სიახლე 

იუსტიციის სახლში აქცია დაიწყო 02 07 19

ფოთში, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. როგორც იუსტიციის სახლში განაცხადეს, აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე-სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. უწყების ინფორმაციით, 5 წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა 3 020 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა. მათგან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 630 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა უფასოდ ან შეღავათიან ფასად არის გაცემული.

იხილე მეტი
სიახლე 

ბავშვთა ცენტრის ბენეფიციარების მორიგი წარმატება 01 07 19

ბათუმში, სასტუმრო “ეუფორიაში” დაგეგმილ საერთაშორისო სპორტული ცეკვების ფესტივალზე პროფესიონალ მოცეკვავებთან ერთად ფოთის მუნიციპალიტეტის “ბავშვთა ცენტრის”აღსაზრდელებიც ასპარეზობდნენ, რომლებიც ამჯერადაც პირველი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ერთწლიანი პროექტი, რომელიც ფონდი “ქველმოქმედი 2015″-ისა და სტუდია”ბუმის” ერთობლივი მხარდაჭრით განხორციელდა, აღნიშნული ბენეფიციარების რიგით მეოთხე გამარჯვებით დასრულდა. აღსანიშნავია რომ, ფონდი ქველომოქმდის მიერ 4 წლის მანძილზე 10-ზე მეტი სოციალური პროექტი განხორციელდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო 01 07 19

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ფოთში გამოცდები N3 საჯარო სკოლაში ორ სესიად მიმდინარეობს. პირველი სასესიო რეგისტრაცია 08:00 საათზე, მეორე კი 14 საათზე დაიწყო. დღეს აბიტურიენტებმა ტესტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში დაწერეს. როგორც გოჩა ქორქიამ განაცხადა, ფოთის საგამოცდო ცენტრი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის არის საჭირო. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს ფოთის საგამოცდო ცენტრში 1 043 აბიტურიენტი, მათ შორის 350 ფოთელი დარეგისტრირდა. საქართველოს მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის წელს 41000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეროვნული გამოცდები 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ფესტივალი გაიმართა 01 07 19

ფოთი ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ფესტივალს მასპინძლობდა. ფესტივალში ადგილობრივი და რეგიონებიდან ჩამოსული 19 – მდე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლი მონაწილეობდა. კონცერტი ცენტრალურ პარკში უნდა გამართულიყო, თუმცა უამინდობის გამო ის სპორტ დარბაზში ჩატარდა. მოცეკვავეებმა ხორუმი, ქართული, მთიულური, აჭარული ცეკვები შეასრულეს და მაყურებლის მოწონებაც დაიმსახურეს. ფესტივალის მონაწილეები ჯანო ბაგრატიონის სახელობის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში პოლონური ფილმების ფესტივალი გრძელდება 28 06 19

ფოთის თეატრი პირველ პოლონურ ფილმების ფესტივალს მასპინძლობს. ჩვენებაზე წარმოდგენილია 4 მხატვრული ფილმი: როგორც ძაღლი კატასთან, შეწყალება, იულიუში, და მარია სკლოდოვსკა-კურიე. ფილმებში ძირითადად ასახულია ადამიანთა ცხოვრების ყოფითი პრობლემები და ოჯახური ურთიერთობის ტკბილ-მწარე სურათი. ფესტივალი 27 ივნისს დაიწყო და 30ივნისის ჩათვლით გაგრძელდებ. როგორც ფესტივალის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ხელბურთელების მორიგი გამარჯვება 28 06 19

დღეს, ფოთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის გამარჯვებული ხელბურთელები დაბრუნდნენ. აღსანიშნავია გოგონების წარმატება, მათ სასკოლო მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს, რომელიც 2020 წელს სერბეთში გაიმართება. ფოთის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. ფინალში თბილისის 175-ე საჯარო სკოლის გოგონათა გუნდი ანგარიშით 12:5 დაამარცხეს. „ოზურგეთი 2019“-ის საუკეთესო ხელბურთელის წოდება, ფოთელმა ციცინო ბჟალავამ მიიღო. რაც შეეხება ვაჟთა გუნდს, ფინალში თბილისის მე-60 სკოლას დაუპირისპირდნენ. როგორც გუნდის ხელმძღვანელმა, დარეჯან გეფერიძემ აღნიშნა, თამაში ფრედ 11:11 დასრულდა, თუმცა პენალტების სერიაში 2 ქულით დამარცხდნენ და შეჯიბრი ანგარიშით 4:2 თბილისელების სასარგებლოდ დამთავრდა. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის დასკვნითი თამაშები გურიაში,…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავტომობილებით მსვლელობა მოეწყო 28 06 19

ფოთში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. მეგაფონითა და დროშებით ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაიარეს და პარლამენტის წინ შეკრებილ ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი, თბილისში აქციის მონაწილეებს სოლიდარობას უწევენ და 20 ივნისის ღამეს მომხდარ ფაქტს აპროტესტებენ.

იხილე მეტი
სიახლე 

კონფერენცია ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 27 06 19

„ქრისტიანული ანთროპოლოგია – იდეები და პარადიგმები“ – ამ თემაზე დღეს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში იმსჯელეს. სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ფარგლებში ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტის წარმატება 27 06 19

ფოთელი სპორტსმენი, გიგო ნადარეიშვილი ევროპული თამაშებიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებში, საქართველოს, კიდევ ერთი მედალი სამბისტმა გიგო ნადარეიშვილმა მოუტანა, რომელმაც 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში, გადამწყვეტ ბრძოლაში ბელარუსი, მაქსიმ კრასინსკი 10-1 დაამარცხა და ბრინჯაოს დაეუფლა. როგორც მან აღნიშნა, სამომავლოდ შედეგის გაუმჯობესებას ეცდება. ევროპული თამაშები 21 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ბელარუსის დედაქალაქში ტარდება და მასში 4000-ზე მეტი სპორტსმენი 15 სახეობაში ასპარეზობს. საქართველოს დელეგაცია 10 სახეობაში 61 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში ატესტატების გაცემა მიმდინარეობს 27 06 19

24 ივნისიდან, აბიტურიენტებისთვის ატესტატი, იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში გაიცემა. ატესტატს მიიღებენ ის პირები, რომლებმაც 2011 წლიდან ვერ დასძლიეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დონე ან სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე მონაწილეობა არ მიიღეს. ისინი შესაბამისი განაცხადის შევსების შემთხვევაში მე-10 სამუშაო დღეს, ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს სრულიად უფასოდ მიიღებენ. აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. წელს, ფოთში, ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს 349 აბიტურიენტი, ასევე 101 პირი მიიღებს, რომლებიც გასულ წლებში ატესტატის გარეშე დარჩნენ.

იხილე მეტი