სიახლე 

ჟურნალისტმა სოფო კორტავამ მისი წიგნებიდან რეალიზებული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა 19 07 18

ჟურნალისტმა სოფო კორტავამ მისი წიგნებიდან რეალიზებული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა. დღეს მან ფონდ „ქველმოქმედი 2015- თან“ ერთად სოციალურად დაუცველ ათამდე ოჯახს საკვები პროდუქტი გადასცა. ჟურნალისტმა რამდენიმე დღის სადებიუტო წიგნ „მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“ გამოსცა, რომელშიც შესულია მინიატურები და მოთხრობა „პიტნის ჩაი“. იგი მკითხველს ემიგრაციაში დანახულსა და განცდილს, ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ცოცხალი სურნელითა და მსუყე, მიმზიდველი ფერებით გადმოსცემს.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გრძელდება 18 07 18

საჭადრაკო ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. ხვალ ბოლოს წინა ტურის თამაშები გაიმართება. ტურები დაძაბულ და საინტერესო ფაზაზე გადავიდა. ლიდერები უკვე გამოვლენილია. ფესტივალის გამარჯვებულს მთავარი პრიზი, ნანა ალექსანდრიას თასი და ფულადი ჯილდო 6 ათასი ლარი გადაეცემა.

იხილე მეტი
სიახლე 

„ მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“- სოფო კორტავას სადებიუტო წიგნის პრეზენტაცია 18 07 18

„ მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი“- ჟურნალისტმა სოფო კორტავამ სადებიუტო წიგნი გამოსცა. წიგნის პრეზენტაცია გუშინ, რესტორან ” ძველი გემის ” ტერიტორიაზე ფონდი „ქველმოქმედი 2015 -ის“ ორგანიზებით გაიმართა. სადებიუტო წიგნში შესულია მინიატურები და მოთხრობა „პიტნის ჩაი“. იგი მკითხველს ემიგრაციაში დანახულსა და განცდილს, ხელოვნებისათვის დამახასიათებელი ცოცხალი სურნელითა და მსუყე, მიმზიდველი ფერებით გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ გაყიდული წიგნებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება სოციალურად დაუცველ რამდენიმე ოჯახს. სოფო კორტავა რამდნიმე დღეა, რაც გერმანიიდან დაბრუნდა. იგი ქალაქ ფრანკფურტში სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა.

იხილე მეტი
სიახლე 

გრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდები 17 07 18

გრძელდება ერთიანი ეროვნული გამოცდები. დღეს აბიტურიენტები არჩევით საგანს, ისტორიას აბარებდნენ. როგორ მიმდინარეობდა საგამოცდო პროცესი ფოთის მესამე საჯარო სკოლაში, დეტალები ნახეთ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

„Check in Georgia-ს“ ფარგლებში ფოთში კონცერტი გაიმართა 17 07 18

ფოთში, არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის დარბაზში, „თბილისის მერიის ბიგ-ბენდის” და ლეგენდარულ ანსამბლ “ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი ჩატარდა. აღნიშნული კონცერტი „Check in Georgia-ს“ ფარგლებში გაიმართა და სრული ანშლაგით ჩაიარა. ფოთის შემდეგ, თბილისის მერიის ბიგ-ბენდის” და ლეგენდარულ ანსამბლ “ქართული ხმების” საიუბილეო კონცერტი, ბათუმში ჩატარდება.

იხილე მეტი
სიახლე 

ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში ზაფხულის სკოლის გაიხსნა 16 07 18

14 ივლისს, ხობის მონასტრის საკათალიკოსო სასახლეში ზაფხულის სკოლის გახსნის ცერემონია გაიმართა. ზაფხულის სკოლა ქრისტიანულ ფილოსოფიაში (მარიუს ვიქტორინუსი, ნეტარი ავგუსტინე, ბოეციუსი) 17 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალები ნახეთ სიუჟეტში.

იხილე მეტი
სიახლე 

საეკლესიო და საერო ნაქარგების გამოფენა „თამარისი“ 16 07 18

ფოთის, აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში, საეკლესიო და საერო ნაქარგების გამოფენა „თამარისი“ გაიხსნა. ოქრომკედით და ვერცხლმკედით შესრულებული დაფარნები და ნამუშევრები, სამების ლავრის ნატიფი ხელოვნების სკოლის, სახელოსნოს „შროშანი“, ხაშურის წმ.მარინეს სახელობის დედათა და სხვა მონასტრების სკოლების მიერ იქნა წარმოდგენილი.გამოფენა მონაზონ თამარის (ერისქალობაში ეთერ უროტაძის) ხსოვნას ეძღვნება, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ქართული ოქრომკედით ქარგვის ტრადიციების აღდგენა და განვითარება საქართველოში. ღონისძიების გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე მამუკა პაპასკირი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთში ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობა გრძელდება 16 07 18

მოსახლეობის საყურადღებოდ! ხვალ, დილის 08:00 საათიდან ქალაქ ფოთში გაგრძელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი ღონისძიებები. თერმული ნისლით შეწამვლის პროცესი ქალაქის ყველა უბანში განხორციელდება

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის მე-4 დღე 16 07 18

უკვე მეოთხე დღეა ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს. ტრადიციულ შეჯიბრში წელს 350-მა მონაწილემ მოიყარა თავი. თამაშები ორ ლოკაციაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. ფესტივალის მთავარ A ტურნირს ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის საჭადრაკო კლუბის სატურნირო დარბაზი, B და C, D ღია და ასაკობრივ ტურნირებს კი დარბაზი “მონოპოლი” მასპინძლობს. დღეს ორივე ლოკაციაზე იმყოფებოდა ქალაქის მერი, ის ორგანიზატორებს შეხვდა და საჭადრაკო ფესტივალის მიმდინარეობით დაინტერესდა. გოჩა კურდღელიამ A ტურნირში პირველ დაფაზე სიმბოლური სვლაც გააკეთა.  ფესტივალის ფარგლებში დღეს ბლიც ტურნირი გაიმართება. ფესტივალი კი 20 ივლისს დასრულდება და საზეიმო ვითარებაში დაიხურება. გამარჯვებულები თასებით, დიპლომებით და მედლებით დაჯილდოვდებიან. ფესტივალის…

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე IV ტურის შეხვედრები გაიმართა 15 07 18

გრძელდება საჭადრაკო ფესტივალი, რომელსაც ფოთის ტრადიციულად ყოველი წლის ივლისში უკვე მეცამეტედ მასპინძლობს. ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ტურნირი ერთდროულად ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს. დღეს მე-4 ტურის თამაშები გაიმართა.

იხილე მეტი