სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი 6 გაიზარდა 20 03 20

ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ მოქალქეებს კიდევ 6 დაემატა. აქედან ისრაელიდან ჩამოსული ერთი მოქალაქეა , რადგან ადგილზე თვითიზოლაციის პირობები არ ქონდა , საგანგებო სიტუაციების მართვამ, ის აჭარაში საკარანტინო პირობებში გადაიყვანა. დანარჩენები ნიგერიიდან და თურქეთიდან ჩამოვიდნენ. ჯამში 49 ადამიანი არის თვითიზოლაციაში, 6 კი კარანტინში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ზინაიდა გაგუას განცხადებით ყველას მდგომარეობა ნორმალურია და რეჟიმის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პორტი საგანგებო განცხადებას ავრცელებს 20 03 20

კორონავირუსთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ მოქმედი ბიზნეს უწყვეტობის გეგმის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური, კავკასიისთვის უმნიშვნელოვანესი ლოჯისტიკური კარიბჭე, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის კავშირს გლობალურ სავაჭრო ქსელთან, კრიზისულ პერიოდშიც გააგრძელებს ტვირთების მომსახურებას. ჩვენ მოწოდებული ვართ, უზრუნველვყოთ მაქსიმალური საოპერაციო მოცულობა და ხელმისაწვდომობა, რათა მიწოდების ჯაჭვმა გააგრძელოს შეუფერხებლად მუშაობა. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება რჩება ჩვენს მთავარ საზრუნავად. ჩვენი კოლეგები, რომლებსაც შეუძლიათ იმუშაონ სახლიდან, უზრუნველყოფილნი არიან შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობით და მათ აქვთ წვდომა ყველა სისტემაზე, რათა შეასრულონ მომხმარებლების საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანები. საოპერაციოდ კრიტიკულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები ფიზიკურად რჩებიან სამუშაო ადგილებზე. ისინი უზრუნველყოფილნი არიან ნიღბებით,…

იხილე მეტი
სიახლე 

ტოტალიზატორები კორონა ვირუსთან საბრძოლველად 1 მილიონ ლარს რიცხავენ 20 03 20

Covid 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალმა კომპანიებმა (რომელშიც ერთიანდებიან შემდეგი კომპანიები: კროკობეთი, აჭარაბეთი, ევროპაბეთი, ლიდერბეთი, კრისტალბეთი, და ბეთლაივი, მიიღეს ერთობლივი გადაწყვეტილება გამოეყოთ ჯამში 1 000 000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი, რათა კიდევ უფრო ეფექტურად მოხდეს საქართველოში კორონა ვირუსის (Covid 19) წინააღმდეგ ბრძოლა.აღნიშნული თანხა მიემართება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და ბიზნესის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. Covid 19-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საჭირო რეკომენდაციების მისაღებად შექმნილია პეციალური ვებგვერდი: https://stopcov.ge/, სადაც უწყვეტად თავსდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება და სიახლე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და…

იხილე მეტი
სიახლე 

კროკობეთის საგანგებო განცხადება 20 03 20

Covid 19-ის გავრცელების გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კროკობეთმა უპირობოდ გაითვალისწინა პრემიერის რეკომენდაცია და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, სრულად გადასულიყო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, ხოლო პრევენციის მიზნით, 18 მარტიდან, ყველა ტოტალიზატორისა და სლოტ კლუბის ფუნქციონირება შეაჩერა.მოქალაქეთა ინფორმირების მიზნით, Covid 19-ის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისა და საჭირო რეკომენდაციების მისაღებად შეიქმნა ვებგვერდი: https://stopcov.ge/, სადაც უწყვეტად განთავსდება სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა ღონისძიება და სიახლე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ლეიბორისტმა შშმ პირს ეტლი გადასცა 20 03 20

ლეიბორისტული პარტიის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარის მამუკა ხორავას ინიციატივით და იაპონელი ბიზნესმენის კირურუ სუძუკის ფინანსური მხარდაჭერით სპეციალური საჭიროებების მქონე ფოთელ ალექსანდრე კვარაცხელიას ორი სხვადასხვა დანიშნულების ეტლი გადაეცა. აქციის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ეტლები ალექსანდრე კვარაცხელიას თავისუფალ გადაადგილებას და საზოგადოებაში ადაპტაციას გაუადვილებს.

