სიახლე 

ფოთის მე-3 საარჩევნო უბანზე არცერთი საჩივარი არ დაწერილა 28 11 18

ფოთის მე-3 საარჩევნო უბანზე,5 საათის მონაცემებით ამომრჩევლთა ნახევარი პროცენტი დაფიქსირდა. უბნის თავმჯდომარის,ელისო ციცქარავას განცხადებით ამ დრომდე არცერთი საჩივარი არ დაწერილა და არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქოს 5 საათის მონაცემები 28 11 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 5 საათის მონაცემებით არჩევნებში 19 738 მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 47,65%-ია. „რაც შეეხება საჩივრებს, ამ დროისთვის საოლქოში შემოსულია 8 საჩივარი, ხოლო უბნებზე არის 13 საჩივარი. ესენი ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. საჩივრების გარკვეული ნაწილი აღმოფხვრილია ადგილზე. დანარჩენებთან დაკავშირებით კი საოლქო კომისია შემდეგ იმსჯელებს“ განაცხადა  70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური იყო ფოთის მე-17 უბანზე 28 11 18

ფოთის მე- 17 საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ხმის მისაცემად მისულ ამომრჩევლთა გარკვეულ ნაწილს განუცხადეს, რომ მათ ხელზე მარკირების სითხე დაუფიქსირდათ და ხმას ვერ მისცემდნენ. ამომრჩევლები კი ირწმუნებოდნენ, რომ არჩევანის გასაკეთებლად პირველად მივიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარკირების ფანარი იყო მწყობრიდან გამოსული. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია ამ გზით, ოპოზიციის მხარდამჭერების დაბლოკვას ცდილობს. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს,რომ ინციდენტი მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რაც დროულად იქნა აღმოფხვრილი.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქოს 12 საათის მონაცემები 28 11 18

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 12:00 საათის მონაცემებით, ფოთში 8 340 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილობა, რაც საერთო რაოდენობის 20,13 %-ს შეადგენს. როგორ „მეცხრე ტალღას“ ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ განუცხადა, მათთან ამ დროისთვის7 საჩივარია შესული. სალომე როდონაის განმარტებით, საჩივარი ძირითადად პროცედურულ დარღვევებსა და გარე აგიტაციას ეხება

იხილე მეტი
სიახლე 

დავით ხომერიკის თქმით ფოთში ამ დროისთვის რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა 28 11 18

ერთიანი ნაციონალუი მოძრაობის წარმომადგენელის, დავით ხომერიკის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ამ დროისთვის რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა. საარჩევნო უბნებში 14 საჩივარი, ოლქში კი 6 საჩივარია დაწერილი. მისივე ინფორმაციით ძირითადად საჩივრები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების უფლებების შეზღუდვას და ზურაბიშვილის მხარდამჭერების მხრიდან აგიტაცი-პროპაგანდის გამართვას ეხება.

იხილე მეტი
სიახლე 

მე-12ე უბანზე “ევროპელების” ფოთელმა თავმჯდომარემ მისცა ხმა 28 11 18

მე-12 საარჩევნო უბანზე 12 საათის მონაცემებით 340 ამომრჩეველი დაფიქსირდა.უბნის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნები ექსესების გარეშე მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს“ ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვახტანგ დარცმელიძემ თავისი არჩევანი მე-12 უბანზე გააკეთა.როგორც მან განაცხადა, საქარველოს უკეთეს მომავალს მისცა ხმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მაჟორიტარმა და საკრებულოს თავმჯდომარემ არჩევანი მე-9 უბანზე დააფიქსირეს 28 11 18

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, 12 საათის მონაცემებით, მე-9 საარჩევნო უბანზე 287-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ხმა. ამ უბნის კომისიის თავჯდომარის მოადგილის, ზაურ ცომაიას განცხადებით, 1 483 ამომრჩეველი არის დარეგისტრირებული. როგორც მან აღნიშნა, ამომრჩეველთა აქტივობა წინა ტურთან შედარებით საკმაოდ მაღალია. მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხახუბიამ თავისი არჩევანი მეცხრე უბანზე გააკეთა, როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, ფოთელმა ამომრჩეველმა საქართველოს ევროპულ განვითარებას მისცა ხმა. ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ თავისი არჩევანი მეცხრე უბანზე დააფიქსირა, მან ხმა საქართველოს ევროპულ და მშვიდობიან მომავალს მისცა ხმა. ფოთში 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნების მეორე ტურში მათი რიცხვი 69 ამომრჩევლით…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ თავისი არჩევანი 30-ე უბანზე გააკეთა 28 11 18

ათი საათის მონაცემებით 30-ე საარჩევნო უბანზე 96-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, რაც უბნის თავჯდომარის ზაზა უჩიძის განცხადებით, წინა ტურთან შედარებით საკმაოდ მაღალია. ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ თავისი არჩევანი 30-ე უბანზე გააკეთა, როგორც მან „მეცხრე ტალღასთან“ განაცხადა, საქართველოს ევროპულ განვითარებას მისცა ხმა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქო კომისიის მონაცემები 10:00 საათისთვის 28 11 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ათი საათის მონაცემებით 3 300-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო ამომრჩევლის 7,97%-ია. საოლქოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისთვის საოლქოში 5 საჩივარია შესული. რომელიც ძირითადად გარე აგიტაციის თემას, ფოტოების გადაღებას, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გაძევებას და წილისყრის პროცედურების დარღვევას ეხება.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საოლქოში დილის მონაცემებით 1 საჩივარი შევიდა 28 11 18

ოპოზიციის წარმომადგენლის დათო ხომერიკის განცხადებით, უბნების გახსნის დროს კენჭისყრის პროცედურა დარღვევებით წარიმართა. შეაბამისად, ოპოზიციის მიერ, ამ დროისთვის 6 საჩივარი დაიწერა. საოლქო- საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია , ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს, მისი თქმით ყველა პრცედურა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. „ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია ოლქში შემოსული , ეს არის წილისყრასთან დაკავშირებით, რომელიც ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი. დანარჩენ უბანზე წილისყრის გადანაწილება მშვიდ გარემოში ჩატარდა“_ განაცხადა სალომე როდონაიამ.

იხილე მეტი