სიახლე 

ფოთელ ძალოსან ირაკლი ჭანტურიაზე გერმანულმა “Emder Zeitung”-მა სიუჟეტი მოამზადა 20 04 20

გთავაზობთ გერმანული “Emder Zeitung”-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ჩვენს თანაქალაქელ, ძალოსნურ სამჭიდში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ ირაკლი ჭანტურიაზე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს და კორონავირუსის მიზეზით დაწესებული შეზღუდვების გამო ვარჯიშს სახლში აგრძელებს

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცხელების ცენტრში 9 ახალი პაციენტი იმყოფება 20 04 20

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით ცხელების ცენტრში 9 პაციენტი იმყოფება. 38 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 50 წლის მამაკაცი ფოთიდან, 83 წლის ქალი ლანჩხუთიდან, 29 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან, 32 წლის მამაკაცი ზუგდიდიდან, 67 წლის მამაკაცი განმუხურის საკარანტინო ზონიდან, 33 წლის ქალი ზუგდიდიდან,51 წლის მამაკაცი ფოთიდან და 3 წლის გოგონა ლანჩხუთიდან. მისივე თქმით ყველას ცხელება, ყელის ტკივილი და ხველა აღენიშნებათ და ამჟამად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი.

იხილე მეტი
სიახლე 

„ლიბერთი ბანკი“- ს სააღდგომო საჩუქრები ბენეფიციარებს 20 04 20

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე საქართველოში არსებული ბავშვთა, მოხუცებულთა და შშმ პირების 100-ზე მეტი პანსიონატის ბინადრებმა ლიბერთი ბანკისგან ტრადიციულად სააღდგომო პასკები და პროდუქტები მიიღეს. ლიბერთი ბანკი რამდენიმე წელია, რაც სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ზრუნავს ზემოთაღნიშნული პანსიონატების ბენეფიციარებზე და წელს უკვე ახალი ეგიდით „ლიბერთიგულით“, გადასცა სააღდგომო ნობათი ხანდაზმულთა თავშესაფრების, ბავშვთა სახლების და შშმ პირების პანსიონატების ბენეფიციარებს – დაწესებულებებს, სადაც 1300-ზე მეტი ბინადარია. ქვეყანაში Covid-19 ვირუსის გავრცელების პრევენციული ზომების გამო გამკაცრდა გადაადგილებისა და ტრანსპორტირების წესები და შეუძლებელი გახდა სურსათის დარიგება დაგეგმილი სადისტრიბუციო მარშრუტით. ლიბერთის თანამშრომლებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღეს დროული გადაწყვეტილება, გაერთიანდნენ და საკუთარი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასაფლაოებს პოლიცია აკონტროლებს 20 04 20

ფოთში, ხუთივე სასაფლაოს მიმდებარე პერიმეტრებზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, პროცესში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტების თანამშრომლებიც. ხელისუფლების ინფორმაციით, ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება.

იხილე მეტი
სიახლე 

სააღდგომო ლიტურგია ფოთში მრევლის გარეშე ჩატარდა 20 04 20

შაბათს, ფოთის საკათედრო ტაძრის ეზო მთელი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო, სამღვდელოება მხოლოდ 11 საათისთვის მივიდა ტაძარში და სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. ღვთისმსახურებას მეუფესთან ერთად რამოდენიმე სასულიერო პირი, სტიქაროსნები და მგალობლები ესწრებოდა. ეპარქიის ყველა ეკლესია მონასტერში აღდგომის შემობრძანებას ზარების რეკვით შეეგებნენ, რაც მეუფის განცხადებით მოსახლეობისათვის ლოცვის აღვლენისა და გაერთიანებისაკენ მოწოდების ნიშანი იყო. დილით კი 7 საათიდან ტაძრის კარი ყველა მორწმუნესთვის გაიღო და წირვაც ჩატარდა

იხილე მეტი