სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრის პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ 27 04 20

ფოთის ცხელების კლინიკიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი თერთმეტივე ანალიზის პასუხი უარყოფითია. მათგან 7 მედიკოსია. ,,ექიმებს გეგმიურად, პრევენციის მიზნით ავუღეთ ანალიზი და საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ,,კოვიდ 19″ არ დაუდასტურდა. რაც შეეხება ცხელების ცენტრში რესპირატორული სიმპტომებით მოთავსებულ ოთხ პაციენტს, ვირუსი არც მათ დაუდგინდათ. ექიმების შეფასებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.”- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ. დღეს კი ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში, ორი პაციენტის და ერთი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა. ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ერთი პაციენტი – 11 წლის მოზარდი, 112-მა ხობიდან ჩამოიყვანა, ხოლო მეორე – წლის და ოთხი თვის…

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ფოთელი “ცუცას” დასახმარებლად 27 04 20

მორიგი საქველმოქმედო აქცია განხორციელდა ფოთში. ახალგაზრდა მოხალისის, ტერეზა გალსტიანის თაოსნობით მოქალაქებმა გარკვეული თანხა შეაგროვეს .ამით შესაძლებელი გახდა მანანა ტაბიძისთვის, რომელსაც ფოთელები „ცუცას“ სახელით იცნობენ და უმეტეს დროს აღმშენებლის ხიდზე, მოწყალების თხოვნაში ატარებს, დახმარება გაეწიათ. მას ტანსაცმელი, ელექტროჩაიდანი, საკვები და ჰიგიენური საშუალებები გადაეცა. ტერეზას განცხადებით ამ ეტაპზე, ცუცას აქვს საკვები პროდუქტები და ცოტა ხნის წინ მთვარი სადარდებელიც უსახლკარობა მოეხსნა, კეთილი ადამიანების დახმარებით მას ყოფილი ფსიქიატრიულის შენობაში საცხოვრებელი ფართი მოუწყვეს . ინტერვიუ ახალგაზრდა მოხალისის, ტერეზა გალსტიანის თქმით –“სიკეთე სიტყვებში ქმნის რწმენას. სიკეთე აზრებში ქმნის სიღრმეს. სიკეთე ცხოვრებაში ქმნის სიყვარულს.”

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერის განცხადებით ბაზარი მკაცრად გაკონტროლდება 27 04 20

შეზღუდვების შემდეგ დღეიდან მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილება დაშვებულია, ასევე კურიერული სერვისი და სავაჭრო ობიექტების მუშაობაც განახლდა. როგორ მიმდინარეობს ბაზრის ტერიტორიაზე კონტროლი, რომელმაც მეზობელი რაიონებიდან შედარებით რამდენიმე დღით ადრე დაიწყო ფუნქციონირება და დაცულია თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ამას ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 2 პაციენტს COVID-19 არ დაუდასტურდა 24 04 20

ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს კოვიდ 19 არ დაუდგინდა. ექიმების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. „გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის ანალიზით დადგინდა, რომ წლისა და ექვსი თვის გოგონას ოზურგეთიდან, ასევე 62 წლის წლის მამაკაცს ზუგდიდიდან კორონა ვირუსი არ აღმოაჩნდათ. ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ. ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის , თეა მიგინეიშვილის განცხადებით . ფოთის ცხელების ჰოსპიტალში 3 პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ესენი არიან 17 წლის გოგო და 10 თვის ბიჭუნა ფოთიდან, ასევე 63 წლის ქალი…

იხილე მეტი
სიახლე 

წითელმა ჯვარმა ფოთში 70 წელს გადაცილებულებს პროდუქტები გადასცა 24 04 20

ეიპიემ “ტერმინალის ფინანსური მხარდაჭერით, წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ფოთში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ბენეფიციარებს პროდუქტის კალათა გადასცა. დარიგების პროცესში ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. წითელი ჯვრის ორგნიზაციამ კორონა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ფოთელი მოხალისეები გადაამზადა.

იხილე მეტი
სიახლე 

გუშინ ფოთში ძლიერი სეტყვა მოვიდა 24 04 20

ფოთის ზოგიერთი უბნის მცხოვრებლები წუხელ სეზონისთვის უჩვეულო და ქალაქისთვის იშვიათი მოვლენის- ძლიერი სეტყვის მომსწრენი გახდნენ, სეტყვასთან ერთად ტემპეტატურაც დაეცა და ნასეტყვარი ადგილები ზოგგან დილითაც იყო შემორჩენილი. ამ მოვლენაზე კომენტარი ფოთის ჰიდროგრაფიის სამსახურს ვთხოვეთ და მათ ამ ატმოსფერული მოვლენის ახსნასთან ერთად შაბათ-კვირის პროგნოზიც შემოგვთვაზეს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მაჟორიტარის მხარდაჭერით 300 ოჯახს სურსათი გადაეცა 24 04 20

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით 300-ზე მეტ ოჯახს სასურსათო კალათა გადაეცა, მათ შორის უსინათლო და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზის პროგრამის ბენეფიციარებს. გასულ კვირას დეპუტატის პირადი რესურსით საკვები პროდუქტები 400 ოჯახს გადაეცა. აღსანიშნავია რომ ბაღის 1900-მა აღსაზრდელმა მიიღო სასურსათო კალათა. ჯამში დეპუტატი პირადი რესურსით 2600 ოჯახზე მეტს დაეხმარა.

იხილე მეტი
სიახლე 

ბაზრის ადმინისტრაციამ უპოვართა სასადილოს პროდუქტები გადასცა 24 04 20

ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაცია კვლავ აგრძელებს შეჭირვებული თანაქალაქელების დახმარებას, დღეს შეგროვებული პროდუქტები უფასო სასადილოს გადაეცა.

იხილე მეტი