სიახლე 

აბაშაში სიმინდის მოსავლის აღება გრძელდება 18 09 18

აბაშის მუნიციპალიტეტში სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლისაღება მიმდინარეობს. გასული წლისგან განხსვავებით კულტურა აზიურმა ფაროსანამ ნაკლებად დააზიანა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, ამის მთავარი მიზეზი მავნებლის წინააღმდეგ  სწორად გატარებული ღონისძიებებია. სოფელ ტყვირის მოსახლეობა ამბობს, რომ ჩატარებული წამლობის შედეგად  ამ სეზონზე მოსავალი თითქმის სრულად აიღეს.

იხილე მეტი
სიახლე 

კონფერენცია “ახალი საქართველოს უნივერსიტეტში”18 09 18

ფოთში ,,ახალი საქართველოს უნივერსიტეტის“ კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივის ორგანიზებით კონფერენცია მიმდინარეობს. კონფერენციის თემაა ,, „სივრცის გაგება გლობალურ სამყაროში – რუსულ ევრაზიიზმის იდეა“ .მას სასულიერო პირები,პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტები, და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან. კონფერენცია ორი დღის მანძილზე გაგრძელდება.

იხილე მეტი
სიახლე 

საქველმოქმედო კონცერტი ფოთში 18 09 18

8 წლის ბექა ფიფიას მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კოლხეთის ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილთა წინაშე კუბელი მომღერლები წარდგნენ. ღონისძიება ფონდი ,,ქველმოქმედი 2015“-ის ორგანიზებით ჩატარდა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს 17 09 18

ახალი სასწავლო წლის დაწყება სკოლების მსგავსად საბავშვო ბაღებშიც საზეიმოდ აღინიშნა. პატარები, სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების უფროსმა, მარგო ჯანიაშვილმა მოინახულა და მათ წარმატება უსურვა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ახალი სასწავლო წელი დაიწყო 17 09 18

დღეს ფოთში ახალი სასწავლო წელი ჩვეულ რეჟიმში განახლდა.პირველი ზარის დარეკვამდე სკოლებში საზეიმო შეხვედრა გაიმართა,სადაც წლის წარჩინებული მოსწავლეები და პედაგოგები დასახელდნენ. სკოლის დირექტორებმა მათ სერთიფიკატები და ჯილდოები გადასცეს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის პირველობა პლიაჟის ფეხბურთში 17 09 18

მალთაყვის პლაჟზე ფოთის ღია პირველობა პლაჟის ფეხბურთში, ნუგზარ ტყებუჩავას სახელობის თასზე გაიმართა, რომელშიც ფოთის ხობისა და ზუგდიდის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ. ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,ჭაბონამა’’-სა და ,,კოლხიდა’’-ს გუნდები, რომელშიც გამარჯვება მოიპოვა ,,ჭაბონამა’’-ს გუნდმა ანგარიშით 10:4, მეორე ნახევარფინალურ ორთაბრძოლაში ფოთის ,,შუქურა’’ შეხვდა ხობის ნაკრებს, სადაც გამარჯვება წილად ხვდათ ხობელ ფეხბურთელებს ანგარიშით 11:8. მესამე ადგილისათვის ჩვენი ქალაქის გუნდები ,,შუქურა’’ და ,,კოლხიდა’’ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სადაც ,,შუქურა’’-მ ანგარიშით 7:4 სძლია მეტოქეს და მოიპოვა მესამე საპრიზო ადგილი და გადაეცათ დიპლომები და მედლები, ხოლო ფინალურ ორთაბრძოლაში ერთმანეთს ფოთის ,,ჭაბონამა’’ და ხობის გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „ჭაბონამას“ გამარჯვებით…

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას გავლენა სიმინდის ყანებზე 17 09 18

აზიური ფაროსანას გავლენა სიმინდის მოსავალზე აბაშის მუნიციპალიტეტში, სიმინდის საყანე ფართობებში მოსავლის აღება მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებულ ანჯელის მასივში სიმინდის ნათესები 6500-მდე ჰექტარ ფართობზეა გაშენებული. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი მასივები, იქ სადაც შესაძლებელი იყო სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ცივი შესხურების ტექნოლოგიით დაამუშავა. სპეციალისტები ამბობენ, რომ შედეგად მოსავლის დაზიანება მნიშვნელოვნად შემცირდა.

იხილე მეტი
სიახლე 

აქცია ,,მსოფლიო დასუფთავების დღე“ ფოთში 15 09 18

15 სექტემბერს ,,მსოფლიო დასუფთავების დღე“ აღინიშნება. ამ აქციას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის თანამშრომლებიც  შეურთდნენ და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორია მყარი ნარჩენებისაგან გაწმინდეს. აქციაში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები მამუკა პაპასკირი და ირაკლი თოფურიაც მონაწილეობდნენ. კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს’’ ინიციატივით ხორციელდება. აქციაში, რომლის მიზანია  პრიორიტეტული გახდეს ნარჩენების მართვა და მოხდეს მათი მინიმუმამდე შემცირება,  150 ქვეყანა მონაწილებს

იხილე მეტი

“თემა” 14 09 18

გადაცემის სტუმრები არიან ფოთის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორი მარგო ჯანიაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფაროსანას საწინააღმდეგო ფერომონები დაამონტაჟეს 14 09 18

აზიურ  ფაროსანასთან ბრძოლა გრძელდება. ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ქალაქის სხვადასხვა უბანში ფერომონების დამონტაჟება დაიწყო.

იხილე მეტი