,,კურსორის” სტუმრებია სპექტაკლ “მარინა რევიას” რეჟისორი და მსახიობები 18 04 19

,,კურსორის” სტუმარია, რეჟისორი ნიკა ჩიკვაიძე, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ენდი ძიძავა და ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობი ირაკლი კვერღელიძე. მოწვეულმა სტუმრებმა, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ თეატრში გამართული სპექტაკლის „მარინა რევიას“ პრემიერის შესახებ ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთს, ფერეიდნელი ქართველი ისტორიკოსი საიდ მულიანი ესტუმრა 18 04 19

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მოწვევით, ფოთს ფერეიდნელი ქართველი ისტორიკოსი, საიდ მულიანი ესტუმრა. დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ისტორიკოსის ლექცია გაიმართა, სადაც ქართული ენის ისტორიაზე ისაუბრა. როგორც საიდ მულიანმა აღნიშნა, რაც მთელს მსოფლიოში ქართველებს აკავშირებს არის ენა – წმინდა ქართული. მისივე თქმით, ქართველები ვიდრე ქრისტიანები გახდებოდნენ ქართულად ლაპარაკობდნენ. დამსწრე საზოგადოებას საიდ მულიანმა ფერეიდნელი ქართველების ისტორია, მათი დღევანდელი ყოფა, კულტურა და ცხოვრება გააცნო.

იხილე მეტი
სიახლე 

საპრემიერო ჩვენება ფოთის თეატრში 18 04 19

როგორ უნდა გააგრძელოს დედამ ცხოვრება, რომელსაც 15 წლიანი პატიმრობის შემდეგ, სახლში სიცივე ხვდება. გაუცხოებული საყვარელი ადამიანები, ღრმად დამარხული ხსოვნა და უიმედო მოლოდინი – სწორედ ამ თემაზე გვიყვება სპექტაკლი „მარინა რევია“, რომელიც ფოთის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ალექსი ჩიღვინაძის პიესის მიხედვით, რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ დადგა. წარმოდგენაში მთავარ როლს ქუთაისის სახელმწიფო თეატრის დასის წევრი, ენდი ძიძავა ასრულებს. სცენიდან ერთბაშად მოდიოდა ზიზღი და სიყვარული, თანაგრძნობა და ირონია, სევდა და შიში… შიში ადამიანად ყოფნის გამო.საპრემიერო ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა.

იხილე მეტი
სიახლე 

კოლხური კულტურის მუზეუმში ზვიად გამსახურდიასადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა 17 04 19

კოლხური კულტურის მუზეუმში, N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო „9 აპრილიდან 9 აპრილამდე“ გამართეს, რომელიც 1989 წლის 9 აპრილისა და 1991 წლის 9 აპრილის მოვლენებს მიუძღვნეს. მოსწავლეებმა ისაუბრეს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დამსახურებაზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში. ღონისძიებაზე ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლები სიტყვით გამოვიდნენ. მათ პირველ პრეზიდენტთან ერთად გატარებული დღეები და 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ, ეროვნულ – განმათავისუფლებელი მოძრაობის მაშინდელი აქტიური წევრები, შორენა ჭოჭუა, მირანდა ბარამიძე და გვარდიის ხელმძღვანელი გურამ ლაკია.

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმარი იყო მაია მაკალათია 15 04 19

ჩვენი სტუმარია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია. მან ჯანმრთელობისა და სოციალური კუთხით არსებულ პრობლემებზე, სოციალურ პროგრამებსა და გეგმებზე ისაუბრა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-2 საჯარომ სკოლამ დედაენის დღე აღნიშნა 17 04 19

დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მეორე საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა. „ენა ვარ ქართული“ ამ სახელწოდებით, მუსიკალურ – მხატვრული კომპოზიცია სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა. მოწვეულ სტუმრებს, მოსწავლეები სკოლის დერეფანში ქართული ფოლკლორული საკრავებით შესრულებული მუსიკით, ცეკვებითა და სიმღერებით შეეგებნენ და სკოლის დიდ დარბაზამდე მიაცილეს. სკოლის სცენაზე პედაგოგებმა დამსწრე საზოგადოებას მშობლიური ენის თემატიკაზე შექმნილი ლექსები და სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარუდგინეს. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი საღამო, მეორე საჯარო სკოლის პროექტით „მე ვწერ ვეფხისტყაოსანს“ დასრულდა. „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერ წიგნში ბოლო სტრიქონები მოწვეულმა სტუმრებმა ჩაწერეს. ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, ფოთის საჯარო სკოლების დირექტორები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე აცივდება 16 04 19

დღეიდან ფოთისა და ყულევის სანაპიროზე ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, 19 აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი. 17 აპრილს სამხრეთ დასავლეთის ქარი დაქროლავს 15-18მ/წმ სიჩქარით. სინოპტიკოსები ზღვაზე 4-5 ბალიან ღელვას ელოდებიან. ასევე დაფიქსირდება მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა. ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა და დღისით: +9° +11°; ხოლო ღამით კი + 8° + 10° დაფიქსირდება. 18 აპრილს ასევე მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის ქარი, რომელიც 5-10 მ/წმ სიჩქარით დაქროლავს. ზღვის ღელვა 3-4 ბალი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მოღრუბლული უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9° +11°, ხოლო ღამით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს მე-9 რიგგარეშე სხდომა 16 04 19

ფოთში, სააღმზრდელო დაწესებულებების დარაჯების შრომითი ანაზღაურება 40 ლარით გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა მე-9 რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად მიიღეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან, ოპოზიციის უკმაყოფილება ორმა საკითხმა გამოიწვია. მათი განცხადებით, ქალაქში არსებული ინტერნეტ გაყვანილობა საერთაშორისო სტანდარტებს არ პასუხობს. ოპოზიციამ ასევე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ფინანსისტთა ასოციაციაში, ფოთის მერიის გაწევრიანება გააპროტესტა. „ნაციონალების“ მტკიცებით აღნიშნული აქტივობა, რომელსაც მათი თქმით ქალაქისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს, ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხა უჯდება. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თორნიკე კირთაძემ, ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა, მისი განმარტებით,ფინანსისტთა ასოციაცია, საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კოლეჯ ფაზისში საგაზაფხულო მიღება დაიწყო 16 04 19

საზოგადოებრივ კოლეჯ „ფაზისში“ საგაზაფხულო მიღება დაიწყო. მსურველებს განაცხადის შეტანა, როგორც ინჟინერიის ასევე ბიზნესის მიმართულებით შეუძლიათ. რეგისტრაციის პარალელურად 15 აპრილს კოლეჯში, ღია კარის დღე გაიმართა. პროფესიულმა სტუდენტებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა მოაწყვეს. დაინტერესებულ პირებს კოლეჯში შეძენილი გამოცდილება გაუზიარეს. ორგანიზატორების განცხადებით, პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 19 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში „დედაენის“ დღე აღნიშნეს 15 04 19

ფოთის მეოთხე საჯარო სკოლაში „დედაენის“ დღე აღნიშნეს. ბავშვებმა, სკოლის ეზოში თეატრალიზებული შოუ მოაწყვეს. მათ იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების გმირები გააცოცხლეს და მოწვეულ სტუმრებს პატარა სპექტაკლები წარუდგინეს. ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდა, რომელშიც ქართული და რუსული სექტორის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ღონისძიებას ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი