაქში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეს საკრებულოს მე- 13 სხდომა გაიმართა 30 07 20

დღეს საკრებულოს მე- 13 სხდომა გაიმართა. მთავარი საკითხი ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილური სადგურის დადგმის საკითხს დაეთმო, რომლითაც ჰაერში მტვრის შემცველობის გაზომვა იქნება შესაძლებელი.ასევე იქვე მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მეტალებზე შემოწმების საკითხიც განიხილეს. ხმაური მოჰყვა ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ავტომანქანა ტოიოტა პრადოს სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემის საკითხს. საკრებულოს წევრებმა ფოთის სოციალური სამსახურის ანგარიში მოისმინეს გაწეული მუშაობის შესახებ. სულ განხილულ იქნა 8საკითხი

იხილე მეტი