სიახლე 

ფოთში Covid -19-ის პრევენციის ღონისძიებებში მოხალისეები ჩაერთვნენ 23 03 20

ფოთელში მოხალისეები კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში ჩაერთნენ. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კოორდინირებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიკოსებთან ერთად, COVID-19- ის პრევენციის ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართული მოხალისეები , რომელთა გადამზადებას წითელი ჯვარი ახდენს. 45 მოხალისე, ამ ეტაპზე, ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის 300 ბენეფიციარისთვის საკვების შინ მიტანას, თვითიზოლაციის წესებისა და მთავრობის რეგულაციების დაცვას აკონტროლებს. ასევე მოხალისეები ჩართული არიან სავაჭრო ობიექტებსა და ბანკომატებთან რიგების მოწესრიგებაში. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო ხსნარით ყოველდღე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი . ფოთში დახურულია ყველა ობიექტი გარდა სურსათის და კვების პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქებისა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია აწარმოებს…

იხილე მეტი
სიახლე 

პნევმონიის დიაგნოზით ფოთელი ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს 23 03 20

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში დღეს ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან გრიპის სიმპტომებით ერთ-ერთ კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონებად გამოცხადდა, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ავტომობილით ბოლნისელ მამაკაცთან ერთად იმგზავრა. თერაპევტ ქრისტინა დანელიას განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს წევრი მამუკა ხორავა მებაჟეებს მიმართავს 23 03 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მამუკა ხორავამ განცხადება გაავრცელა. მისი თქმით არსებულ პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის დარეგულირებაში დიდი როლი მებაჟეებს მიუძღვით. მამუკა ხორავამ მათ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ სრულდება რეგულაციები ფოთის სუპერმარკეტებში 23 03 20

კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები და შეზღუდვები საცალო ვაჭრობის ქსელსაც შეეხო, თუ რამდენად სრულდება ფოთის სუპერმარკეტებში მთავრობის დადგენილება, ამის გარკვევას დღეს ჩვენი გადამღები ჯგუფი შეეცადა. შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში „ბერვილში“ დეზინფექცია ჩატარდა 21 03 20

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი პერიოდულად ახორციელებს სადეზინფექციო სამუშაოებს იმ დაწესებულება-ორგანზაციებში , რომლებიც არსებულ ვითარებაშიც აგრძელებენ საქმიანობას. დღეს საწარმო „ბევრილის“ ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალებები, საამქროები, გასახდელები და ადმინისტრაციული შენობა სპეციალურმა ბრიგადამ შესაბამისი ხსნარებით დაამუშავა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ახალგაზრდების საქველმოქმედო აქცია 21 03 20

ამ წუთებში ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლთან შეკრებილები არიან ახალგაზრდები. ფოთელების, მარიამ ჯოლოგუასა და ანა სიჭინავას ინიციატივით ხდება პროდუქტებისა სხვა აუცილებელი ნივთების შეგროვება. დღესვე 15:00 საათიდან, მოსახლეობის მიერ მოწოდებული სიების შესაბამისად მოხდება პროდუქტების განაწილება. აქციას მოძრაობა “ქალაქის ხმაც” შეუერთდა.

იხილე მეტი

მეცხრე ტალღის ეთერში „ ეს ქვეყანა შენია“- ს მეხუთე გადაცემა გავიდა 21 03 20

პარასკევს 20 მარტს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში პროექტის ფარგლებში „ეს ქვეყანა შენია“ს მეხუთე გადაცემა გავიდა. ჩვენი ეთერი, ამჟამად მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემას დაეთმო. გადაცემის სტუმრები პირველ ბლოკში ფონდ ,,ქველმოქმედი- 2015“ის დამფუძნებელი და ქალთა კლუბის თავმჯდომარე იამზე გორგოტაძე და ,,კეფალის ფესტივალის ორგანიზატორი ნანა ტაბიძე იყვნენ . ხოლო მეორე ბლოკში ასოციაცია ,,თავისუფალი თაობის“ დამფუძნებელი შორენა მირცხულავა, ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის ექიმი ეკატერინე ლომინაძე და სურდო თარჯიმანი ზვიად ჯანელიძე იმყოფებოდნენ გადაცემის მესამე ბლოკში კი ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კვინჩია იყო. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი…

იხილე მეტი
სიახლე 

სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა 20 03 20

კორონავირუსის პრევენციის მიზნით სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას ოფისის პერიოდული დამუშავება სპეციალური საშუალებებით დღესაც ჩატარდა. დამუშავდა როგორც სტუდია ისე სამონტაჟო, საეთერო,ნიუსრუმი, ჰოლი, კორიდორები, ავეჯი და ტექნიკა

იხილე მეტი
სიახლე 

,,ეს ქვეყანა შენია” მე-5 გადაცემა 20 03 20

პარასკევს 20 მარტს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში პროექტის ფარგლებში „ეს ქვეყანა შენია“ს მეხუთე გადაცემა გავიდა. ჩვენი ეთერი, ამჟამად მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემას დაეთმო. გადაცემის სტუმრები პირველ ბლოკში ფონდ ,,ქველმოქმედი- 2015“ის დამფუძნებელი და ქალთა კლუბის თავმჯდომარე იამზე გორგოტაძე და ,,კეფალის ფესტივალის” ორგანიზატორი ნანა ტაბიძე იყვნენ . ხოლო მეორე ბლოკში ასოციაცია ,,თავისუფალი თაობის“ დამფუძნებელი შორენა მირცხულავა, ფოთის სოციალური მომსახურების ცენტრის ექიმი ეკატერინე ლომინაძე და სურდო თარჯიმანი ზვიად ჯანელიძე იმყოფებოდნენ. გადაცემის მესამე ბლოკში კი ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზაალ კვინჩია იყო. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი…

იხილე მეტი
სიახლე 

რიონში ზუთხის იშვიათი სახეობა დაიჭირეს 20 03 20

რამდენიმე დღის წინ, მდინარე რიონში, სოფელ პატარა ფოთთან ადგილობრივმა მეთევზემ ზუთხი დაიჭირა. მან აღნიშნულზე ორგანიზაცია „ფაუნა ენდ ფლორა ინტერნეუშენელის“ წარმომადგენელს აცნობა. ბუნებაში გაშვებამდე მოხდა ზუთხის ფოტო-ვიდეო გადაღება და საჭირო ნიმუშების აღება. აღმოჩნდა რომ დაჭერილი თევზი ზუთხის იშვიათ სახეობას ჯარღალას, იგივე ფორეჯს განეკუთვნებოდა. აღსანიშნავია რომ ჯარღალა მხოლოდ შავი და კასპიის ზღვის აუზებში ბინადრობს და თითქმის გადაშენებულად ითვლება. 1903 წელს დაარსებული Fauna & Flora International (FFI) არის ველური ბუნების დაცვის მიზნით შექნმილი უძველესი ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც 45 ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის საქმიანობა ბიომრავალფეროვნების დაცვაზეა მიმართული, რომელიც ჯანსაღ ეკოსისტემებს ემყარება . საქართველოში ზუთხის კონსერვაციის…

იხილე მეტი