სიახლე 

ფოთში-ხელბურთში სკოლებს შორის ჩემპიონატი ჩატარდა

13 მარტს, ფოთში 9 აპრილის ხეივინზე მდებარე საკალათბურთო დარბაზში სკოლებს შორის ხელბურთში ჩემპიონატი დაიწყო. შეჯიბრებაში ვაჟთა და გოგონათა ოთხ-ოთხი გუნდი იღებს მონაწილეობას.დღეს ფინალისტები გამოვლინდებიან რომლებიც გამარჯვებულის ბედს ხვალინდელ შეხვედრებში გადაწყევტენ

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეს წარმატება

5-12 მარტს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ნალჩიკში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კრივში,მასში საქართველოს სახელით ოთხმა მოკრივემ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ნაკრების სპორტსმენებთან ერთად ნალჩიკში ფოთელი იაგო კიზირიაც გაემგზავრა, მან მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო მასპინძელ რაზიან მაზიხოვთან , 81 კგ წონით კატეგორიაში II ადგილი მოიპოვა და საუკეთესო მოკრივის თასი გადაეცა.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთელი მოკრივეები საქართველოს ჩემპიონატზე მიემგაზვრებიან

ხვალ მარნეულში იწყება საქართველოს ჩემპიონატი კრივში 2002-2003 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის. მასში მონაწილეობის მისაღებად 6 ფოთელი სპორტსმენი ემზადება. მათ უვე დააასრულეს წინასატურნირო შეკრება და ჩემპიონატიდან მედლებით დაბრუნებას აპირებენ.
ფოთელი მოკრივეები იმედს გამოთქვამენ რომ წარმატებით იასპარეზებენ და ნაკრებში ადგილს დაიმკვიდრებენ

იხილე მეტი
სიახლე 

საკადრო ცვლილებები ფოთის მერიაში

ფოთის მერიაში რეორგანიზაცია დასრულდა და საკადრო ცვლილებები განხორციელდა .
მერიის კულტურის განათლების ძეგლთა დაცვის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად ნიკოლოზ გრიგოლია დაინიშნა რომელიც ადრე მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის სამსახურის უფროსად ყოფილი ვიცე-მერი ლევან ჩოჩია დაინიშნა .
მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თანამდებობა ნანა ჭანტურიამ დაიკავა, ყოფილმა უფროსმა ვასილ თოდუამ მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა. ასევე შეიცვალნენ მერის წარმომადგენლები ნაბადის, კუნძულის და ცენტრის უბნებში. ნაბადაში-ზურაბ ბერაია, კუნძულის უბანში- სანდრო ქუშაშვილი, ხოლო ცენტრის უბანში- ზაზა ღადუა. აღნიშნულ უბნებში მერის ყოფილი წარმომადგენლები კი მოადგილეებად გააგრძელებენ მუშაობას.

იხილე მეტი
სიახლე 

ფოთის წყალგამყოფის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მეშვიდე კილომეტრზე მდებარე რიონის წყალგამყოფ ნაგებობას რეალიბიტაცია უტარდება ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ერის იმედი“ აღებული ვალდებულების შესაბამისად ანხორციელებს ფარების აწევას და ელექტრო მექანიკური დანადგარების შეკეთებას. დღეის მდგომარეობით რვა ფარი უკვე გახსნილია და მიმდინარეობს უკვე მეცხრე ფარის აწევის სამუშაოები. წყალგამყოფის სრული რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში უნდა დამთავრდეს და მას შემდეგ შესაძლებელი გახდება მთლიანად მოხდეს რიონის წყილს დონის დარეგულირებ

იხილე მეტი
სიახლე 

ქართული პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

ქართული პრეპარატი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ?
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილება აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ქართული პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობები. პრეპარატი, რომელმაც საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებს ეკუთვნის. სასწავლებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრეპარატი ახლა ფინალურ გამოცდას გადის, ტესტირების რეჟიმში კი აშშ-ს, უკრაინისა და ბელურუსიის სამეცნიერო ჯგუფების ჩართვაა გათვალისწინებული. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს იკავებენ.
განიხილავენ თუ არა პრეპარატს აზიური ფაროსანასთან ბრძოლის საშუალებად ოფიციალურ დონეზე? სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტორებს ნივთიერების რეგისტრირებისთვის მათთვის არ მიუმართავთ. უწყების უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია ამ პროცესისთვის საჭირო პროცედურებსა და ეტაპებს განმარტავს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი კი აღნიშნავს, რომ ახალ პრეპარატებთან დაკავშირებულ საკითხებს მედია, სამეცნიერო წრე და მოსახლეობა სიფრთხილით უნდა მოეკიდოს, უწყება კი ენტომოლოგების ნებისმიერი საინტერესო ინიციატივის მხარდაჭერისთვისაა მზად.

