სიახლე 

ფოთში ფონდი „სოხუმის” რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა 22 07 19

პროექტი „ძალადობის ჯაჭვის“ ფარგლებში, დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორის ლექცია – სემინარი გაიმართა. რიგით მეორე შეხვედრა ქალთა კლუბის წევრებთან შედგა, რომლის მთვარი თემა ოჯახური ძალადობა, მისი ფორმები და სახელმწიფოში არსებული რეფერალური მექანიზმები იყო. შეხვედრაზე, რომელსაც, იამზე გორგოტაძე უძღვებოდა, პრობლემის აღმოფხვრის გზებზე ისაუბრეს. სემინარი მიზნად ისახავს, კლუბის წევრთა ცნობიერების ამაღლებასა და ძალადობის პრევენციას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდა 22 07 19

ფოთში, საქართველოს აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე, „ლაზერისა“ და „ოპტიმისტის“ საერთაშორისო კლასებში მიმდინარეობდა, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები ასპარეზობდნენ. შეჯიბრის ბოლოს გამარჯვებულები მედლებითა და თასებით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელმა და თბილისელმა აფროსნებმა სასწავლო წვრთნები გაიარეს. ჩემპიონატის დასასრულს საიალქნო კლუბი „ფოთის“ გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. კლუბის ხელმძღვანელის, ნიკა იმნაძეს თქმით, სკოლაში დარეგისტრირება აფროსნობის მოყვარულ ყველა მსურველს შეეძლება. როგორც, საქართველოს აფროსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, სპორტის ეს სახეობა, ფოთში გარკვეული მიზეზების გამო რამდენიმე წელი არ არსებობდა. საიალქნო კლუბი „ფოთი“ საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში ფეხბურთის ყოველწლიური ტურნირი ჩატარდა 22 07 19

ფოთის საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, საფეხბურთო ტურნირიც გაიმართა, რომელშიც 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. მოჭადრაკეებმა ფეხბურთშიც ჩვეული ჟინი გამოავლინეს, და თავდაუზოგავად იბრძოლეს. ფინალში ერთმანეთს ქუთაისის-“რიონი” და ორგანიზატორების გუნდი “ფოთი” უშეღავათო ბრძოლაში დაუპირისპირდნენ, სადაც რამდენჯერმე “ვიდეორეფერის” გამოყენება გახდა საჭირო. საბოლოოდ სტუმრებმა გაიმარჯვეს და ბორის პაიჭაძის თასს დაეუფლნენ. აღნიშნული ტურნირი ფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად იმართება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მეშვიდე ტური დასრულდა 19 07 19

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მეშვიდე დღე დასრულდა. ფესტივალის ფარგლებში მეორე ბლიც ტურნირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ვაჟთა შორის ბლიც ტურნირის გამარჯვებული დავიდ შაპინიან გახდა, მეორე ადგილი გაბუზიან პოვანესმა მოიპოვა, მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი არტემ სუკიასიანი გახდა. ქალთა შორის საუკეთესო მოჭადრაკე კვლავ უკრაინელი კატერინა დოლზიკოვა გახდა. 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, საუკეთესო მოთამაშედ ალტაი ენულაიევია. 2000-ზე ნაკლებ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებში საუკეთესო შედეგი მალაკ ისმაილმა აჩვენა. მეშვიდე ტურის შემდეგ ა ტურნირში პირველ პოზიციაზე ლევონ ბაბუჯიანია. ბე ტურნირში პირველ პოზიციას ჯერჯერობით ალექს მანუკიანი იკავებს. ცე ტურნირში ზუგდიდელი გაბრიელ ბეჭვაია ლიდერობს. დე ტურში კი გიორგი გოგოლაური პირველ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბენეფიციარებს 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 1 ლარად შეეძლებათ 19 07 19

ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევა, რომლის მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა შეეძლებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკატერინე ადამიას ვესაუბრეთ: მისი თქმით, მედიკამენტების ჩამონათვალი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ეკატერინე ადამიას თქმით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. ბენეფიციარებს ექვსი ძირითადი მიმართულების სამკურნალო მედიკამენტის შეძენა, ფოთში ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ პსპ-ს ქსელის აფთიაქში შეეძლებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 22 ივლისის ჩათვლით წვიმიანი ამინდი დაფიქსირდება 19 07 19

