“კურსორის” სპეც. გამოშვება.ფოთი 17 04 20
“კურსორის” სპეც. გამოშვება
იხილე მეტი“კურსორის” სპეც. გამოშვება
იხილე მეტიოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად რუხის საავადმყოფო დაათვალიერა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში 35 ექიმია მობილეზებული და სამედიცინო დაწესებულებას ამ დროისთვის 72 პაციენტის მიღება შეუძლიასახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რუხის საავადმყოფო მოემსახურება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოქალაქეებს.მომავალში კლინიკა საუნივერსიტეტო ფუნქციის შესრულებასაც შეძლებს. რუხის მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 41 მლნ ლარით დაფინანსდა.
იხილე მეტი„მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენიას“ ბოლო გადაცემა გავიდა . ჩვენი ეთერი, „კოვიდ 19“-ის გამო საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილ მდგომარეობას და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტივისტების როლს და მათი სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას დაეთმო,
იხილე მეტი“კურსორი”-ს სპეციალური გამოშვება.ფოთი 16 04 20
იხილე მეტი“ეს ქვეყანა შენია” მე-6 გადაცემა ფოთი 15 04 20
იხილე მეტიფონდი ბილივი აგრძელებს საქველმოქმედო კამპანიას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა კავშირის წევრებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის კამპანია განახორციელა ბენეფიციარებს ასევე გადაეცათ ნიღბები და პირველადი საჭიროების სადეზინფექციო საშუალებები. COVID -19 ის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის ფარგლებში ბილივმა ასევე 30 სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის განახორციელა სურსათით უზრუნველყოფის კამპანია. ამ ეტაპზე, სამოცდასამი ბენეფიციარის ოჯახი ჩაერთო მიმდინარე პროექტში. ფონდ ბილივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სიღარიბესა და შიმშილთან ბრძოლაა. 2019 წლიდან ფონდის საქმიანობის სტრატეგია დაუკავშირდა გაეროს მდგარი განვითარების მიზნებს.
იხილე მეტიდღეს გვინდა გაგაცნოთ თვითნასწავლი მხატვარი, 19 წლის ლელა მეფარიშვილი ფოთიდან. მან მე-2 საჯარო სკოლა დაამთავრა და სურვილი აქვს სწავლა სამხატვრო აკადემიაში განაგრძოს. მისივე თქმით წარმატებისკენ მიისწრაფის. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნავს ბავშვობიდან ხატავს, თუმცა ადრე მისი ნამუშევრების საზოგადოების წინაშე წარდგენას ერიდებოდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში ნამუშევრების გამოქვეყნება დაიწყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აქვს სხვადასხვა ჟანრის 30-მდე ნამუშევარი.აღსანიშნავია რომ ლელა მეფარიშვილი ფოტოგრაფიითაცაა გატაცებული და უპირატესობას ვინტაჟური ფოტოების გადაღებას ანიჭებს.
იხილე მეტისააღდგომო წირვა ფოთის საკათედრო ტაძარში კვირას, დილის 7 საათზე ტაძრის ეზოში ჩატარდება. მეუფე გრიგოლი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, იმნაძის სიტყვებმა 9 აპრილის ტრაგედია გაახსენა. მეუფეს თქმით, დღეს უკვე ჩვენს თვალწინ მთელ მსოფლიოში არის ცოცხალი მაგალითები იმისა, რომ არის უდიდესი მსხვერპლი, მრავალი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია და საფრთხის ქვეშ არიან. მეუფე გრიგოლმა აღნიშნა, რომ სრულ პასუხისმგებლობას გრძნობს ზოგადად იმაზე რაც ქვეყანაში და ეკლესიაში ხდება .
იხილე მეტიირაკლი ხახუბიას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ფოთში მცხოვრებ 400-მდე ოჯახს სააღდგომო სასურსათო კალათა გადაეცა სასურსათო კალათა მიიღეს მარტოხელა მშობლებმა, ობოლმა ბავშვებმა , 18 წლამდე შშმ პირებმა, ასევე 80 წელს ზემოთ მყოფმა კულტურის, სამედიცინო სფეროს მუშაკებმა და პედაგოგებმა.საქართველოს პარლამენტი წევრმა, ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხახუბიამ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100 000 ლარი, ხოლო ფოთის ბიუჯეტში 50 000 ლარს გადარიცხა.
იხილე მეტიახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლო დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოღებული შეზღუდვებისა და ქალაქების ჩაკეტვის გამო, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ 15 აპრილის 21:00 საათიდან 25 აპრილის 21:00 საათამდე აჩერებს მსუბუქ ავტომანქანებზე პარკირების გადასახადს.- აღნიშნულ განცხადებას ეიპიემ ტერმინალს ფოთი ავრცელებს. ,,აღნიშნული შეეხება მხოლოდ ზემოთ მოცემული პერიოდის განმავლობაში წარმოშობილ [პარკირების] გადასახადს და ამოღებული იქნება პარკირების საერთო საფასურიდან.”- ნათქვამია განცხადებაში.
იხილე მეტი