იხილე მეტი
სიახლე 

20 მარტს 20:00 – საათზე გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა 17 03 20

პარასკევს 20 მარტს 20:00 საათზე სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღა“-ს პირდაპირ ეთერში გადაცემა „ეს ქვეყანა შენია“ გავა. ჩვენი ეთერი, ამჟამად მოხალისეობისა და სამოქალაქო აქტივიზმის თემას დაეთმობა. მოხალისეების მნიშვნელობა განსაკუთრებით კრიზისულ პერიოდებში დგება, ისეთში, როგორშიც ახლა არა მარტო ჩვენი ქვეყანა არამედ მთელი მსოფლიოა. სახელმწიფო სტრუქტურებს ადამიანური რესურსის დეფიციტი უჩნდებათ და სწორედ ამის აღმოსაფხვრელადაა საჭირო აქტიური მოქალაქეების ძალისხმევა. პროექტს საქართველოში ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ახორციელებს. პროექტის მიზანია, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაცია. მათი საზოგადოებასთან დაახლოება და აქტიური პირების წარმოჩენა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში დღეიდან გარკვეული სავაჭრო ობიექტები მუშაობას წყვეტენ 19 03 20

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დღეიდან გარკვეული სავაჭრო ობიექტები მუშაობას წყვეტენ. ამის შესახებ ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ ჩვენთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მითითებების შესაბამისად ის ობიექტები, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, დროებით შეწყვეტენ მუშაობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო ხსნარები გადაეცა 19 03 20

COVID-19 პრევენციის ღონისძიებებში კერძო პირებიც ჩაერთვნენ. გერონტი კუხალეიშვილის ფონდის დამფუძნებლის გიგა კუხალეიშვილის გადაწყვეტილებით და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების ორგანიზებით , ფოთის მუნიციპალიტეტს სადეზინფექციო ხსნარები და ანტიბაქტერიული საშუალებები გადაეცა პრეპარატები და ხსნარები მოხალისეებს, დასუფთავების სამსახურს და სხვა ა(ა)იპებს გადაეცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

ექიმების მხარდამჭერი აქცია ფოთში 19 03 20

მედიკოსების მიმართ მადლიერების აქციას ფოთიც შეუერთდა. მოქალაქეებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ტაშით გაამხნევეს და გაწეული შრომისთვის მადლიერება ტაშით გამოხატეს. მათი განცხადებით, ეს არის სოლიდარობის აქცია, რომელიც არის აპარტიული, ეროვნული სოლიდარობის და ემსახურება ჩვენი ექიმების გამხნევებასა და მოტივირებას. რადგანაც ისინი ნამდვილად დაუღალავად შრომობენ თითოელი ჩვენი მოქალაქის ჯამრთელობისათვის. მოქალაქეებს ფოთის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები შეუერთდნენ და ექიმების მხარდაჭერა ტაშით გამოხატეს. სოლიდარობის აქცია ,,მადლიერების ტაში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მიკროავტობუსების მომსახურება დროებით შეჩერებულია 19 03 20

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის ფოთში, დროებით გაჩერებულია მიკროავტობუსების მომსახურება. მოქალაქეების გადაადგილება მუნიციპალური ტრანსპორტით შეუძლიათ, რომელიც სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღე მუშავდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფოთის ტრანსპორტის უფროსს ლადო გუნიავას ვესაუბრეთ. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული იქნა სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობებიდან, მიკროავტობუსი, როგორც უფრო მცირე სივრცის მქონე სატრანსპორტო საშუალება, ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე მომატებულ საფრთხის შემცველ ტრანსპორტად იქნა მიჩნეული.

იხილე მეტი