სიახლე 

სკოლებში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო 11 03 20

სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, – ამის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 46 ადამინი რჩება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 11 03 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 12 მარტს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ. ღამით ნისლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12° +14°; ღამით: +9° +11°. 13 მარტს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +14 +16 ; ღამით: +12° +14° იქნება. 14 მარტს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +12°+14° ; ღამით +10° +12° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი 1913″-მა პირველი მატჩი ფრედ დაასრულა 10 03 20

დღეს ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ეროვნული ლიგა 3-ის პირველი ტურის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფოთის ,,კოლხეთი“ და თბილისის ,,სპაერი” დაუპირისპირდა. თამაშის დასაწყისში თბილისის ,,სპაერმა“ პირველი გოლის გატანა შეძლო. თუმცა მოგვიანებით ფოთელებმა მდგომარეობა გამოასწორეს, და თბილისელების კარში გოლი გაიტანეს. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა თუმცა ანგარიში ფრედ 1:1 დასრულდა. მორიგი შეხვედრა 17 მარტს გაიმართება, სადაც ,,ფოთის კოლხეთი“ ლანჩხუთის ,,გურიას“ დაუპირისპირდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი უშუისტები „საქართველოს თასის“ გათამაშებისათვის ემზადებიან 09 03 20

ფოთში უშუს სკოლა 4 წელია რაც ფუნქციონირებს. ამჟამად ის ქალაქის სპორტისა და ტურიზმის ცენტრში შედის. სკოლას დაარსებიდანვე ვასილ დუნდუა ხემძღვანელობს. აღსანიშნავია, რომ შარშან ფოთელმა სპორტსმენებმა ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. სკოლის აღსაზრდელების აქტივში ასევე ირიცხება ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და ბრინჯაოს მედლებიც. ფოთელი უშუისტები ამჯერად საქართველოს თასის გათამაშებისთვის ემზადებიან. მსოფლიოში უშუ-კუნფუს 3 ძირითადი მიმდინარეობაა. სამკურნალო უშუ, სპორტული-საჩვენებელი უშუ და საბრძოლო ხელოვნება. ფოთის სკოლაში სპორტულ-საჩვენებელ უშუს ეუფლებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

წალენჯიხაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს 09 03 20

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წალენჯიხის  მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს ტერიტორიიდან 45 ერთეული დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის მრგვალი მორიც არის ამოღებული.   ვინაიდან  აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეგზავნა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს ესტუმრნენ 09 03 20

ქალთა დღესთან დაკავშირებით ფოთის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციის ხემძღვანელი ნოდარ კორსანტია, თანამშრომლებთან ერთად უპოვართა სასადილოს ესტუმრა და ბენეფიციარ მანდილოსნებს საჩუქრები გადასცა. ნოდარ კორსანტიას განცხადებით, ბაზრის ადმინისტრაცია საქველმოქმედო აქციებში მომავალშიც ჩაერთვება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის „კოლხეთი 1913“ განახლებული შემადგენლობით იასპარეზებს 09 03 20

ფოთის ცენტრალური სტადიონის საკონფერენციო დარბაზში, გუნდის ხელმძღვანელობამ, გულშემატკივრებს მომავალი სეზონის ,,კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები წარუდგინა. გუნდის შემადგენლობა კი ასე გამოიყურება : ლუკა ნანავა, ლაშა ძაგანია, ლაშა გვალია (გუნდის კაპიტანი), დათო მეგრელიშვილი, თენგიზ გოროზია, გურამ ლეჟავა, გიორგი ბერაია, გიორგი ნაფიშვილი, თამაზ შალიკაშვილი, თორნიკე კუპრავა, გიორგი კაშია, აკაკი ნინუა, ვალერი ოლხოვი, გიორგი თურმანიძე, ნიკოლოზ გაბელია, თემურ ძაძამია, ლუკა მახარაძე, ლევან კაკულია, ბექა კაკუშაძე, ნიკა კირკიტაძე, თორნიკე მუმლაძე და კოლუმბიელი ხუან ვარგას- მონროი. შეხვედრაზე გუნდის პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120 – 30 ზე ჩატარდება 09 03 20

გუშინ ,,ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება, სადაც 120 მანდატი პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით გადანაწილდება. გთავაზობთ ფოთელი პოლიტიკოსების შეფასებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.

იხილე მეტი