სიახლე 

ფოთში, საპრეზიდენტო არჩევნების საჩივრები განიხილეს 30 11 18

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები განიხილა. სალომე როდონაიას განცხადებით, 12 საჩივრიდან საოლქო კომისიამ 6 საჩივარი არ დააკმაყოფილა, 4 განუხილველი დატოვა, ხოლო დანარჩენი 2 საჩივარი, რომელებიც გარეაგიტაციის თემას შეეხება, დამატებით მოკვლევას საჭიროებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიამ არაობიეტური გადაწყვეტილება მიიღო და საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით დაწერილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში, ზაირა გაბელაია-გუნცაძეს წიგნის პრეზენტაცია გაიმართა 30 11 18

ფოთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, პოეტ ზაირა გაბელაია-გუნცაძეს ლექსების პირველი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მწერლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ოჯახის ინიციატივით, გამართულ საღამოს პოეტის მეგობრები, მწერლები და „ფაზისის აკადებიის“ წევრები ესწრებოდნენ. მათ ზაირა გუნცაძეს ლექსები წიკითხეს და მის შემოქმედებით ცხოვრებაზე ისაუბრეს. „იდუმალი ქალი“ ასე ჰქვია წიგნს, რომელშიც პოეტის მიერ, წლების მანძილზე დაწერილი ლექსებია შეტანილი. მან თვისი შექმოქმედების დიდი ნაწილი მშობლიურ ქალაქს, ფოთს მიუძღვნა. როგორც პოეტმა აღნიშნა, კრებულის გამოცემით, ოჯახის წევრებმა დიდი ხნის ნატვრა აუხდინეს. საღამო, ბათუმიდან, სპეციალურად მოწვეულმა სტუმარმა, დოდო ცეცხლაძემ მუსიკალურად გააფორმა.

იხილე მეტი
სიახლე 

არჩევნების შეფასებები ფოთში 30 11 18

2018 წლის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა გაიმარჯვა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა, დავით ხომერიკმა შეაფასა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რადგან, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ნაწილი, ფულითა და სხვადასხვა სახის დახმარებით მოისყიდა. მისივე განცხადებით, არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მშვიდობიან აქციას გეგმავენ. „ქართული ოცნების“ მისამართით, წარმოთქმულ ბრალდებებს, მმართველი გუნის წარმომადგენელი ირაკლი კაკულია არ პასუხობს. მან განცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალ და მშვიდ გარემოში, ყველა წესის დაცვით ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის არჩევნებზე, საქართველოს პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩიეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სამბისტის წარმატება 29 11 18

ივი ნადარეიშვილი, საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატიდან ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა-სამბოში, რომელიც რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში გაიმართა, ფოთელმა მოჭიდავემ 52 კგ წონით კატეგორიაში ოთხჯერ იასპარეზა და მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სამბისტებმა წარმატებით იასპარეზეს და ჯამში 8 მედალი მოიპოვეს. გივო ნადარეიშვილი ზაფხულის ევროპული თამაშებისთვის, აქტიურად ემზადება. სადაც ჭიდაობა-სამბო პირველად იღებს მონაწილეობას

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის ნავსადგურში პროგრამა „ინპორტი“ დასრულდა 29 11 18

კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურში, მეორე წელია ტალანტების მოზიდვისა და განვითარების პროგრამა ,,ინპორტი” წარმატებით მიმდინარეობს. პროგრამა საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პროფესიონალების მომზადებას ისახავს მიზნად. პროგრამაში სხვადასხვა პროფესიის მქონე 12 ადამიანი ჩაერთო. მონაწილეებმა ფოთის საზღვაო ნავსადგურში ხუთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარეს, რომელიც ორი – თეორიული და პრაქტიკული მოდულისგან შედგებოდა. ორგანიზატორების განცხადებით, შარშან პროექტში 14 მონაწილე ჩაერთო და მათგან 8 ნავსადგურში დასაქმდა. წლევანდელი პროექტიდან კი სავარაუდოდ მონაწილეების 80-90% დასაქმდება.  

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი სტუდენტების საქველმოქმედო აქცია 29 11 18

ფოთში, რამდენიმე დღის წინ ათონელის ორ ნომერში ავტოსამრეცხაო გაიხსნა. როგორც სამრეცხაოს მეპატრონე აცხადებს, რომ ყოველი თვის ბოლოს, შემოსავლის 8%-ით სოციალურად დაუცველ პირს დაეხმარებიან. ინიციატივა, ხუთ სტუდენტს ეკუთვნის, რომლებიც ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობენ. მათი სლოგანია-“შანსი ახალგაზრდებს”. პირველი ოჯახი, რომელსაც დაეხმარებიან ახალგაზრდებს უკვე შერჩეული ჰყავთ და მას 2019 წლის დადგომამდე საჩუქრებით ესტუმრებიან.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე არჩევნებს აფასებს 28 11 18

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ეგზიტპოლების წინასწარი მონაცემების საფუძველზე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს. დღის ბოლოს, ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი კაკულიამ არჩევნები შეაფასა. მისი თქმით, ფოთელმა ამომრჩეველმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და არჩევანი ევროპულ განვითარებასა და ადამიანის უფლებების გათელვას შორის გააკეთა. დღეს საქართველოს პრეზიდენტი, პირდაპირი წესით ბოლოჯერ აირჩიეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში არჩევნებში 22 447 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა 28 11 18

70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის 20:00 საათის მონაცემებით, ფოთში სულ 22 447 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო მაჩვენებლის 54,19% -ია. ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განცხადებით , 32-ვე უბანი ზუსტად 20:00 საათზე ერთდროულად დაიხურა. საოლქოში სულ 9 საჩივარი შევიდა, უბნებზე კი 14 საჩივარი დაიწერა, რომლებიც ძირითადად საპროცედურო საკითხებს ეხება. ფოთში სულ 41 421 ამომრჩეველია რეგისტრირებული. არჩევნების მეორე ტურში მათი რიცხვი 69-ით გაიზარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საარჩევნო უბნები დაიხურა 28 11 18

ფოთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. საარჩევნო უბნები ზუსტად 20 საათზე დაიხურა. N1-ი სარჩევნო უბნის თავმჯდომარის, ზაზა ღადუას თქმით არჩევნები მთელი დღის მანიძილზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. მისივე თქმით, საარჩევნო სიაში 1 421 ამომრჩეველი არის რეგისტრირებული, მათგან 789- ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის 432 ქალი, ხოლო 356 კაცი ამომრჩეველია.

იხილე მეტი
სიახლე 

ხმაური ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე 28 11 18

ფოთის მე-7 საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესი, რამდენიმე წუთით შეწყდა. მიზეზი, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ელმირა სიჭინავას განცხადებით, როდესაც დარღვევის შესახებ საჩივარი დაწერა, უბნიდან მის გაძევებას ცდილობდნენ. როგორც ის ამბობს, აღნიშნულ უბანზე დილიდან ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იმყოფება და აკვირდება ბიულეტენებს, თუ ვის სასარგებლოდ აკეთებს კონკრეტული ამომრჩეველი არჩევანს. მე -7 საარჩევნო უბანზე ამ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ხმაური დამკვირვებლებს შორის კამათმა გამოწვია. „სერიოზული სახის ინციდენტს არ ჰქონია ადგილი. დამკვირველებს შორის იყო უთანხმოება,რომლებიც ხმამაღლა კამათობდნენ. მივეცი შენიშვნა, რადგან საარჩევნო პროცესი შეჩერდა რამოდენიმე წუთით. დაწერეს…

იხილე მეტი