სიახლე 

ფოთში მცხოვრებ ბოშებს დახმარება გადასცეს 24 04 20

ფოთში მცხოვრებ ბოშათა ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცათ. მათ ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებული წესებისა და მოთხოვნების შესახებ. პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით და კოორდინირებით გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 56 ხოლო კარანტინში 3 ადამიანი იმყოფება 23 04 20

ფოთის მერის განცხადებით – თვითიზოლაციაში 56 ხოლო კარანტინში 3 ადამიანი იმყოფება. ქალაქში შემომსვლელ და გამსვლელ ავტომანქანებზე მონიტორინგი მიმდინარეობს, სასიცოცხლო დანიშნულების ობიექტები კი შეუფერხებლად მუშაობენ. ამასთან გრძელდება სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებისა და დონორების დახმარებით მოწყვლადი ოჯახებისათვის დახმარებების გაცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 23 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 24აპრილს მოსალოდნელია ცვალდებადი მოღრუბლულობა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14°; ღამით: 9 -11 25აპრილს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +10° +12 იქნება. 26აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13°+15° ; ღამით +9° +11° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს 23 04 20

ფოთის ჰოსპიტალში კიდევ ორი პაციენტი მოათავსეს. ექიმების შეფასებით, მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების ცენტრში წლის და 6თვის გოგონა ოზურგეთიდან და 62წლის მამაკაცი ზუგდიდიდან იმყოფება. ამჟამად, მიმდინარეობს მათი კლინიკო- ლაბორატორიული კვლევები და ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი.

იხილე მეტი
სიახლე 

სოფლის მოსახლეობას საჭიროების შემთხვევაში რწმუნებულები მოემსახურებიან 23 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს, ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში, სოფლის რწმუნებულები და მაჟორიტარები მოემსახურებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 61 ხოლო კარანტინში 3 პირი იმყოფება 22 04 20

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას ინფორმაციით თვითიზოლაციაში 61 პირი იმყოფება, მათში ირიცხებიან ტრაილერების მძღოლები, რომლებიც ტვირთის მიღებისთანავე შეწყვეტენ თვითიზოლაციის რეჟიმს. საკარანტინო სივრცეში კი ფოთიდან 3 პირი რჩება. მისივე განცხადებით „ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მუშაობს საკოორდინაციო შტაბი. თვითიზოლირებულთა და კარანტინში მყოფთა რიცხვი მუდმივად იცვლება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფერმერებს ავტომანქანით გადაადგილებისთვის სპეციალურ ნებართვებს მისცემენ 22 04 20

22 აპრილიდან 27 აპრილამდე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით, დაშვებულ იქნა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება დროის კონკრეტულ მონაკვეთებში.გადაადგილების დროს აუცილებელია დაცული იქნეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილშიუნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს 3 პირისა და აუცილებელია პირბადეებს გაკეთება).

იხილე მეტი