სიახლე 

“ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელები “ფარმადეპოს” ქსელში ფასდაკლებით ისარგებლებენ 23 12 21

“ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელები “ფარმადეპოს” ქსელში ფასდაკლებით ისარგებლებენ “ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათის მფლობელებს და უფროსი თაობის მომხმარებლებს“ფარმადეპოს” სააფთიაქო ქსელში 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის შეძენა ყოველდღიურად ყველაზე დაბალ ფასად შეეძლებათ.  ფასდაკლების მიღება შესაძლებელი იქნება “ლიბერთი ბანკის” სოციალური ბარათით გადახდის დროს. სპეციალური ფასით სარგებლობა ლიბერთის სოციალური ბარათის მქონე მილიონზე მეტ ადამიანს შეეძლება. 

იხილე მეტი
სიახლე 

საქართველოში 1 იანვრიდან 10 იანვრამდე უქმე დღეები გამოცხადდა 23 12 21

საქართველოს მთავრობამ 1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა.აღნიშნული საჯარო დაწესებულებებს ეხება, ხოლო კერძო სექტორი გადაწყვეტილებას,დამოუკიდებლად მიიღებს.ცნობილია,რომ შეიცვალა სასკოლო არდადეგების პერიოდი. ფოთის საგანმანათებლო რესურსს- ცენტრის უფროსის გოჩა ქორქიას თქმით: ზამთრის არდადეგები მოსწავლეთათვის 29 დეკემბერს დაიწყება და 16 იანვრამდე გაგრძელდება. შეგახსენებთ რომ, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად გამოაცხადა, გადაწყვეტილება, შესაძლოა ქვეყანაში კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის დადასტურებას უკავშირდებოდეს.

იხილე მეტი
სიახლე 

თუ სრულად აუცრელი ხართ, თქვენ გაქვთ შეშფოთების მიზეზი – ბაიდენი

ათასამდე სამხედროა მობილიზებული იმ საავადმყოფოების დასახმარებლად, სადაც სპეციალისტთა დეფიციტია. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კოვიდ-19-თან ბრძოლის დამატებითი ზომები წარმოადგინა. ❖ 2021 წლის საგარეო პოლიტიკის მთავარი მოვლენები ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ წელს – გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”.

იხილე მეტი
სიახლე 

პუტინი შიშობს და დასავლეთთან დიალოგისთვის მზად არის – სტუდია ვაშინგტონი

პუტინი შიშობს, რომ მოსკოვზე სარაკეტო იერიშის დრო 5 წუთამდე შემცირდება და დასავლეთთან დიალოგზე საუბრობს; უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს ღალატში ადანაშაულებენ, მკვლელი რობოტები ახალ საფრთხე კაცობრიობისთვის? – ამ და სხვა თემებზე გიყვებით გადაცემაში “სტუდია ვაშინგტონი”

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ,,ზურაბ სარსანიას სახელობის ტურნირი კრივში’’ გაიხსნა 22 12 21

დღეს ფოთის კრივის დარბაზში, საზეიმო ვითარებაში ,, ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში’’ გაიხსნა ,რომელშიც საქართველოს ყველა ქალაქიდან წარმოდგენილი 100 -მდე მოკრივე მონაწიელობს. ტურნირი დღეს დაიწყო და 25 დეკემბრამდე გაგრძელდება.ცნობილია,რომ ორგანიზატორებს,ტურნირი სამომავლოდ , უფრო მასშტაბურ ღონისძიებად ესახებათ. აღსანიშნავია,რომ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და ყურადღება აღნიშნული ტურნირის მნიშვნელობაზე გაამახვილა ,როგორც მან დასძინა, ერთ-ერთი პრიორიტეტი ფოთისთვის სწორედ კრივის განვითარებაა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო ბონონდში ორსულებს მშობიარობა უფასოდ შეეძლებათ 22 12 21

,,ფოთის ცენტრალურ საავადმყოფო-ბომონდი’’ -ში 24 დეკემბრიდან 14- იანვრის ჩათვლით, ორსულებს მშობიარობა და საკეისრო კვეთა ჩვენებიდან გამომდინარე,სრულიად უფასოდ შეეძლებათ.,,ფოთის ცენტრალური საავადმყოფო ბომონდი’’-ს სამეანო გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელის, ნოე მაცაბერიძეს განცხადებით, სხვა კლინიკებიდან ბომონდში გადმომისამართებული ყველა ფეხმძიმე, ქალთა კონსულტაციაზე დადგომის შემთხვევაში, მთელი ორსულობის პერიოდში უფასო კონსულტაციით ისარგებლებს.აღსანიშნავია, რომ ,,ფოთის ცენტრალურმა საავადმყოფო ბომონდი’’-მა ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების და შობადობის შემცირების ფონზე, მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 24 დეკემბრიდან 14- იანვრის ჩათვლით, ფეხმძიმე ქალებს მშობიარობა და საკეისრო კვეთა ჩვენებით, სრულიად უფასოდ შეეძლებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი მოწვევის საკრებულოს, მე-2-ე სხდომა გაიმართა 21 12 21

დღეს ფოთში ახალი მოწვევის საკრებულოს, მე-2-ე სხდომა გაიმართა ,რომელზეც 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. აღსანიშნავია,რომ სხდომას არ ესწრებოდნენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ფოთის საკრებულოს  წევრები, პარტია ,,საქართველოსთვის’’ საკრებულოს წევრები კი კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ. სხდომაზე  განიხილეს მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის შექმნისა და მისი მნიშვნელობის საკითხი. აქვე საუბარი იყო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.  ასევე ცვლილებები შევიდა ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებაში,კერძოდ, აპარატის უფროსის მოადგილის,  ახალი შტატი დაემატა და  ,,აპარატის საქმის წარმოების განყოფილება’’ ,,საქმის წარმოებისა და ადამიანური რესურსების განყოფილებად’’ გადაკეთდა. საკრებულოს თავმჯდომარის, მოადგილეს,…

იხილე მეტი
სიახლე 

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებია 21 12 21

დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებია,რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ „სოფლად სახლის“ პროექტს შეეხო. აღსანიშნავია რომ ერთსულიანი დევნილი ოჯახისთვის განსაზღვრული თანხა 22 000 ლარს შეადგენს, ხოლო ოჯახის ყოველ შემდგომ წევრზე 3000 ლარი ემატება. ცვლილებების თანახმად, შესასყიდი სახლის წარმოდგენისთვის იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, 3 თვის ნაცვლად, 6-თვიანი ვადა ეძლევათ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური სამსახურის დევნილთა განყოფილების უფროსის, ირაკლი ლეჟავას განცხადებით აღნიშნული ცვლილებით, განსახლების პროცესი კიდევ უფრო დაიხვეწა და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული  გახდა,რადგან მთავარი პრიორიტეტი დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების შექმნა უცვლელია. ინტერვიუ ცნობილია,დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის ცვლილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,…

იხილე მეტი
სიახლე 

„კურსორი“- ს ჩართვის სტუმარია მელორი წიფურია 21 12 21

,,კურსორის” ჩართვის სტუმარია : აშშ-ს და საქართველოს მეგობრობის, ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული სან- დიეგოში მელორ წიფურია, რომელის საქართველო- ამერიკის ურთიერთობების შესახებ, ფოთზე როგორც მშობლიურ ქალაქზე და სამომავლო გეგმებე გვესაუბრება.

იხილე მეტი