სიახლე 

ფოთში ფონდ “აფხაზეთის” წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს 06 05 20

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ (CHCA) გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით აგრძელებს დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში მუშაობას მათ მიერ სამეგრელოში, იმერეთსა და შიდა ქართლში შერჩეულ იქნა დევნილთა 100 კოლექტიური ცენტრი და მაისის თვეში ამ ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება, ასევე მოხდება მათთვის დასასუფთავებელ ჰიგიენური საშუალებების ნაკრების გადაცემა. დღეს ფოთში ფონდ ,, აფხაზეთის “ს წარმომადგენლებმა საინფორმაციო კამპანია ჩაატარეს რომ,მელიც მოიცავდა თემის ლიდერების გადამზადებას და ბეჭდური მასალების გავრცელებას.პროექტის მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია კოლექტიურ ცენტრებში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისათვის პირველადი სასურსათო პროდუქტების გადაცემა და საერთო მოხმარების სველი წერტილების რეაბილიტაცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში განთავსებულ 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა 06 05 20

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებული ცხელების კლინიკის ხუთ პაციენტს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი ნაწილი მალე გაეწერება კლინიკიდან, ნაწილი კი მდგომარეობის შესაბამისად გაიგზავნება შემდგომი მკურნალობის მიზნით. დღეს კლინიკაში 3 პაციენტი შემოიყვანეს- 31 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 27 წლის მამაკაცი ფოთიდან და 20 წლის ქალი ჭალადიდიდან. ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. მათი ბიოლოგიური მასალა უკვე აღებულია და იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში.”- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის აგრარული ბაზრის წარმომადგენელი გარე ვაჭრობას აპროტესტებს 05 05 20

დღეს აგრარული ბაზრის მთავარმა ვეტერინარმა განცხადება გაავრცელა. მისი Თქმით იმ დროს ,როცა ბაზრის ადმინისტრაცია Ძალისხმევას არ იშურებს, რომ ყველანაირი სტანდარტები და მოთხოვნები იყოს დაცული, გარე ვაჭრობა უკონტროლოდ მიმდინარეობს და საფრთხეს უქმნის მომხმარებელსაც და მოვაჭრეებსაც. ნათია პატარაიას განცხადებით Შესაბამისი სამსახურები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ ამ პრობლემის მოგვარებას და ამას Შეიძლება სავალალო Შედეგები მოყვეს.ფოთის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განაცხადეს რომ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობენ და განცხადებას ხვალ გაავრცელებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 05 05 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 6მაისს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13° +15°; ღამით: 12 -14 7მაისს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +17° +19 იქნება. 8მაისს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13°+15° ; ღამით +10° +12° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

დღეიდან იუსტიციის სახლებმა მუშაობა განაახლეს 05 05 20

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დღეიდან გაიხსნა და მუშაობს ახალი პრინციპით: დაინტერესებული პირი შენობაში შესვლას და სერვისის მიღებას მისთვის სასურველ დღესა და დროს მაშინ შეძლებს, თუკი ვიზიტს my.gov.ge-ის პორტალზე დაჯავშნის. ფილიალებში სერვისების მისაღებად საჭირო დაჯავშნის ელექტრონული სისტემა გუშინ ამოქმედდა, რის შედეგადაც, გარდა საკარანტინე ზონებში მდებარე ფილიალებისა, ყველა გაიხსნა. ფილიალში მისულ პირს უნდა ეკეთოს პირბადე, რის გარეშეც შენობაში არ დაიშვება; -არ დაიშვებიან ბავშვები და სერვისის მისაღებად მოსული პირის თანმხლები პირები; იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები დაჯავშნილ ვიზიტებს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე ;მიიღებენ განსხვავებული წესი მოქმედებს 70 წლისა და…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში 9 პაციენტია მოთავსებული 05 05 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ამ დროისთვის კლინიკაში სულ 9 პაციენტი იმყოფება. მიმდინარეობს სამი პაციენტის დატესტვის პროცესი. ექვსი მათგანის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ამჟამად ფოთის ცხელების კლინიკაში იმყოფებიან 75 და 60 წლის მამაკაცები ლანჩხუთიდან, 43 წლის კაცი ოზურგეთიდან, 35, 45, 57 წლის მამაკაცები და ცხრა თვის გოგონა ფოთიდან. გუშინდელი მონაცემებით კიდევ ერთი 87წლის კაცი დაემატა ლანჩხუთიდან. კლინიკაში იმყოფება წლის და 11 თვის ბიჭუნაც ფოთიდან. რეგიონის მაშტაბით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 142 პირი იმყოფება რაც შეეხება თვითიზოლაციას 174 პირია თვითიზოლაციაში

იხილე მეტი
სიახლე 

15 ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა 04 05 20

გუშინ , პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 19 საათზე 15-ზე მეტმა ეროვნულმა და რეგიონულმა მაუწყებელმა ერთი წუთით ეთერი გათიშა. ყველა არხზე ერთდროულად გამოჩნდა წარწერა: “სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს”. იმავდროულად ანალოგიური წარწერები მაუწყებლების სოციალურ ქსელშიც განათავსდა,აღნიშნულის აქციის მნიშვნელობის შესახებ გავესაუბრეთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, ჩვენს თანაქალაქელს ლაშა ზარგინავასაქციას სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღაც შეუერთდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ხვალიდან გარკვეულ საქმიანობებეზე დაშვებები განხორციელდება 04 05 20

საქართველოს მთვრობის განცხადებით ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით დასაშვები ხდება გარკვეული საქმიანონების განხორციელება . კერძოდ, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, ასევე  ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა

იხილე მეტი