სიახლე 

ფოთში დედა ენის დღე აღინიშნა 15 04 19

ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მე-15 საჯარო სკოლის წინ, იაკობ გოგებაშვილის ბიუსტთან ამავე სკოლის მოსწავლეებმა დედა ენის დღე აღნიშნეს. მოსწავლეებმა ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს და ახლო წარსული გაიხსენეს, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა ხელისუფლება ქართული ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსი ჩამოერთმია. საზოგადოებას სიცოცხლის რისკის ფასად მოუხდა მშობლიური ენის დაცვა. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე ახალგაზრდებთან ერთად, ფოთის მერიის წარმომადგენლებმა იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. საქართველოში, 14 აპრილი „დედა ენის დღე“-დ 1990 წელს გამოცხადდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის N15 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თმაში ჩატარდა 15 04 19

N15 საჯარო სკოლაში, მაღალ კლასელებს შორის ახალგაზრდული იდეის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში ინტელექტუალური თამაში „საქართველოს ისტორია“ დასრულდა. პროექტში სკოლის მოაზროვნეთა შვიდი გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის ყველაზე მაღალ ქულიანი ორი გუნდი გამოვლინდა, რომლებიც ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. თამაშის დასასრულს საპრიზო ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდნენ. პროექტის მიზანი საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციაა. ინტელექტუალურ თამაშს ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ეი პი ემ ტერმინალს ფოთის წარმომადგენლები საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ 12 04 19

ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ეი პი ემ ტერმინალს ფოთის, უსაფრთხოების, შრომის დაცვის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის სესია გამართეს. მსოფლიო ჯანდაცვის კვირეულის ფარგლებში, დღეს, რიგით მეორე სესია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასთან დაკავშირებით გაიმართა, რომელიც სხვადასხვა აქტივობებს მოიცავდა. ეი პი ემ ტერმინალს ფოთის წარმომადგენლები სემინარის შემდეგ ბავშვებს ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ. ამ აქციას, წინ მეხუთე სკოლის მოსწავლეებთან გამართული ანალოგიური სესია უძღოდა. ორშაბათს, ეი პი ემ ტერმინალს ფოთში, მოსწავლეებს პირველი საჯარო სკოლიდანაც ელოდებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი ხატია ჩალაია დახმარებას ითხოვს 12 04 19

ფოთში, 27 წლის ხატია ჩალაია მეხუთე წელია ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. მან მწვავე იშემიური ინსულტი გადაიტანა, შედეგად ხელ- ფეხი პარალიზებული აქვს. ხატია ნაბადის უბანში, ელადას ქუჩაზე ( N 101) მეუღლესთან და 59 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. როგორც დედა, სვეტა ჩალაია ჰყვება, ოჯახს არა აქვს საშუალება ხატიას მკურნალობის ხარჯები დაფაროს. მდგომარეობას ისიც ამძიმებს რომ, ოჯახი სახელწიფო სოციალური პროგრამით არ სარგებლობს, რადგან შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ, უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. ხატიას დედას კეთილი ადამიანების გულისხმიერების იმედი აქვს, ის დახმარებას ითხოვს. საქართველოს ბანკი. სვეტლანა ჩალაია GE98BG0000000713442000

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეების წარმატება 12 04 19

„ლიდერის“ სპორტსმენებმა, საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. შეჯიბრება ზესტაფონში 2005-2006 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის ჩატარდა. ფოთელებიდან პირველი ადგილი 43 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ბასარიამ დაიკავა, მეორე ადგილი 41,5 კგ წონით კატეგორიაში – გიორგი ჯორბენაძემ, მესამე ადგილი 46 კგ. წონით კატეგორიაში – საბა გაგუამ. ოქროს მედალის მფლობელი, ლუკა ბასარია ევროპის ჩემპიონატითვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, თბილისში გაიმართება.

იხილე მეტი

კურსორის ს სტუმარია ფოთის თეატრის დირექტორი 11 04 19

,,კურსორის” სტუმარია ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის, პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხია, რომელიც თეატრის შენობის პრობლემებზე და დასის წარმატებებზე საუბრობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ამინდის პროგნოზი 11 04 19

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ფოთისა და ყულევის სანაპიროზე 14 აპრილის ჩათვლით უნალექო ამინდი დაფიქსირდება და ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +25° მიაღწევს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელმა ტაქსისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს 11 04 19

ფოთში, ტაქსის მძღოლებმა, „ლეიბორისტული პარტიის“ ორგანიზებით, თბილისელი ტაქსისტების მხარდასაჭერი აქცია გამართეს. მათ მერიის წინ საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. „ლეობორისტული პარტიის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის, მამუკა ხორავას განცხადებით, დედაქალაქის ტაქსისტებისთვის, თბილისის მერიის მიერ დაწესებული რეგულაცია, არ არის გამორიცხული უახლოეს მომავალში რეგიონებზეც გავრცელდეს. თბილისის მერის მიერ ინიცირებული ტაქსების რეფორმის თანახმად, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი თბილისში ორი – A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ. A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გია მოშიაშვილის საღმო გაიმართა 10 04 19

ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში ქართულ-ებრაული პოეზიის საღამო გაიმართა. საღამო ისრაელში მოღვაწე ქართველი ებრაელი ქირურგისა და პოეტის, გია მოშიაშვილის პოეზიას მიეძღვნა. ღონისძიებაში VIIIა და Xბ კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ბავშვებმა ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ლექსები წაიკითხეს. შესრულდა ქართულ-ებრაული ცეკვები და სიმღერა. საღამო ემოციებით დატვირთული იყო. ,,მრავალწერტილი“ და ,,მრავალწერტილი 2“ , ასე ჰქვია გია მოშიაშვილის პოეტურ კრებულებს, რომლებშიც სხვადსახვა ჟანრის ნაწარმოებია თავმოყრილი. საღამოს მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ,,მრავალწერტილი 2“-ის რედაქტორმა ია სულაბერიძემ მოშიაშვილის შემოქმედებაზე ისაუბრა. ღონისძიება ამავე სკოლის კურსდამთავრებულების ნინო და მიხეილ მირელაშვილების დედის, ქალბატონი ჟანა ჭანტურიას ინიციატივით მოეწყო. მან საღამოს სულისჩამდგმელებს სიმბოლური…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთისა და ხობის ეპარქიის წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს 09 04 19

ფოთის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, სასულიერო პირებთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წლების შემდეგ კიდევ უფრო დააფასებენ იმ პერიოდს და იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს. მეუფე გრიგოლმა, დასასრულს იქ მყოფი საზოგადოება დალოცა. პანაშვიდს, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დღესვე, ახალი საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დიდ დარბაზს, უნივერსიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი მიენიჭა. შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას…

იხილე მეტი