სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 09 03 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 10 მარტს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +24° +26°; ღამით: +12° +14°. 11 მარტს მოსალოდნელია უმეტესდ ღრუბლიანი ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +17 +19 ; ღამით: +8° +10° იქნება. 12 მარტს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13°+15° ; ღამით +8° +10° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ლიტერატურული სალონის- „გულის სამელნე” 8 მარტისთვის 08 03 20

,,ეს ჩემგან” საგანმანათლებლო პროექტია. მისი მიზანია საზოგადოებას გაუღვივოს სიყვარული პოეზიისადმი, ასწავლოს მათ მისი სმენა, დანახვა, შეგრძნება კინოს საშუალებით. პოეტური მინი-ფილმები, ეს არის უნიკალური ჟანრი თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ჩვენ საშუალებას გაძლევთ გამოხატოთ თქვენი ემოცია, გამოთქვათ თქვენი სათქმელი. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის გზავნილი სივრცეში. ყოველი გზავნილი თქვენთვისაა! თითოეული მათგანი განუმეორებელია!საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან არსებული ლიტერატურული სალონი ,,გულის სამელნე” აგრძელებს ვიდეო-პროექტს სახელწოდებით – ,,ეს ჩემგან”.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პროექტის ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე” ტრენინგი გაიმართა 06 03 20

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტის, ,,მდინარეები ნარჩენების გარეშე -სუფთა შავი ზღვა“, ფარგლებში ტრენინგი გაიმართა. ნარჩენების მართვის სპეციალისტმა ციცინო თურქაძემ და პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ ადგილობრივ მოსახლეობას ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორია ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად საქართველოს ვალდებულებები ნარჩენების სფეროში, ასევე თუ როგორ ხდება ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კომპოსტირება. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს მდგრადობის გაუმჯობესებას, მდინარეებისა და შავი ზღვის დაბინძურების შემცირებას. პროექტს ქუთაისის მერია და იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი“ ახორციელებს და იგი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიაში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა 06 03 20

ფოთის მერი გოჩა კურდღელია საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა. მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება ადმინისტრაციულ შენობებში, სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნება სახელმწიფო უწყებებს და დაკვირვება მოხდება საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეებზე. ამ ეტაპზე სამუშაოები ჩატარებულია სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. საკოორდინაციო ჯგუფებს კოორდინაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში სოზარ სუბარი უწევენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 05 03 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 6 მარტს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +20° +22°; ღამით: +13° +15°. 7 მარტს მოსალოდნელია უმეტესდ ღრუბლიანი ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-10 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +13 +15 ; ღამით: +10° +12° იქნება. 8 მარტს მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +19°+21° ; ღამით +13° +15° იქნება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს 05 03 20

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით, ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ადგილზე მოეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, ასევე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელებით, მწვრთნელების ოთახით, სამედიცინო ოთახით, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თევზის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს 05 03 20

ხმაურია ფოთის ბაზარში. თევზის მოვაჭრეებმა რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტეს. რეალიზატორების განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ სარეალიზაციოდ გამოყოფილი ფართი დაახლოებით ერთი თვის წინ დაუნგრიეს, ახლა კი ბაზრის მეპატრონე მათ მაღაზიებზე მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. ისინი ბაზრის ადმინისტრაციას ზეწოლაში და მათი ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ. ბაზრის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ისინი მოვაჭრეებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ და მათთვის გაუგებარია აღნიშნული პროტესტი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

იხილე მეტი