ფოთში საჭადრაკო ტურნირები ონლაინ იმართება 27 03 20
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია მოგიწოდებთ გავითვალისწინოთ ექიმების რეკომენდაციები და სახლში დარჩეთ! სამთავრობო კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით გადაიდო ფედერაციის კალენდრით გათვალისწინებული ყველა ტურნირი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე კარანტინში, თვითიზოლაციაში, სახლში ყოფნა უფრო საინტერესო რომ გახდეს ფედერაციამ დაიწყო ელვისებურ ჭადრაკში ‘ონლაინ’ ტურნირების პროექტი მსოფლიოში პოპულარული აპლიკაციის: chess.com – ის პლატფორმაზე, ფედერაციის გვერდის (https://www.chess.com/club/georgian-chess-federation) გამოყენებით. ფედერაცია ყოველდღიურად ატარებს ტურნირებს ელვისებურ ჭადრაკში სხვადასხვა სარეიტინგო კატეგორიებში. საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეები კი დაჯილდოვდებიან შესაბამისი პრიზებით. (ბავშვებისათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემაში საჭადრაკო გაკვეთილებზე დასწრება; მოყვარულთათვის ჭადრაკი tv –ს გადაცემა ‘ჭადრაკი და ხელოვნება’ მონაწილეობა; ონლაინ გაკვეთილი დიდოსტატთან, ონლაინ თამაში დიდოსტატთან…
იხილე მეტი