სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა 13 07 18

ფოთი საჭადრაკო ფესტივალს წელს მეცამეტედ მასპინძლობს, ტრადიციული ფესტივალის მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. შეჯიბრი 20 ივლისს დასრულდება და საზეიმოდ დაიხურება.

იხილე მეტი
სიახლე 

სემინარი ახალი საქართველოს უნივერსიტეტში 12 07 18

2018 წლის 11 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ჰელმუტ შნაიდერის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც, პროფ. შნაიდერმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „რომანტიკული ხელოვნების ფორმა ჰეგელის ესთეტიკის თეორიაში“. იუბილესთან დაკავშირებით, ფოთისა და ხობის ეპარქიის საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნად, პროფ. შნაიდერი მადლობის სიგელით დააჯილდოვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ხოლო, ქ. ფოთის საგნმანათლებლო ცხოვრებაში შეტანილი წვლილისთვის პროფ. შნაიდერი დაჯილდოვდა ქ. ფოთის მერიის საპატიო სიგელით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალი საქართველოს უნივერსტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, ეპარქიის სამღვდელოება და ქ. ფოთის მერიის წარმომადგენლები.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება 11 07 18

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება – გურიაში გამართულ შეხვედრაზე  მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა შეაჯამეს შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინიდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები.  ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ  იმ შემთხვევაში თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს,პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება.სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა.ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 270 ათას…

იხილე მეტი
სიახლე 

როგორ მიმდინარეობს აჭარაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობა 11 07 18

დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ბოლო პერიოდში 40 გრადუსს აღწევს, რა დროსაც ინვაზიური მავნებელი აზიური ფაროსანა მაქსიმალურ მავნეობაზე გადადის. ბაღლინჯო მნიშვნელვან საფრთხეს აჭარის რეგიონისთვის წარმოადგენს. მის წინააღმდეგ წამლობის დროს მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის გათვალისწინებაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო წამლობა ძირითადად ღამის საათებში მიმდინარეიობს.ჯამბულ ხოზრევანიძისთქმით რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ სამუშაოებში მაქსიმალური რაოდენობის ადამიანური და ტექნიკური რესურსია ჩართული.სახელმწიფო პროგრამასთან ერთად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს შესაწამლი პრეპარატებიც გადაეცათ, რომლის გამოყენებაც მავნებლის გააქტიურების შემთხვევაში თვითმმართველობებს შეეძლებათ.

იხილე მეტი
სიახლე 

ჭუბერში დაზარალებულ მოსახელობას ფოთიდანაც დაეხმარნენ 11 07 18

ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ფოთის საკრებულოს წევრებმა და ქალაქის მერმა ჩაიტანეს. სტიქიის ზონაში ისინი დღეს დილით გაემგზავრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ანსამბლ “სამებას” წევრები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს 11 07 18

კულტურის სახლში, გუშინ საბავშო ქორეოგრაფიული ანსამბლის „სამებას“ წევრები სერტიფიკატებით დააჯილოვეს. დეტალები სიჟეტში. ანსამბლისთვის  მიმდინარე წელი  წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, მათ რამდნიმე ფესტივალ-კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებაც მოიპოვეს. ანსამბლი 2006 წლიდან ფუნქციონირებს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში საბავშვო მოდების ჩვენება გაიმართა 11 07 18

„FASHION STUDIO–სა“  და „MACLEAN  STUDIO-ს“ ერთობლივი ორგანიზებით,  გუშინ კოლხეთის ეროვნულ პარკში,  საბავშვო მოდების ჩვენება და  ფოტოსესია გაიმართა. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალი წლიდან  აღნიშული პროექტი ფართო მაშტაბებს მიიღებს.

იხილე მეტი
სიახლე 

უსაფრთხოა თუ არა ფოთის ზღვაზე ბანაობა 10 07 18

ფოთის ზღვაში ბანაობა უსაფრთხოა,- ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია „მეცხრე ტალღას“ ფოთის  ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორმა განუცხადა. გია რუხაძის თქმით,  წყალში ქიმიური და მიკრობიოლოგიური დაბინძურება არ ფიქსირდება. ზღვის  წყლის სინჯების    აღება  თვეში ორჯერ ხდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის მერიის 6 თვის ანგარიში 10 07 18

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა კურდღელიამ 2018 წლის 6 თვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინა. ანგარიშებით მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები და ა(ა)იპების წარმომადგენელები წარსდგნენ. მერის პირველმა მოადგილემ მამუკა პაპასკირმა მის საკურატორო სფეროში შემავალი, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურების, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენელთა მუშაობის შედეგები შეაჯამა. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ, თავის გამოსვლაში ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხზე გაამახვილა ყურადღება. მანვე დადებითად შესაფასა ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის“ მუშაობა. ა(ა)იპ „სერვისების ცენტრის შესრულებულ სამუშაოებზე დირექტორის მოადგილემ ვერიკო ლაღიძემ ისაუბრა. მან გეგმური სამუშაოებთან ერთად, დასუფთავების მოსაკრებლიდან შემოსავლების ზრდაზე, უსაფრთხოების ღონისძიებებსა და სათანადო ინვენტარით…

იხილე მეტი