სიახლე 

„კეფალის ფესტივალი“-ს ფარგლებში ფოტოკონკურსი გამოცხადდა 16 01 20

Kefal Fest ფარგლებში ფოტოკონკურსი „ჩვენი ფოთის ოთხი სეზონი“ გამოცხადდა. მონაწილეობის მსურველებმა უნდა ამოარჩიონ ერთ ობიექტი ფოთში და გამოაგზავნონ ამ ობიექტის ზამთარში, გაზაფხულს, საფხულში და შემოდგომაზე გადაღებული ოთხი სურათი. წელს შესაძლებელია წარმოადგინეთ 3 სურათი (შემოდგომის გამოკლებით, რადგანაც ფესტივალი ზაფხულში იმართება. მე4 სურათი კი არსებობის შემთხვევაში ბონუს სურათი იქნება. ფოტოები მიიღება 15 ივლისის 00:00 საათამდე ერთ მონაწილეს შეუძლია მხილოდ ერთი ფოტოს გამოგზავნა ფოტო შეიძლება იყოს გადაღებული როგორც პროფესიული კამერით, ისე მობილური ტელეფონით; ფოტოსთან ერთად აუცილებელია მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, ტელეფონის ნომერი, ფოტოს სათაური და თქვენი ფეისბუქის პროფილის ბმული, ასეთის არსებობის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მელიორაციის სამსახური შეიქმნა 15 01 20

ფოთში მელიორაციის სამსახური შეიქმნა. მისი მიზანი: ქალაქის უბნების დატბორვის თავიდან აცილება, დაჭაობებული უბნების დაშრობა, ხელოვნური წყალსატევების, წყალმიმღებების, სატუმბი სადგურების რეგულირება, მუნიციპალიტეტის სანიაღვრეებზე და სამელიორაციო სისტემებზე ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის განხორციელება, ნორმების დაცვა და ზედამხედველობაა. ალექსანდრე მოწერელია მელიორაციის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მან მელიორაციის კუთხით ფოთში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა, სპეციალისტებისგან სფეროში არსებული ვითარება მოისმინა და სამსახურის გეგმებს ფოთის მერთან და მის პირველ მოადგილესთან ერთად გაეცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

საახალწლო საჩუქარი ფოთის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს და შ შ მ ბავშვთა დღის ცენტრს 15 01 20

ქალაქ ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილესთან მამუკა პაპასკირთან ერთად, ახალი წლის დადგომა მიულოცა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიარებს და მათ ტკბილეული გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება 15 01 20

ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება,პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე დასრულდა, მოხდა სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტება, დამონტაჟდა გარე განათების თანამედროვე სისტემა. აღნიშნული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით დაფინანსდა. ამჯერად გამოცხადებულია ტენდერი პროექტის მეორე ეტაპის განსახორციელებლად. მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. ფოთში მყოფმა სახელმწიფო რწმუნებულმა არქიტექტორებთან შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ფოთის სამი საკვანძო ქუჩის სრული რეაბილიტაციის საკითხზე. მთავრობის განკარგულების…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან კონცერტი გაიმართა 15 01 20

ფოთში ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან კონცერტი გაიმართა, სადაც ფოთის სხვადასხვა ბენდი იღებდა მონაწილეობას. მათ მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. აღსანიშნავია რომ კონცერტში მონაწილეობდა 5წლის დრამერი საბა გედენიძე, რომელმაც საოცარი შოუ მოუწყო დამსწრეებს და დიდი მოწონება დაიმსახურა. კონცერტი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.

იხილე მეტი
სიახლე 

“ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე” -კონკურსი ფოთში 14 01 20

ფოთის  მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით კონკურსი „ყველაზე კრეატიული ნაძვის ხე“ გაიმართა,სადაც მონაწილეობა კოლეჯი ,,ფაზისმა”, საჯარო და კერძო სკოლებმა მიიღეს. ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა სამ ნომინაციაში გამარჯვებული ექვსი ნაძვის ხე, კერძოდ: ,,ყველაზე მხიარული ნაძვის ხე“ -პირველი საჯარო სკოლა ,,წლის საუკეთესო დიზაინი’’- მე-2 საჯარო სკოლა, მე-5 საჯარო სკოლა და წმ. ნიკოლოზის სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა ,,წლის მიგნება-აღმოჩენა’’- მე-7 საჯარო სკოლა და მე-12 საჯარო სკოლა. კონკურსში სულ 15 ნაძვის ხე იყო წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ერთობლივი საქველმოქმედო აქცია ფოთში 14 01 20

სამოქალაქო მოძრაობა ,, ქალაქის ხმის“ ინიციატივით და ფოთის მერიისა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს მხარდაჭერით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. მას ქალაქის რამდენიმე ორგანიზაციაც შეურთდა. აქციის მონაწილეები 12საათზე ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან შეიკრიბნენ და სხვადასხვა ლოკაციაზე მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისკენ გაემართნენ. აქცია მალთაყვაში ე.წ გეოლოგთა სასტუმროში მცხოვრებ ოჯახებთან სტუმრობით დაიწყო, რის შემდგომაც მათ უპოვართა სასადილოს ბენეფიციარები, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრების აღსაზრდელები მოინახულეს. შემდგომ აქციის მონაწილეები ქალაქის სხვადასხვა უბანში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს და შეჭირვებულ ოჯახებს ესტუმრნენ, მათ სასურსათო პაკეტები გადასცეს. აქციის მონაწილეებმა 80ზე მეტ ოჯახს გაუწიეს დახმარება.

იხილე მეტი