იხილე მეტი

ფაროსანას წინააღმდეგ ბიოლოგიური პრეპარატი დარეგისტრირდა

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული წარმოების ბიოლოგიური პრეპარატი „ბიოინსექტ 2“ დაარეგისტრირა. პრეპარატს დასავლეთ საქართველოში სიმინდისა და თხილის კულტურაზე გამოცდიან.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ბიოლოგიური პრეპარატი ქიმიურთან შედარებით ნაკლებად ეფექტურია და ის ძირითადად ბიოლოგიურ მეურნეობებში, ან მცირე რაოდენობის მავნებელთან გამოიყენება.
მავნებლის პოპულაციის მკვეთრად შემცირებისმიზნით შეწამვლა ბაღლინჯოს გამრავლების საწყის ეტაპზე, ნიმფის ფაზაში ყოფნის დროს უნდა განხორციელდეს. საქართვლოს კლიმატის გათვალისწინებით ეს აპრილი-მაისის პერიოდია.
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ქართული ბუნებრივი პრეპარატია შექმნილი, თუმცა ამ დროისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ერთს აქვს გავლილი. ადგილობრივთან ერთად ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომიათურქული წარმოების რეგისტრირებული ბიოპრეპარატიც.
პროცედურის თანახმად, რეგისტრაციისთვის საჭიროა საველე გამოცდები და ექსპერტიზის დადებითი პასუხი.
საქართველოში აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ძირითადად ქიმიური და მექანიკური საშულებებიგამოიყენება.

იხილე მეტი
სიახლე 

სტადიონზე მიმდნინარე სამუშაოებს ლევან კობიაშვილი გაეცნო

დღეს ფოთის ცენტრალურ სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სტუმრობდა. მან ფოთის მაჟორიტარ დეპუტათთან, მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მშენებლობის პროცესი დაათვალიერა. მოედანზე მთლიანად იცვლება მინდვრის საფარი, სატრენაჟო სისტემის ჩათვლით, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აფინანსებს. პარალელურად ტრიბუნების სამშენებლო სამუშაოებიც მიმდნარეობს

იხილე მეტი

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება

,,ყველაზე მთავარი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისას მისი დროული მონიტორინგია“, სამეგრელოში მცხოვრებ ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდები ამერიკელმა სპეციალისტებმა გაუზიარეს. ისინი რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად თხილის ნარგავებში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.
ამერიკელმა სპეციალისტებმა მონიტორინგის პროცესში ფერმერების როლზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პირველ ინფორმაციას სახელმწიფოსა და სამეცნიერო წრეებს, უშუალოდ, თხილის მწარმოებლები უნდა აწვდიდნენ. მათი თქმით, ამერიკაში პლანტაციებში აზიური ფაროსანას მოსაზიდი ხელსაწყოებია დამონტაჟებული, მოკლული მავნებლის რაოდენობა კი მისი გავრცელების მასშტაბურობასა და სხვა ფაქტორების დადგენაში ეხმარებათ.
მეცნიერებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობის აქტიურობას გაუსვეს ხაზი. მათი განმარტებით, მავნებლისგან მომდინარე ზიანის შემცირება მხოლოდ მოსახლეობისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდება.
აშშ-ში ბაღლინჯო პირველად, 2001 წელს, პელსილვანიის შტატში დაფიქსირდა, 2010 წელს ფაროსანა უკვე 34 შტატში იყო გავრცელებული. ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაროსანასთან ბრძოლისთვის თითქმის 20 წელი დასჭირდა.
ამერიკელი მეცნიერები, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარომადგენლებთან ერთად, ფერმერებთან შეხვედრას აჭარაშიც გამართავენ.

იხილე მეტი
სიახლე 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება. 7 მარტი, 2018