სიახლე 

უკრაინა, გერმანია და რუსული გაზი.სტუდია ვაშინგტონი 01 02 22

გერმანია რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფ უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აწვდის. ბერლინი მოსკოვთან კარგ დამოკიდებულებას ინარჩუნებს, თუმცა უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, კრემლს საფასურის გადახდით ემუქრება. სასწორზეა გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომლის ამოქმედება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ახალი საზღვაო ნავსადგური გაიხსნა 31 01 22

„პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით ფოთში ახალი ნავსადგურის მშენებლობა დასრულდა.ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ოფიციალური ცერემონია დღეს, ფოთში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, ასევე პარლამენტის წევრები დიპლომატიური კორპუსისა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლები დაესწრნენ,მათ შორის ამერიკის ელჩი კელი დეგნანი.ახალი ნავსადგური საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე პროექტებს შორის აქამდე რეალიზებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია და მისი ღირებულება 120 მილიონ დოლარს აღწევს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC) ნავსადგურის მშენებლობის პროექტი 50 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა, რაც ამ ორგანიზაციის მიერ ერთ პროექტზე…

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 31 01 22

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +13, +18, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს.ფოთში 1 თებერვალს დღისითა და ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება, უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8,+10 ღამით +5 +7 იქნება. 2 თებერვალს მოსალოდენლია ცვალებადი ღრუბლიანობა მცირე წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 +13 ხოლო ღამით +4 +6 იქნება.

იხილე მეტი

„კურსორი“-ს სტუმარია ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი 29 01 22

შაბათს ფოთს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში,კელი დეგნანი სტუმრობდა,რომელიც ,,კურსორში’’ იმყოფებოდა მან ისაუბრა  დეცენტრალიზაციის საკითხზე,შავი ზღვის აუზის პერსპექტივაზე,ფოთის როგორც სატრანსპორტო კვანძისა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის განვითარებაზე ასევე ელჩი შეეხო რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებას,რუსეთის დაუფარავ აგრესიას და კოვიდ 19-ით გამოწვეულ პრობლემებს. ამასთან ყურადღება გაამახვილა,რეგიონალური ტელევიზიების მნიშვნელობასა და USAID-ის პროექტებზე საქართველოში.

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს, ბინას გადასცემს 28 01 22

დევნილთა სააგენტო 2022 წელს, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 800 ოჯახს გადასცემს.  როგორც ცნობილია,აღნიშნულ კორსპუსებში რამდენიმე ფოთში მცხოვრები ოჯახიც მიიღებს საცხოვრებელ ფართს. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, დევნილთა განყოფილების უფროსის ირაკლი ლეჟავას განცხადებით: გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიენიჭა და თითოეული ოჯახის სია სააგენტოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. ცნობისათვის:, სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღეში, დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა ეძლევათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდეგაც, უკვე  განახლებული სია გამოქვეყნდება

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“-ს სტუმარია ნინო ხურცია 28 01 22

,,კურსორი’’-ს სტუმარია: დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფოთის განყოფილების უფროსი ნინო ხურცია, რომელიც ქალაქში და ქვეყანაში არსებულ ეპიდ-ვითარებაზე ვრცლად გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტუდია ვაშინგტონი 27 01 22

ამერიკამ რუსეთს წერილობითი პასუხი გაუგზავნა ამერიკამ და ნატომ რუსეთს წერილობითი პასუხები გაუგზავნეს; ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი წლის შემდეგ პანდემია, ინფლაცია და პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ სერიოზული გამოწვევებია.

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“-ს სტუმარია ასლან ბოლქვაძე 27 01 22

ფაუნა და ფლორა ინტერნეიშენალის და OSME-ს თანამშრობლობით განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანს ახალგაზრდა ბაზიერების ფრინველთა კონსერვაციის მიმართულებით გააქტიურება წარმოადგენდა., წარმატებით დასრულდა. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ბაზიერები, პალიასტომის ტბას ესტუმრნენ და რეინჯერებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინეს კანონაღსრულების მიმართულებით, ხოლო ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებმა ახალგაზრდებს წითელი ნუსხის სახეობებისა და ფრინველთა დათვლის მეთოდების შესახებ უამბეს. ტურის მონაწილეებმა რამდენიმე იშვიათ ფრინველზე დაკვირვებაც შეძლეს.აღნიშნულ საკითხთამ დაკავშირებით ,,კურსორი’’-ს სტუმარია : ბაზიერი, ასლან ბოლქვაძე

იხილე მეტი