სიახლე 

ფოთში მარათონი გაიმართა 09 04 19

ჯანმრთელობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მალთაყვაში, მარათონი გაიმართა. სპორტულ შეჯიბრში , ქალაქ ფოთის მერიის, ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და სხვა საზღვაო – ლოჯისტიკური კომპანიების თანამშრომლები მონაწილეობდნენ. მათ 4 კმ დისტანციის დაფარვა მოუხდათ. გამარჯვებულები სხვადასხვა პრიზებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მარათონი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და “ეი პი ემ ტერმინალს ფოთის” ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში კულტურის სახლში ლელა ვეფხვაძის საკონცერტო საღამო გაიმართა 09 04 19

ფოთში ცხრა აპრილის ხეივანზე, 30 წლის წინ საბჭოთა ჯარის მიერ დაღუპულ გმირთა მემორიალზე, ფოთის ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, მოსწავლე ახალგაზრდები და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გულშემატკივრები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, კულტურის სახლის დარბაზში, 9 აპრილის ერთ-ერთი გმირის, ლელა ვეფხვაძის საკონცერტო საღამო გაიმართა. ლელა ვეფხვაძემ ქართულ პატრიოტულ სიმღერებთან ერთად, 9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა – „სალაღობო“ შეასრულა. დღეს 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ამ დღეს, საბჭოთა არმიამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რასაც 21 ადამიანის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში შეჯიბრი ნიჩბოსნობაში საქართველოს პირველობისთვის მიმდინარეობდა 08 04 19

ფოთში ორი დღის მანძილზე საქართველოს ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით შეჯიბრი საქართველოს პირველობისთვის მიმდინარეობდა. შეჯიბრში საასპარეზოდ გოგონათა და ვაჟთა გუნდები გამოდიოდნენ. გათამაშებაში ფოთის ნაკრებ გუნდთან ერთად, ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, მცხეთის, დუშეთისა და რუსთავის გუნდები გამოვიდნენ. სადაც 200-მდე ნიჩბოსანი მონაწილეობდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერის მოადგილედ პაატა ლაგვილავა დაინიშნა 08 04 19

ფოთის მერის მოადგილის ვაკანტური პოსტი, პაატა ლაგვილავამ დაიკავა. როგორც მან განაცხადა, ეს თანამდებობა ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ შესთავაზა, რაც მისთვის მოულოდნელი იყო. პატა ლაგვილავა 2005 – 2006 წწ-ში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. 2011 – 2013 წწ-ში CDIC „სამოქალაქო განვითარებისა და ინტეგრაციის ცენტრი“, გამგეობის წევრი იყო. 2013 – 2015 წწ-ში საჯარო სამსახურის პროფკავშირების თავმჯდომარის პოსტი ეკავა. 2006 – 2015 წწ-ში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი გახლდათ. შეგახსენებთ, რომ ფოთის მერის მოადგილემ კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხებში გიორგი ფარეშიშვილმა თანამდებობა პირველ…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერი მოჭადრაკე ელენე წოწონავას შეხვდა 05 04 19

ფოთის საჭადრაკო კლუბ „ნანა“-ს მოჭადრაკეს, ელენე წოწონავას, ქალაქის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა. მას მორიგი წარმატება მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეგახსენებთ, რომ 13 წლის ელენე წოწონავა, 20 წლამდე გოგონათა შორის, საქართველოს ჩემპიონი გახდა. შეჯიბრება თბილისის, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჩატარდა. ელენე პირველი მოჭადრაკეა, რომელმაც ამ ასაკში, 20 წლამდელთა ეროვნული ჩემპიონატი მოიგო. ელენემ ამ გამარჯვებით მსოფლიოს ახალგაზრდული (20 წლის მოჭადრაკეთა შორის) ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, რომელიც 14-26 ოქტომბერს ინდოეთში გაიმართება.