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 22 ივლისის ჩათვლით დროგამოშვებით წვიმა დაფიქსირდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +27° მიაღწევს. 20 ივლისს ცვალებადი მიმართულების ქარი 6-11მ/წმ სიჩქარით იქროლებს. დღე-ღამის განმავლობაში ცვალებადი მოღრუბლულობა დაფიქსირდება, მოსალოდნელია დღის მეორე ნახევარში და ღამით დრო გამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით: +23° +25 °; ღამით კი + 21 ° + 23 ° იქნება. 21 ივლისს დასავლეთის ქარია მოსალოდნელი, რომელიც 5-10მ/წ სიჩქარით დაქროლავს. დღე-ღამის განმავლობაში მოსალოდნელია მოღრუბლულობა და დროგამოშვებით წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23° +25°, ხოლო ღამით +22° +24° დაფიქსირდება. 22 ივლისს ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 7-12…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,სამოყვარულო ნაოსობის რალი შავი ზღვა 2019’’ ჩატარდება 18 07 19

ფოთში, 19-22 ივლისის ჩათვლით, რეგატა სახელწოდებით ,,სამოყვარულო ნაოსობის რალი – შავი ზღვა 2019’’ გაიმართება, რომლის მიზანია სამოყვარულო ნაოსნობის განვითარება და შავი ზღვის ქვეყნების პოპულარიზაცია. შეჯიბრში ქართველ ნაოსნებთან ერთად საბერძნეთიდან და თურქეთიდან ჩამოსული სპორტსმენები იასპარეზებენ. რეგატაზე 10-დან 15-მდე იახტა იქნება წარმოდგენეილი. რეგატა სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული. იახტები ფოთის საიალქნო კლუბის ტერიტორიაზე განლაგდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ერთ-ერთი მოქალაქე მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფარს ითხოვს 18 07 19

აფხაზეთიდან დევნილი, დათიკო წურწუმია, რომელიც სოციალურად დაუცველი და ფოთის უპოვართა სახლის ბენეფიციარია, უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფარს ითხოვს. მას ამჟამად 8 მაწანწალა ძაღლი ჰყავს შეფარებული და თავისი სახსრებით მათ გამოკვებას ცდილობს. როგორც თავად ამბობს, თავის წილ საკვებს ძალღლებსაც უნაწილებს. ის ქალაქის თვითმმათველობას და გულისხმიერ ადამიანებს უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მოწყობას სთხოვს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში აფროსანთა ღია ჩემპიონატი ჩატარდება 18 07 19

მალთაყვაში, საწყალოსნო სპორტის ბაზაზე ფოთელი და თბილისელი აფროსნები სასწავლო წვრთნებს გადიან. აფროსნების საწვრთნელი შეკრება რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და კვირის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოს აფროსნობის ფედერაციის წარმომადგენლების თქმით, 20 ივლისს მალთაყვის საწყალოსნო სპორტის ბაზაზე საიალქნო კლუბი „ფოთის“ გახსნის ცერემონია გაიმართება. პარალელურად 20-21 ივლისს, საქართველოს ღია ჩემპიონატი ლაზერისა და ოპტიმისტის საერთაშორისო კლასებში ჩატარდება, სადაც 6 წლიდან 20 წლამდე ასაკის სპორტსმენები იასპარეზებენ. გამარჯვებულები, სიგელებით, მედლებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. როგორც კლუბის დამფუძნებელი ნიკა იმნაძე ამბობს, რეგატა სანახაობრივი იქნება და გულშემატკივრებს ელიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს 17 07 19

ფოთის საგამოცდო ცენტრში პედაგოგთა საგნობრივი კომპეტენციებისა და პროფესიული უნარების დამადასტურებელი გამოცდები, ერთიანი ეროვნული გამოცდების პარალელურად მიმდინარეობს. დღეს მასწავლებლებს გამოცდა ხუთ საგანში ჩაუტარდათ. როგორც გოჩა ქორქიამ განაცხადა, ის მშვიდ გარემოში, დარღვევების გარეშე მიმდინარეობს. რაც შეეხება გამოცდებზე დასწრებას, 133 პედაგოგიდან 103 პედაგოგი გამოცხადდა. გამოცდები 10 ივლისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება.

იხილე მეტი