სიახლე 

ფოთის მუნიციპალიტეტს პლასტმასისთვის განკუთვნილი 40 ურნა საჩუქრად გადასცეს 23 04 19

ფოთის მუნიციპალიტეტს პლასტმასისთვის განკუთვნილი 40 ურნა საჩუქრად გადასცეს

იხილე მეტი
სიახლე 

“კურსორის” სტუმარია ფოთის კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი 22 04 19

“კურსორის” სტუმარი იყო ფოთის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნიკა გრიგოლია. მან ისაუბრა მიმდინარე პერიოდში მერიის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ასევე 5 მაისს დაგეგმილ ქალაქის დღისადმი მიძღვნილ ზეიმზე, სადაც სხვადასხვა კულტურულ აქტივობებთნ ერთდ ქალაქის საპატიო მოქალაქეებსაც დაასახელებენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის კოლხეთი გაგრასთან დამარცხდა 22 04 19

„პარკი არენაზე“ ფოთის „კოლხეთმა“ მორიგი მარცხი განიცადა. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ლიგა ორის მერვე ტურის მატჩში, მან საფეხბურთო კლუბ „გაგრასთან“ ანგარიშით 2:0 წააგო, რამაც გულშემატკივრების გულისწყრომა გამოიწვია და უკმაყოფილება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მატჩის დასრულების შემდეგ „კოლხეთის“ წარმომადგენლებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. „გაგრის“ მწვრთნელმა კი ხაზგასმით აღნიშნა, რომ „კოლხეთში“ არსებული პრობლემის გათვალისწინებით, საკმაოდ დაძაბული შეხვედრის მოლოდინი ჰქონდათ და ეგონათ მეტოქის კარში გოლის გატანა გაუჭირდებოდათ. ფოთის გუნდი სამი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა. „კოლხეთი“ მორიგ გასვლით მატჩს, თბილისში „მერანთან“ 3 მაისს გამართავს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა 22 04 19

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მსუბუქი ავტომანქანა ელექტრო ბოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. სხეულის დაზიანება მანქანის მძღოლმაც მიიღო. ისინი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ბზობის დრესასწაული აღნიშნეს 21 04 19

მართლმადიდებელმა ეკლესიამ დიდმარხვის მეექვსე კვირა დღე – მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლა – ბზობა იზეიმა. მაცხოვრის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა წირვა-ლოცვა აღავლინა. მეუფემ მრევლს ბზობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას აღნიშნა, რომ არსებული სინამდვილე გვიჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში იგრძნობა ცოცხალი რწმენის უკმარისობა და ზნეობრივი კრიტერიუმების გაუფასურება. ბზობა 12 მოძრავ დღესასწაულთა შორის რიგით პირველი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს ემთხვევა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საჭადრაკო კლუბში III, IV და V თანრიგის მოსაპოვებლად ტურნირი ჩატარდა 22 04 19

ფოთის ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო კლუბში, საკვალიფიკაციო ტურნირები III, IV, V თანრიგზე ჩატარდა. ტურნირი გოგონათა და ვაჟთა შორის მიმდინარეობდა, სადაც ფოთელ მოჭადრაკეებთან ერთად სხვადასხვა რაიონის საჭადრაკო სკოლის 85 მოსწავლე მონაწილეობდა. ფოთელმა მოჭადრაკეებმა მესამე თანრიგზე საპრიზო ადგილები გადაინაწილეს . პირველი ადგილი დემეტრე კაკულიამ მოიპოვა, მეორე ადგილი ანა სანიკიძემ, მესამე ადგილი ბარბარე კულუამ დაიკავა. მეოთხე თანრიგზე კი მესამე ადგილის მფლობელი საბა მურვანიძე გახდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საქართველოს თასის გათმაშების პირველი ეტაპი ნიჩბოსნობაში დასრულდა 22 04 19

ფოთში, საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მდ. კაპარჭაზე, საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი დასრულდა. შეჯიბრი ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც გოგონათა და ვაჟთა გუნდები 1000მ., 1500მ. და 2000მ დისტანციაზე ასპარეზობდნენ. საქართველოს თასის პირველი ეტაპის გათამაშებაში, ქუთაისის, მცხეთის, აბაშისა და ფოთის სპორტული კლუბები „მალთაყვა”, „კოლხა-2016“ და „კაიაკი“-ს 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. საბოლოოდ ფოთელებმა შეჯიბრში, ვაჟთა შორის 2 ოქროს, 5 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გოგონებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს 22 04 19

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში ბლოკირებული იყო სატრანსპორტო მაგისტრალი. აქციის მონაწილეებმა, მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილება გააპროტესტეს. მათი განცხადებით, აღნიშნული მანქანებით ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. მათივე თქმით, მერიას აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. შეკრებილებთან ფოთის მერი, გოჩა კურდღელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც მათ განაცხადეს, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს, რაშიც ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები. საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციების გამართვით იმუქრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს 19 04 19

ფოთში წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამჯერად, გრუნტის გაუწყლოვნება და მთავარი მილის დამონტაჟება ექვს უბანზე ერთდროულად ხორციელდება, მათ შორის ნაბადის უბანში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. TAHAL GROUP-ის კონსტრაქტის ინჟინერის, მილან ნედელკოვიჩის განცხადებით, სადაწნეო მილების დამონტაჟების შემდეგ, მეორე ეტაპი _ თვითდინებითი მილების დამონტაჟება დაიწყება. საკანალიზაციო სისტემის მშენებლობაზე დასაქმებულთა უმრავლესობას ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. როგორც მშენებლობის უფროსმა ინჟინერმა, იგორ სამურკასოვმა განაცხადა, ამ ეტაპზე 6 ბრიგადა მუშაობს, მაისის თვეში კი მუშახელი გაიზრდება და საერთო ჯამში 9 ბრიგადა განახორციელებს დაკისრებულ დავალებას. კომპანია „TAHAL GROUP“-ის წარმომადგენლების თქმით, ხელშეკრულების მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელის მოწყობა მთელი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში 21 აპრილმდე უამინდობა შენარჩუნდება 19 04 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, 21 აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი. აცივდება და ჰაერის ტემპერატურა +7° დაეცემა.

იხილე მეტი