იხილე მეტი

,,კურსორის” სტუმრები არიან ფოთის საჭადრაკო კლუბის წარმომადგენლები 05 04 19

,,კურსორის” სტუმარია, საჭადრაკო კლუბ “ნანა”-ს დირექტორი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი დავით კოდუა და საქართველოს ჩემპიონი ოც წლამდე გოგონათა შორის, ეროვნული ოსტატი, ელენე წოწონავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში 20 წლამდე გოგონათა შორის 13 წლის ელენემ მოიპოვა ჩემპიონობა, რაც მწვრთნელების თქმით სენსაციური გამარჯვებაა. სტუდიის სტუმრებმა საჭადრაკო სკოლის მიღწევებზე და ასევე, პრობლემებზე ისაუბრეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, 8 აპრილის ჩათვლით თბილი ამინდებია მოსალოდნელი 04 04 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 8 აპრილის ჩათვლით უნალექო ამინდი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის თეატრში მოსწავლეები მსახიობებს შეხვდნენ 04 04 19

ფოთის თეატრს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. მათ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი და საბავშვო წარმოდგენის ,,ბრემენელი მუსიკოსების“ შემოქმედებითი ჯგუფი შეხვდნენ. რამაზ იოსელიანმა პატარებს თეატრის „შიდა სამზარეულოს საიდუმლოებები“ გააცნო და არტისტების მუშაობის პროცესზე ესაუბრა. ბავშვები დაინტერესდნენ, თუ როგორ შეიქმნა „ბრემენელი მუსიკოსების“ სპექტაკლი. რეჟისორს ვახტანგ ნიკოლავას და მსახიობებს, ბევრი საინტერესო და დამაბნეველი კითხვები დაუსვეს. მსგავსი სახის შეხვედრები ფოთის თეატრში პერიოდულად იმართება. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული აქტივობა მიზნად ისახავს, ბავშვების თეტრით დაინტერესებას, რომ პატარებმა სცენიდან გაიცნონ ის პერსონაჟები, რომლებსაც ინტერნეტით ან ტელევიზიით იცნობენ. შეხვედრის დასასრულს ბავშვებმა მსახობებს, „ბრემენელ მუსიკოსებზე“ მათ მიერ შექმნილი ფერადი ნახატები…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მე-2 სკოლის დირექტორს საიუბილეო თარიღს ულოცავენ 04 04 19

ნიკო ნიკოლაძის თაოსნობით დაარსებულ, ფოთის მეორე საჯარო სკოლას 1990 წლიდან ქალბატონი მზია ბახტაძე ხელმძღვანელობს. ის დღეს იუბილარია, მას 70 წელი შეუსრულდა. მზია ბახტაძე ღირსების ორდენის კავალერი, ფოთის საპატიო მოქალაქე და არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მფლობელია, თუმცა საკუთარ მიღწევებზე საუბარი არ უყვარს, რადგან თვლის, რომ ადამიანმა თავისი საქმე ჩუმად და უხმაუროდ უნდა აკეთოს. პროფესიით ქიმიკოსი, 40 წელზე მეტია მოსწავლეებს ამ მეცნიერებას ასწავლის. ამბობს, რომ გაკვეთილების ჩატარება და ბავშვებთან ურთიერთობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის იუსტიციის სახლში ახალი აქცია დაიწყო 04 04 19

საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს მოქალაქეებისთვის 1 აპრილიდან ამოქმედდა, ელექტრონული პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. აქციის ფარგლებში, დოკუმენტის მიღებისას, მოქალაქეები ასევე გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისგან. ბოლო აქციით, რომელიც 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, 93 620-მა მოქალაქემ ისარგებლა და ძველი დოკუმენტი ახალი ელექტრონული მოწმობით შეცვალა. დღევანდელი მონაცემებით, აქტიურ, უვადო, ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) პირადობის მოწმობას 400 000-მდე მოქალაქე ფლობს.

იხილე მეტი