ფოთელთა აზრი დახურულ სივრცეში მოწევის აიკრძალვაზე 10 01 19
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ცნობით, 8 იანვრიდან ამოქმედდა კანონის ის მუხლი, რომლის თანახმად, დახურულ სივრცეში მოწევისთვის ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან, ასევე ის დაწესებულებებიც, სადაც შიდა სივრცეში ცარიელი საფერფლეები დაფიქსირდება. შენობაში მოწევისთვის ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარია. განმეორების შემთხვევაში – 200 ლარი. 8 იანვრიდან შევიდა ძალაში კანონის ის მუხლიც, რომელიც საავადმყოფოების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ეზოებში სპეციალური მოსაწევი ადგილების დაშვებას ითვალისწინებს. მოწევა დაიშვება იმ სლოტ-კლუბებში, რომელთაც გადახდილი აქვს ლიცენზიის მოსაკრებელი 200 000 ლარი და უდგათ 20 სათამაშო აპარატი ან მეტი. “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” გეგმავს 2019 წელსაც იბრძოლოს იმისათვის, რომ მოწევა აკრძალული იყოს ყველა დახურულ…
იხილე მეტი