სიახლე 

ივენთ-კომპანია “ბრავოს” კონცერტი ფოთში 8 01 19

კალათბურთის დარბაზში, ივენთ კომპანია „ბრავოს“ ორგანიზებით საბავშვო საახალწლო კონცერტი გაიმართა.ფოთის სახელოვნებო ცენტრთან არსებულმა საესტრადო სტუდიებმა, მუსიკალური ნომრებით გაფორმებული წარმოდგენა „საშობაო ზღაპარი“ შეასრულეს . დარბაზში ჯადოსნური გარემოს შექმნაზე, დიზაინერმა მარინა კვაჭაძემ იზრუნა. აღნიშნული ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის სავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა 8 01 19

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა. შეგახსენებთ, 6 იანვარს კლინიკაში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას განცხადებით, ლაბორატორიული გამოკვლევით გარდაცვლილი H1N1 ვირუსით არ იყო ინფიცირებული. მისი თქმით ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

იხილე მეტი
სიახლე 

,,ენკი-ბენკი”-ს საახალწლო კონცერტი ფოთში 07 01 19

ფოთის სახელოვნებო ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედებითმა ჯგუფმა, მორიგი საახალწლო კონცერტი გამართა.ფოლკლორის ცენტრის დარბაზში მაყურებლის წინაშე საესტრადო სტუდიები „ენკი-ბენკი“ და „მელოდია“ გამოვიდნენ. მათ ერთსაათიანი მრავალფეროვანი შოუ-პროგრამა წარმოადგინეს და სხვადასვხა სახალისო მუსიკალური ნომერი შეასრულეს. ქალაქში საახალწლო ღონისძიებები 20 იანვრამდე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში გრიპის ვირუსით 40 წლის ქალი გარდაიცვალა 7 01 19

ფოთში 40 წლის ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით გარდაიცვალა. როგორც ფოთის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, 40 წლის ქალბატონს ყველა შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა, მაგრამ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ წუთის მდგომარეობით, მწვავე რესპირატორული ინფექციის სიმტომებით მკურნალობას 11 პაციენტი გადის. ექიმების განცხადებით მათი მდგომარეობა სტაბილურია.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში სოც. დაუცველებისთვის საშობაო ნობათი შეგროვდა 7 01 19

ფოთში ტრადიციული ალილოს მსვლელობა უამინდობის გამო ჩაიშალა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, ქალაქის მერმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა საშობაო ნობათი საკათედრო ტაძარში მიიტანეს, რომელიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ. მოგვიანებით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იუბილარი ქალბატონი თამარ დოლბაია მოინახულეს, 100 წლის იუბილე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საახლწლო ბლიც ტურნირი ჩატარდა 7 01 19

5 იანვარს ფოთის საჭადრაკო კლუბში ჩატარდა ფიდეს რეიტინგ ბლიც ტურნირი, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 25 -მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 11 ტურად გაიმართა. დაპირისპირება დაძაბულად მიმდინარეობდა და გამარჯვებულები მხოლოდ ბოლო ტურში გამოავლინდნენ. გამარჯვებული გიორგი გამზარდია გახდა; II – დათო კოდუა; III – თეიმურაზ კვიკვინია. 14 წლამდე გოგონებში პირველი ელენე წოწონავა იყო, 10 წლის ჭაბუკებში კი ალექსანდრე გარუჩავა. ტურნირის მიზანი ჭადრაკის პოპულარიზაცია და მოჭადრაკეთა კვალიფიკაციის ამაღლება იყო

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინა 7 01 19

მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, საღვთო ლიტურღია ღამისთევით გაიმართა, რომელიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აღავლინა. სადღესასწაულო წირვა-ლოცვას, მრევლთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, ქალაქის მერი გოჩა კუდღელია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვება (სრული ჩანაწერი) 31 12 18

სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისა და სპორტული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ამ სფეროში მოღვაწე პირების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.ფოთის საუკეთესო სპორტსმენის ტიტულის მფლობელი, მოჭიდავე გივი ნადარეიშვილი გახდა, რომელმაც რუმინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე სამბოში, მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა. მუნიციპალიტეტის ჯილდო ასევე გადაეცა დამსახურებულ მწვრთნელს, ზურაბ ტუღუშს.მსგავსი სახის ღონისძიება ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.

იხილე მეტი