სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 33 ადამიანი იმყოფება 17 03 20

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რიცხვი 33-მდე გაიზარდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფთაგან საბერძნეთიდან დაბრუნებული 2, 30-35 წლის მამაკაცი მზადდება საკარანტინო სივრცეში განსათავსებლად (ზუსტი ლოკაცია ჯერ ცნობილი არ არის). ასევე, ერთი ფოთელი ქალბატონი, რომელიც იტალიიდან დბრუნდა, უკვე განთავსებულია წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში. ამ ეტაპისათვის არც ერთ იზოლირებულ პირს კოვიდ 19 ვირუსის შესაბამისი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ” ჯერ-ჯერობით არცერთს არ ჭირდება ანლიზების აღება, რადგან კლინიკურად არანაირი გამოვლინება არა აქვთ, ყველა არის ჯანმრთელი, მაგრამ რომელიც უფრო რისკის ჯგუფია, იმათ ვაგზავნით საკარანტინოში. დანრჩენებს ვაკვირდებით 14 დღის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა 16 03 20

ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში, სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის ინიციატივით შედგა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასულიერო პირების კრებამ კორონავირუსით შექმნილ გამოწვევებზე იმსჯელა და რამდენიმე პუნქტიანი დადგენილება მიიღო. დადგენილების მიხედვით – შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი წესით მოხდება ეპარქიის მოქმედი ტაძრების დეზინფექცია. -ზიარების წესი დარჩება უცვლელი, მორწმუნეები ეზიარებიან ერთი საერთო კოვზით. – იმასთან დაკავშირებით, რომ სიტკბოების მიღება არ წარმოადგენს სავალდებულო წესს, მრევლის წევრებს მიეცათ არჩევანის თავისუფლება მის მიღებასთან დაკავშირებით, თითოეული მოიქცევა მისი შეხედულების მიხედვით. – ეპარქიის თითოეულ ტაძარში, ყოველ კვირას წირვის მსახურებას მოებმება…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 16 03 20

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით 17 მარტს მოსალოდნელია მოღრუბლული ამინდი, უმეტესად წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +4° +6°; ღამით: +3° +5°. 18 მარტს მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. დაქროლავს ცვალებადი მიმართულების ქარი 5-11 მ/წმ. სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +5° +6° ; ღამით: +3° +5°

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა 16 03 20

ფოთში კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ტარდება. ფოთის მერი გოჩა კურდღელია საკოორდინაციო საბჭოს წევრებს შეხვდა და კვირის მანძილზე გაწეული მუშაობის ანგარიში მოისმინა. ამ ეტაპზე ფოთში, თვითიზოლაციაში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული 12 მოქალაქე იმყოფება. მათზე დაწესებული მონიტორინგის პროცესის მართვაზე პასუხისმგებლობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მენეჯერს დაეკისრა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ახორციელებს საჭირო ღონისძიებებს. მერის განკარგულებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ადმინისტრაციულ შენობებში, სკოლებში, სკოლამდელ, სკოლისგარეშე და სპორტულ, სახელოვნებო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩატარდა. სარეკომენდაციო წერილები დაეგზავნა კერძო უწყებებს. შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები, რომელიც პირველ ეტაპზე, ჩართულია ა(ა)იპ სოციალური მომსახურების ცენტრის უფასო სასადილოში…

იხილე მეტი
სიახლე 

თიბისი ბანკის მომხმარებლებს შეღავათს სთავაზობენ 13 03 20

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ განცხადებაში წერია, რომელიც დღეს გავრცელდა. „საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას. დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“, – ნათქვამია განცხადებაში. თიბისი მომავალი კვირიდან დაიწყებს საშეღავათო პერიოდთან დაკავშირებული პროცედურების დამუშავებას. დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ.…

იხილე მეტი
სიახლე 

მარტვილის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო საამქრო გამოავლინეს 13 03 20

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონო სახერხი საამქროები დაილუქა, ხოლო ტერიტორიიდან, ჯამში 200 ერთეულზე მეტი წიფლისა და ფიჭვის სახეობის ფიცარი არის ამოღებული. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. ირაკლი მუკნიაშვილი – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში თვითიზოლაციაში 6 ადამიანი იმყოფება 13 03 20

„თვითიზოლაციაში ამჟამად არის 6 ადამიანი, აქედან ორი მდედრობითი სქესისაა. ერთი არის ჩამოსული იტალიიდან, ერთი – საფრანგეთიდან, ოთხი – გერმანიიდან. რაც შეეხება ასაკს, ერთი 18 წლისაა, დანარჩენები არიან 30-დან 45 წლამდე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. არცერთს არ აღენიშნება ტემპერატურა. არიან ცალკე იზოლირებულ ოთახში. საკვების მიწოდება ხდება ოჯახის წევრების მიერ დისტანციურად. ზოგს საპირფარეშო და სველი წერტილი საერთო აქვს, მაგრამ მუშავდება. არიან მკაცრად გაფრთხილებულები, იმ შუალედში, როდესაც ჩვენ არ ვურეკავთ, ოდნავაც რომ აუწიოთ ტემპერატურა, ან ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს იგრძნობენ, დაგვიკავშირდნენ. დღეისათვის სიტუაცია არის აბსოლუტურად მართვადი, ყველა იცავს იზოლაციის წესებს და არანაირ დარღვევას…

იხილე მეტი