სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 22 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 22აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ასევე ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით+10° +12°; ღამით: +7° +9 იქნება ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 23 აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ასევე ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით+10° +12°; ღამით: +7° +9 იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

ჭადრაკში ონლაინ ტურნირში ფოთელებიც მონაწილეობენ 22 04 20

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ყველა სპორტული ღონისძიება გაუქმებულია, მათ შორის რც საჭადრაკო ტურნირები და ჩემპიონატები იმართება. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით ონლაინ ჭადრაკში „სოკარის თასის“ გათამაშება დაიწყო.მოჭადრაკეებს პარტიისთვის მხოლოდ 1 წუთი დრო ეძლევათ, ყოველ სვლაზე 1 წამის დამატებით, ეს იმითაა განპირობებული , რომ არ მოხდეს სპეციალური საჭადრაკო პროგრამების გამოყენება და მაქსიმალურად იყოს დაცული ფიდეს წესები. ტურნირში წარმატებით ასპარეზობს ჩვენი თანამოქალაქე, ფიდეს ოსტატი, ფოთის რეიტინგით საუკეთესო მოჭადრკე, გიორგი გამზარდია, მან შესარჩევ ტურნირში 15 პარტიიდან 13-ში გამარჯვება იზეიმა და პირველი ადგილთან ერთად ფინალური ეტაპის საგზურიც მოიპოვა ონლაინ ტურნირის გენერალური სპონსორია სოკარი და მის…

იხილე მეტი

ჩართვა „კურსორში“.თამარ ფაჩულია 21 04 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების  სტუმარი თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გინმაზიის დამფუძნებელი და დირექტორი, ასევე ჩვენს ქალაქში ერთადერთი მენტორ-მასწავლებელი, ქალბატონი თამარ ფაჩულია.

იხილე მეტი

ჩართვა „კურსორში“.კესო გელენიძე 21 04 20

“კურსორის” სპეციალური გამოშვების  სტუმარია ფოთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის  მენეჯერი ქალბატონი კესო გელენიძე.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზარი ხვალიდან გაიხსნება 21 04 20

ფოთში, აგრარული ბაზარი ხვალიდან განაახლებს ფუნქციონირებას, ხოლო სასაფლაოები, როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ, 27 აპრილიდან გაიხსნება. მათივე თქმით, ამ დროის განმავლობაში მოქალაქეების მხრიდან, რაიმე სახის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. შეგახსენებთ, რომ ბაზარი და სასაფლაო, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წინასააღდგომოდ, 17 აპრილს დაიკეტა. ცნობისათვის, ფოთში, თვითიზოლაციის რეჟიმში 72 მძღოლი იმყოფება. დღეს კარანტინის სივრცეში 34 მძღოლი იქნა გადაყვანილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში 14 პაციენტი იმყოფება 21 04 20

,,ფოთის ცხელების ცენტრში მოთვსებული 14 პაციენტიდან, 5  ერთი ოჯახის წევრია, ისინი ოზურგეთიდან არიან. ჩვენს კლინიკაში იმყოფება ცოლ- ქმარი აფხაზეთიდან, გვყავს პაციენტები როგორც ოზურგეთიდან, ისე ლანჩხუთიდან, კერძოდ გრიგოლეთიდან. ყველაზე უმცროსი, 8 თვის გოგონაა ფოთიდან. 3 პაციენტის ანალიზი უკვე გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს დღეს ველოდებით, 11 ბიოლოგიური მასალა კი ხვალ დილით გაიგზავნება.-” განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

იხილე მეტი
სიახლე 

სახელმწიფომ ხორბლის იმპორტის სუბსიდირებისთვის 5 200 000 ლარი გამოყო 21 04 20

საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო. პროგრამის მიზანი არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებაა. პროგრამის ბენეფიციარი ვალდებული იქნება პირველი ხარისხის ერთი 50 კგ-იან ტომარა ფქვილი არაუმეტეს 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოლკლორის ცენტრის აქციაში ფოთელებიც ჩაერთვნენ 21 04 20

კორონავირუსის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისან გამომდინარე საქართველოს მასშტაბით ყველა სახელოვნებიო სასწავლებლებს და ცენტრებს  შეწყვეტილი აქვთ საქმიანობა. ამ პირობებში საქართველოს ფოლკლორის ცენტრმა დაიწყო ეგრეთწოდებული ჩელენჯი-გამოწვევა სახელწოდებით  „ფოლკლორი შენთვის“, რაც გულისხმობს ფოლკლორის სფეროს წარმომადგენლების მიერ ერთმანეთის გამოწვევას, ვიდეოების ჩაწერას და სოციალურ ქსელში ატვირთვას . აქციის მიზანი მოსახლეობაში  დადებითი განწყობის შექმნაა. ფოთიდან გამოწვევას ხელოვნების ქურუმის, ფოთის საპატიო მოქალაქის, იროდი ტიკარქაძის ოჯახი შეუერთდა. პირველ ეტაპზე აქციაში საოჯახო ანსამბლები არიან წარმოდგენილი

იხილე მეტი
სიახლე 

ანაკლია განმუხურის კარანტინში 36 პირი იმყოფება 21 04 20

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, გუშინ სამეგრელოდან, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 16-ივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მისივე განმარტებით ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში 36 ადამიანი იმყოფება, ხოლო რეგიონი თვითიზოლაციას 174 პირი გადის, ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაცია მოეხსნა 837 მოქალაქეს.

იხილე მეტი