ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის მეორე ეტაპი გურიაში 06 07 18
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის მეორე ეტაპი იწყება – გურიაში გამართულ შეხვედრაზე მავნებელთან ბრძოლის პირველი ფაზა შეაჯამეს და შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. თხილის პლანტაციების შემდეგ სიმინიდის ყანების წამლობა იწყება, ასევე ქიმიური პრეპარატით სახელმწიფოს მიერ დამუშავდება მიმდებარე პერიმეტრები, ქარსაფარი ზოლები და ბუჩქნარები. ზურაბ ჩეკურიშვილი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მავნებელი ციტრუსის ბაღებში გადაინაცვლებს,პრეპარატით ეს კულტურაც შეიწამლება. სეს-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში მავნებლის წინააღმდეგ წამლობა მანამდე გაგრძელდება, სანამ აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებელ ფაზაში არ გადავა. ამ დროისთვის სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიით…
იხილე მეტი