სიახლე 

2:33 / 9:44 „კურსორი“-ს სტუმარია გოჩა ქორქია 26 01 22

,,კურსორი”-ს სტუმარია ფოთის საგანმანათლებლო რესურსს- ცენტრის უფროსი: გოჩა ქორქია რომელიც ეპიდ ვითარების ფონზე ფოთის სკოლების მუშაობის შესახებ გვესაუბრება.ცნობისათვის, ფოთში დისტანციური სწავლების რეჟიმზე 6 სკოლა გადავიდა.საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, გოჩა ქორქიას განცხადებით I, II, III, V, XI და XV საჯარო სკოლები, ორი კვირით ონლაინ რეჟიმზე სრულად გადავიდნენ.

იხილე მეტი

ფოთის გუნდი ჭაბონამა, მასტერ ლიგის ტურნირზე 26 01 22

დღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, მერიის, კულტურის განათლების ძეგლთადაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა ზურაბ ტიბუამ და 7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის წარმომადგენელმა ლაშა ჭეიშვილმა, მასტერ ლიგის ახალ პროექტზე – საფეხბურთო ტურნირზე ისაუბრეს. აღნიშნული ტურნირი ქობულეთში ჩატარდება და მასში, 10-მდე საფეხბურთო გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, ფოთის გუნდი ჭაბონამა. აღსანიშნავია რომ პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით რეგიონალური და მუნიციპალური ჩემპიონატები გაიმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

დაასრულებს თუ არა ,,ომიკრონი” პანდემიას 26 01 22 საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად: პირები, რომლებსაც კორონავირუსისთის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდათ, მაგრამ ტესტი არ გაუკეთებიათ და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და ე.წ. მწვანე პასპორტს მიიღებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფოთის ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო ჭანტურია ეხმაურება, როგორც ის აცხადებს : ,,ომიკრონი’’ დომინანტი შტამია და იმდენად სწრაფად ვრცელდება,რომ შესაძლოა სწორედ ის გახდეს პანდემიის დასასრული, შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რელევანტურია .ცნობისათვის,კოვიდ ტესტის გარეშე მიღებული ,,მწვანე პასპორტი’’–ს ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს ეკუთვნის.

იხილე მეტი
სიახლე 

რას ფიქრობენ აშშ-ის კონგრესში რუსეთის შესაძლო აგრესიაზე უკრაინაში? სტუდია ვაშინგტონი 26 01 22

“მჯერა, რომ უკრაინა და საქართველოს ალიანსში მაშინ რომ შემოგვეყვანა, როდესაც ამ წინადადებით ამერიკა პირველად გამოვიდა, რუსეთი დღეს უკრაინის და საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნებოდა”, – აცხადებს დემოკრატი სენატორი კრის მერფი. სენატორს უკრაინის საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ანი ჩხიკვაძე ესაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საპროტესტო აქცია ,,სისტემა კლავს” გაიმართა 25 01 22

“სისტემა კლავს” ამ ლოზუნგით საპროტესტო აქცია გაიმართა ფოთის პოლიციის შენობასთან, აქ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და თბილისში პოლიციელის მიერ შშმ პირის ცემის ფაქტი დაგმეს. ” გირჩის” წარმომადგენელის ლევან ბერიძის განცხადებით ” რა სისტემაც “ქართულმა ოცნებამ” ჩამოაყალიბა სწორედ ეს სისტემა კლავ,ს ამის დასრულება კი მხოლოდ მოქალაქეებს შეუძლია. ცნობისთვის, გუშინ 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. დღეს კი ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს, ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.

იხილე მეტი

„კურსორი“-ს სტუმარია ლუკა კაზანჯი 25 01 22

,,კურსორი”-ს სტუმარია : ფოთელი ლუკა კაზანჯი, რომელიც გერონტი(ჯუკა) კუხალეიშვილის ფონდის მიერ “მართმსაჯულების სახლში” სწავლის სრული კურსის დაფინანსების შესახებ და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი

„კურსორი“-ს სტუმარია ბათუ დოლბაია 24 01 22

,,კურსორი”-ს სტუმარია : წარმატებული ფოთელი ხელოვანი, ,,ფოთის არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლი”-ს საესტრადო განყოფილების პედაგოგი ბათუ დოლბაია, რომელიც საავტორო კლიპზე და სამომავლო გეგმებზე გვესაუბრება.

იხილე მეტი
სიახლე 

ამინდის პროგნოზი ფოთში 24 01 22

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 იანვრამდე საქართველოში ამინდის არახელსაყრელი პირობები შენარჩუნდება: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვნად კლება , ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში კი ნისლი იქნება. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. ფოთში 25იანვარს დღისითა და ღამით მოღრუბლული ამინდი გველოდება, უმეტესად უნალექოდ. შესაძლებელია მცირე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +4,+7 ღამით +3 +5 იქნება. 26 იანვარს მოსალოდენლია ღრუბლიანი ამინდი შესაძლებელია მცირე წვიმა ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 ხოლო ღამით +5 +7 იქნება

იხილე მეტი
სიახლე 

22 იანვარს ხანძარი იყო ფოთში, კოსტავას ქუჩაზე 24 01 22

22 იანვარს ხანძარი იყო ფოთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში. ერთი ბინა სრულად , ერთი კი ნაწილობრივ დაიწვა. ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშობდა. როგორც ფოთის მერიაში აცხადებენ: ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ფინანსურ დახმარებას გაუწევს. ზარალის ოდენობას,მერიის სამსახურის წარმომადგენლები,ადგილზე შეისწავლიან და დაზარალებულ ოჯახებს შესაბამისი კომპენსაცია გადაეცემათ,ამასთან საჭიროების შემთხვევაში ფოთის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით საცხოვრებელი ქირითაც უზრუნველყოფს. ხანძარი კოსტავას ქუჩაზე არსებულ ოთხსართულიან კორპუსში გაჩნდა, ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოხდა და კორპუსის არცერთი მცხოვრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია,ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

იხილე მეტი