სიახლე 

დევნილ ვეტერანებს და მრავალშვილიან ოჯახებს სურსათი გადასცეს 07 05 20

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კემლინ ფურლემ და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს. ამ ეტაპზე, დახმარებას მრავალშვილიან ოჯახები, ვეტერანები და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები დევნილი ოჯახები მიიღებენ, რომელთა სოციალური ქულა 30 000-ს არ აღემატება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტში 6000 ტონა ხორბალი შემოვიდა 07 05 20

ფოთის პორტში 6 ათასი ტონა ხორბალი შემოვიდა, ბევრილი ჯგუფი ხორბლის მარაგის გაზრდას უახლოეს პერიოდში კიდევ 12 ათასი ტონით გეგმავს. კომპანია რომელიც პურის ფქვილთან ერთად, პურპროდუქტებს აწარმოებს, საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად 24 საათიანი დატვირთვით შეუფერხებლად მუშაობს. ბევრილი ჯგუფი სახელმწიფო სუბსიდირების პროექტში მონაწილეობს და პროდუქციაზე ფასი არ გაუზრდია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრის 3 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 07 05 20

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების კლინიკის სამ პაციენტს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდათ. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიაჰოსპიტალში ამჟამად იმყოფებიან 26 წლის ქალი ფოთიდან და 93 წლის მამაკაცი- ჭალადიდიდან. ორივე მათგანი უკვე დაიტესტა. ცხელების ცენტრში იმყოფება კიდევ სამი პაციენტი, ესენი არიან, 8 თვის გოგონა, 32 წლის ქალი და 71 მამაკაცი, სამივე პაციენტი ფოთიდანაა. ყველა მათგანი მითავსებულია ბოქსირებულ პალატაში.”-განაცხადა ფოთის ჰოპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

იხილე მეტი

„კურსორის“.სტუმარია ირაკლი ლეჟავა 06 05 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების სტუმარია ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დევნილთა განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ლეჟავა. რომელიც ისაუბრებს კორონა ვირუსით გამოწვეულ დევნილთა პრობლემებზე.

იხილე მეტი
სიახლე 

ვენი რუბრიკის სტუმარია წარმატებული მოჭადრაკე გიორგი გამზარდია 06 05 20

წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას, რომელშიც მოგითხრობთ თუ როგორ შეცვალა სხვადასხვა სფეროში წარმატებული ფოთელების დღის წესრიგი კორონა ვირუსის პანდემიამ, თუ როგორ ახერხებენ ისინი საქმიანობას მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი შეზღუდვების პირობებში. ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია წარტებული მოჭადრაკე გიორგი გამზარდია,რომელიც ამჟამად გადაზიდვების სფეროში საქმიანობს. მას ჩვენი ჟურნალისტი მარიამ დოლბაია ესაუბრა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მებაჟეების კორონავირუსზე დატესტვის პროცესი მიმდინარეობს 06 05 20

ფოთში, კორონა ვირუსზე მებაჟეებისა და ფარმაცევტების კვლევა მიმდინარეობს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში „პისიარ“ ტექნოლოგიით ხორციელდება“.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული აღინიშნა 06 05 20

მართლმადიდებელი სამყარო დღეს დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმიდა გიორგი მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად ითვლება. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისგან დახსნას. საქართველოში წმინდა გიორგის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი – ბორბალზე წამების დღეს. დღევანელი დღის მნიშვნელობაზე და კოვიდ 19ის გამო შექმნილ მდგომარეობაზე დეკანოზი მამა ამბორსი ხოშტარია გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფონდ “აფხაზეთის” წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს 06 05 20

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით აგრძელებს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მუშაობას მათ მიერ სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში შერჩეულ იქნა დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი და მაისის თვეში ამ ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ასევე მოხდება მათთვის დასასუფთავებელ ჰიგიენური საშუალებების ნაკრების გადაცემა. დღეს ფოთში ფონდ ,, აფხაზეთის “ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს რომ,მელიც მოიცავდა თემის ლიდერების გადამზადებას და ბეჭდური მასალების გავრცელებას.პროექტის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისათვის პირველადი სასურსათო პროდუქტების გადაცემა და საერთო მოხმარების სველი წერტილების რეაბილიტაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში განთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 06 05 20

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების კლინიკის ხუთ პაციენტს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ნაწილი მალე გაეწერება კლინიკიდან, ნაწილი კი მდგომარეობის შესაბამისად გაიგზავნება შემდგომი მკურნალობის მიზნით. დღეს კლინიკაში 3 პაციენტი შემოიყვანეს- 31 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 27 წლის მამაკაცი ფოთიდან და 20 წლის ქალი ჭალადიდიდან. ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე აღებულია და იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.”- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის აგრარული ბაზრის წარმომადგენელი გარე ვაჭრობას აპროტესტებს 05 05 20

დღეს აგრარული ბაზრის მთავარმა ვეტერინარმა განცხადება გაავრცელა. მისი Თქმით იმ დროს ,როცა ბაზრის ადმინისტრაცია Ძალისხმევას არ იშურებს, რომ ყველანაირი სტანდარტები და მოთხოვნები იყოს დაცული, გარე ვაჭრობა უკონტროლოდ მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის მომხმარებელსაც და მოვაჭრეებსაც. ნათია პატარაიას განცხადებით Შესაბამისი სამსახურები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ამ პრობლემის მოგვარებას და ამას Შეიძლება სავალალო Შედეგები მოყვეს.ფოთის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ და განცხადებას ხვალ გაავრცელებენ.

იხილე მეტი