სიახლე 

ფოთის ბაზარი იკეტება 16 04 20

ფოთის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება რომ ხვალიდან ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით დაიხუროს აგრარული ბაზარი და არ იმუშაოს 21 აპრილამდე. ფოთის მერი გოჩა კურდღელია კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან რეკომენდაცოიები ასევე განაცხადა რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საპატრიარქოსთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება , რომ აღდგომის დღეებში მაქსიმალურად შეიზღუდოს სასაფლაოებზე გასვლა. და აღნიშნა რომ იმ შემთხვევაში თუ ხალხი მაინც მივა სასაფლაოებზე ,პოლიციის მიერ გატარდება კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ინფიცირებულის ოჯახის წევრებს ვირუსი არ დაუდასტურდათ 15 04 20

ფოთში, კორონა ვირუსით დაინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრებს კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ. ისინი საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილები. ბიოლოგიური მასალის პასუხები რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძეს განცხადებით ამჟამად, მიმდინარეობს მეზობლების თერმოსკრინინგი და ინფიცირებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთი15 04 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 16აპრილს მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. ასევე ხანმოკლე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით: +10° +12°; ღამით: +8° +10 17აპრილს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12 +14 ; ღამით: +9° +11 იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ბიომეურნეობა ფოთში 15 04 20

საცდელი სადგურის ბაზაზე შექმნილი ბიომეურნეობა ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე 26 წელია ფუნქციონირებს, მას სათავეში აგრონომიულ მეცნიერებათა დოქტორები ვიოლეტა კუცია და ოთარ ქირია უდგანან. სხვადასხვა პერიოდში მათ შეძლეს მეურნეობის არამარტო შენარჩუნება, არამედ უამრავი კაპიტალური თუ სეზონური სამუშაოების ჩატარება, სათბურების მოწყობა და მრავალი პროექტის განხორციელება. თუმცა ამ ხნის განმავლობაში წარმატებულ ბიომეურნეებს მიწის დაკანონებასთან დაკავშირებული პრობლემები განვითარებაში მრავალ ბარიერს უქმნისმშობლების დაწყებულ საქმეში აქტიურადაა ჩართული მათი ვაჟი, პაატა ქირიაც, რომელიც ახალი ჯიშების და ტექნოლოგიების გამოყენებით ცდილობს ჩვენი რეგიონისთვის ოპტიმალური კულტურების შერჩევას. მეურნეობის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული პაატას ჰოლანდიელი მეუღლეც, რომელიც გრანტების მოზიდვაზე მუშაობს.პაატამ ამჯერად კარტოფილის ადრეული,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კორონავისრუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 15 04 20

ფოთში, კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული მამაკაცი 70 წელსაა გადაცილებული. იგი ფოთელია და ქობულეთის ერთ- ერთი კლინიკაში ექიმად მუშაობს. ,,მამაკაცმა გუშინ მოგვმართა. იგი გუშინდელი დღიდან თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ბიოლოგიური მასალა გავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში და სამწუხაროდ, კოვიდ 19 დაუდასტურდა. ახლა მისი ოჯახის წევრების ბიოლოგიური მასალა ავიღეთ და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი. შემთხვევა ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.”- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრია ხელმძღვანელმა, ნანა მხეიძემ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 70 წელს გადაცილებულ დევნილებს პროდუქტი გადასცეს 15 04 20

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ ფოთში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადასცა. დევნილებს პროდუქტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ დაურიგეს. სააღდგომო ნობათი ფოთში, 432 პირს გადაეცა. აქციის ფარგლებში კი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დახმარებას 3000-მდე ბენეფიციარი მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „პოეზიის მარათონი“ ონლაინ გაიმართა 14 04 20

ქვეყანაში არსებულმა მოვლენებმა მრავალი უჩვეულო გამოწვევის წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო. საგანმანათლებლო სექტორი არსებულ გამოწვევებს სხვადასხვა მეთოდებით პასუხობს. სწორედ ამიტომ, დედა ენის კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიების ფარგლებში ,,პოეზიის მარათონი” onlain მიმდინარეობს და მასში ფოთის საჯარო სკოლები იღებენ მონაწილეობას. მარათონში ჩართულმა მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ საყვარელი ლექსი. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი საშუალებები საყვარელი ლექსის წარმოსადგენად. შეუძლიათ გამოიყენონ აუდიო/ვიდეო საშუალებები, შეარჩიონ შესაფერისი მუსიკალური გაფორმება, გააკეთონ ვიდეოჩანაწერი. და ბოლოს, ჩანაწერის დასასრულს ესტაფეტა უნდა გადასცენენ მეგობრებს, კონკურსის მასალები განთავსდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსხურის ფეისბუქგვერდზე. გამარჯვებულები გამოვლინდება მოწონებების რაოდენობით. რომლებიც…

იხილე მეტი
სიახლე 

ფონდ „სოხუმი“-ს საქვეველმოქმედო აქცია ფოთში 14 04 20

კულტურულ ჰუმანიტარული ფონდი სოხუმის ეგიდით საქართველოს 10მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ფოთში სოციალურად დაუცველ 30ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცა მათ შორის არიან უსინათლოები და სმენა დაქვეითებული პირები. ორგანიზატორთა განცხადებით აქცია 300მდე ოჯახს მოიცავს.

იხილე მეტი
სიახლე 

რუხის სავადმყოფოს 1800 რესპირატორი გადაეცა 14 04 20

გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა ვიტონი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. მან საგანგებო შტაბს 1800 ცალი ,,kn95 რესპირატორი“ გადასცა. მიღებული რესსპირატორები რუხის საავადმყოფოს გადაეცემა. ლუიზა ვიტონმა სახელმწიფო რწმუნებულისგან რეგიონში კორონავირუსის გავრცელების პროევენციისთვის გატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ საქართველო კარგად ართმევს თავს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას. სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ლუიზა ვიტონს გაწეული დახმარებისთვის მადლობ გადაუხადა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში ამჟამად 8 პაციენტია 14 04 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ,,ამ დროსათვის ცხელების ცენტრში, ბოქსებში მოთავსებულია 8 პაციენტი, რვავე პაციენტზე აღებულია ლაბორატორიული ნიმუშები და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 2 მათგანის ბიოლოგიური მასალა გუშინ გაიგზავნა და 6 დღეს გაიგზავნება. ესენი არიან სხვადასხვა ლოკაციებიდან, სამი პაციენტი ლანჩხუთიდან, ერთი გარდაბნიდან, ორი ზუგდიდიდან და ორი გალიდან. მათ მწვავე რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

იხილე მეტი